„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის:
ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) ნებადართული კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;“;
ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:
„ყ1) განთავსებული კაპიტალი − სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა. განთავსებული კაპიტალი უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი, ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს აგრეთვე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას (გარდა სააქციო საზოგადოებისა) განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით;“;
გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) განაღდებული კაპიტალი – განთავსებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;“;
დ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, სამეწარმეო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, VIII თავით, 152-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით, 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 166-ე მუხლის პირველი პუნქტით, 169-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით, 170-ე და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 192-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით, 193-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5−მე-10 პუნქტებით, 194-ე და 201-ე მუხლებით, 202-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებითა და 225-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ
1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება განთავსებული კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება/ფორმირება.
2. კომერციულ ბანკს უფლება არ აქვს, შეამციროს თავისი განთავსებული კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს თავისი საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და კომერციული ბანკის წესდებაში განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ სათანადო შესწორების შეტანის გარეშე.“.
5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;“.
6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განთავსებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები;“.
7. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნებადართული კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს რეზოლუციის პროცესში ახალი აქციების ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტების გამოშვება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N880-Vრს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
- მუხლი 3. სალიცენზიო მოთხოვნები
- მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ
- მუხლი 10. კომერციული ბანკის საკუთრების უფლების, აქტივების, მფლობელობის სტრუქტურისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვა
- მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები
- მუხლი 33. რეზოლუციის გეგმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2021.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №880-Vრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.05.001.020374.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №880-Vრს-Xმპ, 02.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020374 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5226475/