საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში;“.
2. 24-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები:
„გ.დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება;
გ.ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ერთობლივი საბჭოს წარდგინებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმას.“.
3. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:
„ბ.ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;
ბ) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.
4. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.
5. 75-ე მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.
6. 79-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო.“.
7. 137-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება:
ა) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები;
ბ) გენერალური გეგმების პროექტები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
ქუთაისი, 20 ივლისი 2018 წ. N3242-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამ
- მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
- მუხლი 54. მერის უფლებამოსილება1. მერი:
- მუხლი 73. თბილისის მერი
- მუხლი 75. მთავრობის უფლებამოსილებებიმთავრობა:
- მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა
- მუხლი 137. სამართლებრივი კონსულტაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3242-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.016238.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №3242-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016238 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4269978/