2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო.
4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.
5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.
6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები.
7. თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს.
9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).
11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.თავი Xთბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 20.07.2018 ორგანული კანონი №3242
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
- 28.11.2014 ორგანული კანონი №2820
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება1. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. 3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მთბილისის სივრცით-ტს დაგეგმარებიტოს, გენერიუალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო. 4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის მწიერ ნადაფუძნდებულით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მთავრობის წინადადებით დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 5. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. 6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები. 7. თბილისის საკრებულო მთავრობის წაერ დგიაფუძნებითულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუმოძრავი ქონებს შა გადაეცემა სარგებლობის ამნ საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონებია – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დაცდგემნილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაეცემა პირდს შესაპირიხებ განკდარგვის წყვესტით, უსლებას ყიდლოდ, ვადიღებს მთან უვადოდ, სარგებლობის უფლებითა. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს. 9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 11. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, სამქართველოშის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში. .თავი Xთბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა