გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310019002924060
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2387-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე- ს-----------–-–---–ი

წარმომადგენელი-ჯ--------------–---

მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- ს---–------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე ს-----------–-–---–ის მიერ 2018წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ. 2019 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 75-79).

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე-ს-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 30 ივლისს N-------------01 ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ. 2019 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 75-79).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018წლის 12 თებერვალს N----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქ.თბილისის მუნციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ქ.თბილისის მერიაში 2018 წლის 01 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენა, რის შემდეგაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა. 2018 წლის 30 ივლისს, N---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღემდე არ გამართულა ზეპირი მოსმენა და არც გადაწყვეტილება მიღებულა. გარდა ამისა 2018 წლის 26 ნოემბერს, N----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რის შესახებაც ქ.თბილისის მერიაში ზეპირი მოსმენა გაიმართა 2018წლის 10 დეკემბერს, თუმცა დღემდე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადებს, ამასთან არ არის გაგრძელებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რის გამოც სასამართლოს მეშვეობით ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე მხარეზე გადაწყვეტილების გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი ს-----------–-–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი ს-----------–-–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე თავისი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 12 თებერვალს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N-----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 5 თებერვლის N------- გადაწყვეტილება; დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს-----------–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის შეტყობინება, რომლითაც ს-----------–-–---–ს(წარმომადგენელი ჯ--------------–---) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ 2018 წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში(შ--------------------------------–ი, ოთახი N5, ტელ: (2)37 85 37) 2018 წლის 1 მარტს 16:00 საათზე.

 

მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1 მარტს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 12 თებერვალს წარდგენილ N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა როგორც საჩივრის ავტორი, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა დღეის მდგომარეობით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამასთან, მხარეთა განმარტებით ასევე დასტურდება, რომ არც ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ, მოპასუხე მხარეს საჩივრის ავტორისათვის(ს-----------–-–---–ი) ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ვადის გაგრძელების თაობაზე არ უცნობებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) 2018 წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 17-25)

-ადმინისტრაციული საჩივრის მიღების ბარათი(ს.ფ. 26)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის შეტყობინება(ს.ფ. 27)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-16; 2019წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. 2018 წლის 30 ივლისს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ურბანული განვითარების სამსახურის 2018 წლის გადაწყვეტილება ს-----------–-–---–ის 2018 წლის 25 აპრილის N-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს ურბანული განვითარების სამსახურს ს-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ბ-------------–----–------------ საკადასტრო კოდით N0--1--1--0---0-- კომერციული ფართის აშენების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა.

 

მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 30ივლისს წარდგენილ N---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა დღემდე არ გამართულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) 2018წლის 30 ივლისის N---------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 28-36)

-ადმინისტრაციული საჩივრის მიღების ბარათი(ს.ფ. 37)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-16; 2019წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2018 წლის 26 ნოემბერს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N-----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 5ნოემბრის N4-11დ1------ დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ საბა და ბაქარ ვერულაშვილების დაჯარიმებისა და მათ საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ, მდებარე ქ.თბილისი, ბ-------------–----–---------------------, საკ.კოდით N0--1--1--0---0--.

 

საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 ნოემბრის შეტყობინება, რომლითაც ს-----------–-–---–ს(წარმომადგენელი ჯ--------------–---) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ 2018 წლის 26 ნოემბრის N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებთ ზეპირი მოსმენა გაიმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში(შ--------------------------------–ი, ოთახი N5, ტელ: (2)37 85 37) 2018 წლის 10 დეკემბერს 16:00საათზე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 აპრილის N359 ბრძანებით დაკმაყოფილდა ს-----------–-–---–ის წარმომადგენლის ჯუნა ჭოხონელიძის 2018წლის 26 ნოემბრის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 5 ნოემბრის N------ დადგენილება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) 2018 წლის 26 ნოემბრის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 38-44)

-ადმინისტრაციული საჩივრის მიღების ბარათი(ს.ფ. 45)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის შეტყობინება(ს.ფ. 27)

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 აპრილის N359 ბრძანება ,,ს-----------–-–---–ის წარმომადგენლის ჯუნა ჭოხონელიძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ (ს.ფ. 83-91)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ს-----------–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №------ დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება’’(სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე ს-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(1 თვის ვადაში) და დაევალოს მოპასუხეს-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე-ს-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 30ივლისს N-------------01 ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(1 თვის ვადაში).

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №------ დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება’’(სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური(შემდგომში–სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №------ დადგენილებით დამტკიცებული,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების’’(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-11 მუხლის თანახმად, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური(შემდგომში–სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მდგრად და თანაბარ ურბანულ განვითარებას, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო საქალაქო გარემოს ფორმირებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. თავის მხრივ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 62.1 მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მერიის თანამდებობის პირის(გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 თებერვლის N------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის 2018 წლის გადაწყვეტილება ს-----------–-–---–ის 2018 წლის 25 აპრილის N-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამავე დროს კანონმდებლობით დადგენილია მათი ერთჯერადად ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრების წესი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N-----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 5 თებერვლის N------- გადაწყვეტილება; დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქტექტურის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს-----------–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 30 ივლისს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ურბანული განვითარების სამსახურის 2018 წლის გადაწყვეტილება ს-----------–-–---–ის 2018 წლის 25 აპრილის N-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს ურბანული განვითარების სამსახურს ს-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ბ-------------–----–------------ საკადასტრო კოდით N0--1--1--0---0-- კომერციული ფართის აშენების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

-2018 წლის 12 თებერვალს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N-----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 5 თებერვლის N------- გადაწყვეტილება; დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს-----------–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ;

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018წლის 19 თებერვლის შეტყობინება, რომლითაც ს-----------–-–---–ს(წარმომადგენელი ჯ--------------–---) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ 2018 წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში(შ--------------------------------–ი, ოთახი N5, ტელ: (2)37 85 37) 2018 წლის 1 მარტს 16:00 საათზე;

- მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1 მარტს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 12 თებერვალს წარდგენილ N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა როგორც საჩივრის ავტორი, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა დღეის მდგომარეობით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამასთან, მხარეთა განმარტებით ასევე დასტურდება, რომ არც ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ, მოპასუხე მხარეს საჩივრის ავტორისათვის(ს-----------–-–---–ი) ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ვადის გაგრძელების თაობაზე არ უცნობებია;

- 2018 წლის 30 ივლისს, ს-----------–-–---–მა(წარმომადგენელი ჯ--------------–---) ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში(N----------------), რომლითაც მოთხოვნილ იქნა: ბათილად იქნეს ცნობილი ურბანული განვითარების სამსახურის 2018 წლის გადაწყვეტილება ს-----------–-–---–ის 2018 წლის 25 აპრილის N-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს ურბანული განვითარების სამსახურს ს-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ბ-------------–----–------------ საკადასტრო კოდით N0--1--1--0---0-- კომერციული ფართის აშენების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა;

- მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 30 ივლისს წარდგენილ N---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა დღემდე არ გამართულა;

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ ერთ შემთხვევაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 12 თებერვალს წარდგენილ N----------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018წლის 1 მარტს ჩატარებული იქნა ზეპირი მოსმენის სხდომა, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გასვლის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით ს-----------–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მატერიალური სახით გადაწყვეტილება(შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) არ მიუღია. ამასთან, საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ხოლო რაც შეეხება ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---) მიერ 2018 წლის 30 ივლისს წარდგენილ N---------------- ადმინისტრაციულ საჩივარს,-აღნიშნულთან დაკავშირებით დგინდება, რომ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ს-----------–-–---–ის(წარმომადგენელი ჯ--------------–---)მიერ 2018 წლის 30 ივლისს წარდგენილ N---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა დღემდე არ გამართულა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას- წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების, ადმინისტრაციული საჩივარი დარეგისტრირება(ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული

 

ორგანოს ვალდებულების - განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც ს-----------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე ს-----------–-–---–ის მიერ 2018წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(1 თვის ვადაში) და დაევალოს მოპასუხეს-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე-ს-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 30ივლისს N-------------01 ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(1 თვის ვადაში), მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 (ასი)ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვდა მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე, მოსარჩელე ს-----------–-–---–ის მიერ 2018წლის 12თებერვლის N-----------------, 2018 წლის 30 ივლისს N-------------01 და 2018წლის 26 ნოემბრის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას და აღნიშნულის შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო საერთო ჯამში 300(სამასი) ლარი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე, იმის გათვალისწინებით, ვინაიდან ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საჩივართან(2018წლის 26ნოემბრის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი) მიმართებაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ იმსჯელა და მატერიალური სახით გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება,- მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე, მოსარჩელე- ს-----------–-–---–ის მიერ 2018წლის 12თებერვლის N----------------- და 2018 წლის 30ივლისს N-------------01 ადმინისტრაციული საჩივრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე-ს-----------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 200(ორასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ალრის ოდენობით კი უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 23-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ს-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ს-----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 12 თებერვლის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის და 2018 წლის 30 ივლისს N-------------01 ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა(1 თვის ვადაში).

 

3.მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- ს-----------–-–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 200(ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. ს-----------–-–---–ს(-------------------------------------------------–-----------------------------------) მიერ 2019წლის 02 აპრილის N0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300(სამასი) ლარიდან, უკან დაუბრუნდეს 100(ასი) ლარი(მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია-ს-----------–-–---–ის ადმ.საქმეზე).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი