მუხლი 183. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
თავი XIII — ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.
4. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვი
საქმე №ბს-724(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…მიუთითებს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nბს-564-545(კს-13), 06.02.2014წ) და მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა…
საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული საჩივრის გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო მოსარჩელის მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი…
…უნდა ემსჯელა საჯარო სამსახურში ვიზირების როლსა და მნიშვნელობაზე. მოხელეს ევალება არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ზეპირი დავალებების შესრულებაც. თ. ა-ე არ ითვალისწინებდა დადგენილ შაბლონის ფორმას და ზოგ შემთხვევაში მითითებას ახდენდა სზაკ-ის 183-ე მუხლზე. სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე გამორიცხა თ. ა-ის მიერ მიზანმიმართული და ბრალეული ქმედების ჩადენა. კასატორმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზისათვის…
საქმე №ბს-1306(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
…მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2013 წლის 29 მაისს წარდგენილი საჩივრის განხილვის ვადა არ გაუგრძელებია…
საქმე №ბს-1231(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
…ორგანოში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 ოქტომბრის №04/6603 გადაწყვეტილებით ა. ს-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთან მოსარჩელეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე და 177-ე მუხლების მეორე ნაწილის მოთხოვნები და სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი…
…გამოსცეს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმა უკანონოა ან თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა აქტი კანონით გათვალისწინებულ ვადაში (სზაკ-ის შე- 100 და 183-ე მუხლები), რამაც შელახა ან დაარღვია მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მითითებული ნორმის მიხედვით, სარჩელი დასაბუთებულია, თუ დადგინდება აქტის გამოცემაზე…