განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001586968
საქმე №3ბ/540-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
07 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
წარმომადგენლები - დ--------------------–------------------------------ე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს---ი-გ---ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა
აპელანტები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
შპს „ს---ი-გ---ი“ წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრებს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს---ი-გ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილება შპს „ს---ი-გ---ის“ დაჯარიმების შესახებ, მის საფუძვლებთან - 2015 წლის 2------------ის ტექნიკური ინსპექტირების N0---- ოქმთან და 2015 წლის 2------------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0---- ოქმთან ერთად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1--------ის N8- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსები საკომპრესორო სადგურებისთვის“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი შპს ,,ს---ი-გ---ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
3.2 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
შპს ,,ს---ი-გ---ი“ (ს/ნ 4--------), მდებარე - მ------------------ა სანაპირო, თ-----–-----------------------------------------–-----ს, ფლობს აირსავსებ სადგურს.
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2015 წლის 3----------რის N1-- ბრძანების საფუძველზე ამავე სააგენტოს გ---ის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმებულ იქნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი - შპს ,,ს---ი-გ---ი“, რის შესახებაც შედგა 2015 წლის 2------------ის N0---- ტექნიკური ინსპექტირების ოქმი. შემოწმების შედეგად დადგინდა ოთხი I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა: 1) გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო დამუშავებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი, დარღვეული იყო მინიმალური მანძილები სადგურის შენობებსა და ნაგებობებს შორის, ასევე სადგურიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სადგურს); 2) გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი არ იყო გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე; 3) გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჰქონდა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა; 4) ავტოტრანსპორტის გაწყობისას გ---ის წნევა აღემატებოდა გ---სავსები სვეტისთვის დადგენილ წნევას.
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------ის N0---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის თანახმად, შპს ,,ს---ი გ---ის” მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1--------ის N8- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას.
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, შპს ,,ს---ი-გ---ი“ დაჯარიმდა 800 (რვაასი) ლარით.
2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს ,,ს---ი-გ---მა“ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
შპს ,,ს---ი-გ---მა“ 2016 წლის 25 იანვარს კვლავ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით და წარუდგინა შპს ,,ს--------“-ს 2014 წლის 1-------------ის აქტი გ---სადენის სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის შესახებ, რომლის თანახმად, სიმტკიცის გამოცდის პერიოდში საგამოცდო მანომეტრზე წნევის ვარდნა არ დაფიქსირებულა, ხოლო ჰერმეტულობაზე გამოცდის პერიოდში გ---სადენის მილების შეერთების ადგილებში გაჟონვებს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, კომისიის დასკვნის მიხედვით, გ---სადენი მზად იყო ექსპლუატაციისთვის. შპს ,,ს---ი-გ---ის” მიერ დანართის სახით ასევე წარდგენილი იქნა შპს ,,ს--------“-ს 2014 წლის 1-------------ის კომპლექსური მოსინჯვის აქტი, რომლის თანახმად, ჩატარებულ იქნა კომპლექსური მოსინჯვა, გამშვებ-სამონტაჟო სამუშაოები ჩატარებული იქნა სრულად, ხარვეზები და დაუსრულებელი სამუშაოები არ აღმოჩნდა. ამდენად, გ---გასამართი სადგურის დანადგარები მზად იყო ექსპლუატაციისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 2-------ის N0------ წერილით შპს „ს---ი-გ---ს“ მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საჩივარი განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო ერთი თვის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის დარღვევა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს---.
3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტზე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი შპს ,,ს---ი-გ---ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. რაც შეეხება შპს ,,ს---ი-გ---ის” დაჯარიმების შესახებ დადგენილების საფუძვლებს, აღნიშნული, მართალია, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუმცა ხსენებული აქტების შეფასება უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას მათი შესაბამისობა უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექს--- დადგენილი წეს--- ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2015 წლის 3----------რის N1-- ბრძანების საფუძველზე შემოწმებულ იქნა შპს ,,ს---ი-გ---ი“, რის შესახებაც შედგა 2015 წლის 2------------ის N0---- ტექნიკური ინსპექტირებისა და N0---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. შემოწმების შედეგად დადგინდა ოთხი I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, კერძოდ, პირველ შეუსაბამობად მიჩნეული იქნა ის გარემოება, რომ გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო დამუშავებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი, დარღვეული იყო მინიმალური მანძილები სადგურის შენობებსა და ნაგებობებს შორის, ასევე სადგურიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სადგურს), რაც წარმოადგენდა ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას და აღნიშნულს მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება მეორე და მესამე დარღვევას, მიჩნეული იქნა, რომ დარღვეული იყო აირსავსები ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების წესები, კერძოდ, გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი არ იყო გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე და გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჰქონდა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა, ხოლო მეოთხე დარღვევას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ავტოტრანსპორტის გაწყობისას გ---ის წნევა აღემატებოდა გ---სავსები სვეტისთვის დადგენილ წნევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო შპს ,,ს---ი-გ---ი“ დაჯარიმდა 800 (რვაასი) ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ს---ი-გ---ის” დაჯარიმების შესახებ, მისი გამოცემის საფუძვლებთან ერთად გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს--- მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1--------ის N8- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა იმ საწარმოსათვის, რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსებ საკომპრესორო სადგურებს.
ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გ---სადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ხოლო მე-4 პუნქტის საფუძველზე ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გ---ის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას.
სასამართლომ განმარტა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შპს ,,ს---ი-გ---ს“ აირსავსებ სადგურზე თან არ ჰქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც მიიჩნია, რომ გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი არ იყო გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ამასთან, გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჰქონდა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გ---სადენები გამოცდებს ექვედებარებოდა ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიღებამდე და უნდა დაედგინა შპს „ს---ი-გ---ის” ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ფაქტის არსებობა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 96-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა‑ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ.
გ---სადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შესახებ შპს ,,ს--------“-ს 2014 წლის 1-------------ის აქტის თანახმად, გამოცდილ იქნა შპს ,,ს---ი-გ---ის” აირსავსები გ---სადენი და დადგინდა, რომ სიმტკიცის გამოცდის პერიოდში საგამოცდო მანომეტრზე წნევის ვარდნა არ დაფიქსირებულა, ხოლო ჰერმეტულობაზე გამოცდის პერიოდში გ---სადენის მილების შეერთების ადგილებში გაჟონვებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, შპს ,,ს--------“-ს 2014 წლის 1-------------ის კომპლექსური მოსინჯვის აქტის თანახმად, ჩატარებულ იქნა კომპლექსური მოსინჯვა, გამშვებ-სამონტაჟო სამუშაოები ჩატარებული იქნა სრულად, ხარვეზები და დაუსრულებელი სამუშაოები არ აღმოჩნდა. კომისიის დასკვნის მიხედვით, გ---სადენი და გ---გასამართი სადგურის დანადგარები მზად იყო ექსპლუატაციისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე. არ შეფასებულა აღნიშნული გარემოებები და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. მას შეეძლო თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, რის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო შეძლებდა დაედგინა, იყო თუ არა გამოცდილი შპს ,,ს---ი-გ---ის” გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ამასთან, ჰქონდა თუ არა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას.
სასამართლომ შპს ,,ს---ი-გ---ის” მეოთხე დარღვევასთან დაკავშირებით მიუთითა ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ავტოტრანსპორტის გაწყობისას გ---ის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გ---სავსები სვეტისათვის დადგენილს, ანუ, მითითებული მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოსავლენად აუცილებელია დადგინდეს, რომ ადგილი ჰქონდა გ---ის წნევის დაშვებული ნორმის გადაჭარბებას, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ურთიერთწინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით ვერ იქნა დადასტურებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წეს---, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს ,,ს---ი-გ---ის” დაჯარიმების შესახებ დადგენილების, მის საფუძვლებთან ერთად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 2-------ის N0------ წერილით შპს ,,ს---ი-გ---ს“ მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საჩივარი განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო ერთი თვის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის დარღვევა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წეს---.
ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილება, მის საფუძვლებთან ერთად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი შპს ,,ს---ი-გ---ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
4.1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2015 წელს გახშირებული ავარიების გამო, აირსავსები სადგურების, კერძოდ, ტექნოლოგიური მოწყობილობების მზადყოფნისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბალონებში გასამართი წნევის სიდიდის დადგენის მიზნით, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ჩატარდა რამდენიმე ათეული შემოწმება, მათ შორის, 2015 წლის 2 ოქტომბერს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით შემოწმდა შპს „ს---ი-გ---ი“ და შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევები ასახულ იქნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ობიექტის ინსპექტირება ხორციელდება ადგილზე და სრულდება ბრძანებაში მითითებულ ვადაში. ინსპექტირება ითვალისწინებს ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და დოკუმენტურ კონტროლს, შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში კი იგი ფიქსირდება ოქმში და დგება სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, არ არსებობს ინსპექტირების განუსაზღვრელი ვადით მიმდინარეობის უფლება.
აპელანტი აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში მხარეს დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა არ უთხოვია, მან უბრალოდ ვერ წარადგინა დოკუმენტაცია, რადგან ასეთი არ გააჩნდა. მოცემულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მხარეს არც ზეპირად და არც ოქმებში შესაბამისი ჩანაწერი არ გაუკეთებია. ამასთან, საყურადღებოა, რომ ობიექტზე უნდა არსებობდეს სავალდებულო საექსპლუატაციო დოკუმენტაცია. ობიექტზე ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა და მისი წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რათა სრულყოფილად და დადგენილ ვადებში განხორციელდეს ობიექტის ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და დანადგარების გეგმიური მომსახურება და რემონტი, უზრუნველყოფილი იქნეს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია. ობიექტის ტექნიკური პერსონალი მუდმივად უნდა ფლობდეს ინფორმაციას ტექნოლოგიური სისტემების გამართულობაზე, მათი მომსახურებისა და მიმდინარე რემონტის ვადების შესახებ. ავარიებისა და უბედური შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ პერსონალის არაკომპენტეტურებასა და მოწყობილობების გაუმართაობაზე. შესაბამისად, ყველა ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს ადგილზე, უნდა ხორციელდებოდეს მისი წარმოება და კონტროლი. აღნიშნულ დოკუმენტაციას მიეკუთვნება: ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია, ობიექტის ტექნოლოგიური სისტემების საექსლუატაციო-ტექნიკური დოკუმენტაცია, ობიექტის გენერალური გეგმა, ობიექტის პასპორტი და სხვა, თუმცა ადგილზე მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია. გ---სავსები საკომპრესორო სადგურების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მიხედვით (BPI 39-2.5-082–2003) მითითებული დოკუმენტაცია უნდა იყოს ადგილზე - ობიექტზე.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, არასწორად მიიჩნია, რომ სააგენტომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ სააგენტოს შეეძლო თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები სადავო საკითხის გადაწყვეტაში გარკვეული სიცხადის შეტანის მიზნით. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელთა ადგილზე ქონა კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია თავად ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ, მართალია, სწორად მიუთითა ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, თუმცა არასწორი განმარტება მისცა მას. ეს არის დარღვევა, რომელიც რაიმე სახის კვლევასა და დამატებით შეფასებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მისი დაფიქსირებისთანავე ხდება აღნიშნული დარღვევის შესაბამის ოქმში აღნიშვნა. შემოწმებას ესწრებოდა მხარეც და მას არ გამოუხატავს განსხვავებული აზრი არც ზეპირად და არც წერილობით.
აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პერიოდში ჩატარებული სისტემური შემოწმების (მათ შორის, შპს „ს---ი-გ---ის“ შემოწმების) საფუძველი იყო გახშირებული ავარიები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველა გ---გასამართი სადგური, პროდუქტის რეალიზაციის გ---რდის და კლიენტის მოზიდვის მიზნით, ავტოსატრანსპორტი საშუალებებს მართავდა 250-270 ბარი წნევით, რაც დაუშვებელია, რადგან ავარიების 90% ხდება აირბალონის გადამეტებილი წნევით გამართვის გამო. ამდენად, საკითხი უფრო მასშტაბურია და პირდაპირ კავშირშია ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან.
4.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 მუხლებზე, მოსარჩელის შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე და აღნიშნავს, რომ შპს „ს---ი გ---ის“ მიერ წარდგენილი იყო 2014 წლის 1-------------ის კომპლექსური მოსინჯვის ოქმი, რომლის მიხედვითაც, კომპლექსური მოსინჯვა ჩატარდა კონკრეტული დანაგარების მიმართ, თუმცა აღნიშნული აქტი დარღვევის არსებობას არ გამორიცხავს, რადგან ჩაუტარდა კონკრეტულ დანადგარებს და არა გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას. აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ---იარებული იქნა შპს „ს---ი გ---ის“ მიერ წარდგენილი გ---სადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის აქტი (2----–-–-------------------), რომლის მიხედვითაც, შემოწმებული იქნა აირსავსები გ---სადენი, რაც არ გულისხმობს გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენის გამოცდის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექს--- სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრის---. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრის--- შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრის--- სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა შპს „ს---ი-გ---ის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1--------ის N8- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსები საკომპრესორო სადგურებისთვის“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, რამდენად იყო გამოცდილი გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე და იყო თუ არა ჩატარებული გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემის კომპლექსური მოსინჯვა, ასევე, უნდა განისაზღვროს, ავტოტრანსპორტის გაწყობისას გ---ის წნევა აღემატებოდა თუ არა გ---სავსები სვეტისთვის დადგენილ წნევას.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექს--- დადგენილი წეს--- ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1--------ის N8- დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა იმ საწარმოსათვის, რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ ბუნებრივ გ---ზე მომუშავე საავტომობილო გ---სავსებ საკომპრესორო სადგურებს.
ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გ---სადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ხოლო მე-4 პუნქტის საფუძველზე ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გ---ის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ შპს ,,ს---ი-გ---ს“ აირსავსებ სადგურზე თან არ ჰქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც მიიჩნევს, რომ გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი არ იყო გამოცდილი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ამასთან, გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას არ ჰქონდა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გ---სადენები გამოცდებს ექვედებარებოდა ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიღებამდე. ამრიგად, სააგენტოს უნდა დაედგინა შპს „ს---ი-გ---ის” ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ფაქტის არსებობა. კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 96-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა‑ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს გ---სადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შესახებ შპს ,,ს--------ს“ 2014 წლის 1-------------ის აქტზე, რომლის თანახმად, გამოცდილი იქნა შპს ,,ს---ი-გ---ის” აირსავსები გ---სადენი და დადგინდა, რომ სიმტკიცის გამოცდის პერიოდში საგამოცდო მანომეტრზე წნევის ვარდნა არ დაფიქსირებულა, ხოლო ჰერმეტულობაზე გამოცდის პერიოდში გ---სადენის მილების შეერთების ადგილებში გაჟონვებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, შპს ,,ს--------ს“ 2014 წლის 1-------------ის კომპლექსური მოსინჯვის აქტის თანახმად, ჩატარებულ იქნა კომპლექსური მოსინჯვა, გამშვებ-სამონტაჟო სამუშაოები ჩატარებული იქნა სრულად, ხარვეზები და დაუსრულებელი სამუშაოები არ აღმოჩნდა. ამდენად, კომისიის დასკვნის მიხედვით, გ---სადენი და გ---გასამართი სადგურის დანადგარები მზად იყო ექსპლუატაციისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე. კერძოდ, შეფასებული და შესწავლილი არ არის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და გარემოებები, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული აქტი, სადგურის ექსპლუატაციაში მიღების პირობები. ამასთანავე, სააგენტოს შეეძლო თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, რის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო შეძლებდა დაედგინა, იყო თუ არა გამოცდილი შპს ,,ს---ი-გ---ის” გ---სავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გ---სადენი სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე და ჰქონდა თუ არა ჩატარებული კომპლექსური მოსინჯვა გ---სავსები საკომპრესორო სადგურის მთელ ტექნოლოგიურ სისტემას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კვლევის ვალდებულებას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ ინსპექტირების მიმდინარეობა დროში შეზღუდულია, რამეთუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს საკითხის მხოლოდ შესაბამისი შესწავლის შემდეგ გადაწყვეტა. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც სახეზეა სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რასაც სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის სანქციის დაკისრება შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
რაც შეეხება შპს „ს---ი-გ---ის“ შემდეგ სადავო დარღვევას, ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის გაწყობისას გ---ის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გ---სავსები სვეტისათვის დადგენილს. ამდენად, მითითებული მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოსავლენად აუცილებელია დადგინდეს, რომ ადგილი ჰქონდა გ---ის წნევის დაშვებული ნორმის გადაჭარბებას. სადავო ფაქტი კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ურთიერთწინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით ვერ იქნა დადასტურებული. პირის სამართალდამრღვევად მიჩნევა კი შეუძლებელია ემყარებოდეს მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას, სხვა მტკიცებულებების გარეშე, არამედ სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა უნდა დადგინდეს და დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წეს---, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. განსახილველ შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებების წარმოდგენა უზრუნველყოფილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საკითხის სათანადოდ გამოკვლევისა და შესწავლის, ასევე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წეს--- ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.
პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 2------------------------- დადგენილება, მის საფუძვლებთან - 2015 წლის 2------------ის ტექნიკური ინსპექტირების N0---- ოქმთან და 2015 წლის 2------------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0---- ოქმთან ერთად, სადავო დარღვევების ნაწილში და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწორად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი შპს ,,ს---ი-გ---ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ამდენად, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე