1. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. (ამოღებულია).
4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ოჯახური დავების განსჯადობა 1. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 3. ს(არჩელი იმ პირთან განქორწინების შესახებ, რომელიც აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ანდა იმ პირთან, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლით, განიხილება სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). 4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(74)
საქმე №ბს-130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…კი, რ. ს-ია. მიმდებარედ მოწყობილი სასაფლაო და მასზე არსებული შენობა თვითნებურად დაკავებული მიწის მხოლოდ ნაწილს ფარავს, მასთან მისასვლელი გზა კი, სასაფლაოს ნაწილადაა მითითებული. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-19 მუხლებზე და ხაზს უსვამს საკუთრების უფლების მნიშვნელობას. ასევე მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის…
საქმე №ბს-1295(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…საქმე №ბს-494-489(2კ-19)-ზე მიღებულ განჩინებაზე მითითება, რამდენადაც ხსენებულ საქმეში საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, ფაქტების დადგენის შესაძლებლობიდან გამომდინარე სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობაზე. იმავე საქმეზე სააპელაციო პალატამ…
საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო…
საქმე №ბს-790(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3, მე-5, მე-51, მე-11, მე-19 მუხლები. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ კ. მ-ეის მიერ 2021 წლის 21 ივნისს განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან…
საქმე №ბს-104(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
…სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია…
საქმე №ბს-654(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
საქმე №ბს-856(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ბს-1308(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ბს-448(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საქმე №ბს-216(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2022
საქმე №ას-92-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის…
…ამავე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო…
…დებულებები. 2. (ამოღებულია). 3. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო…