სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი · სსსკ 21
თავი III — სასამართლო
1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს.
2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად.
3. გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
4. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.
5. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს.
6. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ტერიტორიული განსჯადობა 1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს. 22. . მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად. 3. გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით. 4. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს. 5. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს. 6. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(364)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 364-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-750აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2017
გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს“.
საქმე №2კ-366-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2013
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 21-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან – რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
…განხილვას დაქვემდებარებულ სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ასევე, პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ამავე განჩინებით, სწორად განსაზღვრა სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის საკითხიც, რადგანაც, სსსკ-ის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის,…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 21, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-21/