განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
210100120003441112
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003441112

saqme #1/10-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ ი----- ბ-----–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034081019002

 

ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- მიმართ

 

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომრით: 4----------

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, ქ.წ------, შ.ს---–---–-- ქუჩა №-- ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, ქ. წ------, შ. ს---–---–-- ქუჩა №--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ი----- ბ-----–---–-- ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ესე იგი, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის - მუქარის ჩადენისათვის სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული ი----- ბ-----–---–- 2019 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ს--------- რაიონის, ქალაქ წ-----–- ატარებდა ცივ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.

 

ესე იგი, ი----- ბ-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ი----- ბ-----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი----- ბ-----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 5 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი----- ბ-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი----- ბ-----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

ვ----– ჯ--–--–---–-- პატაკები - MIA 5 19 02674731 და MIA 7 19 02648354 დანაშაულის ჩადენის შესახებ; ლ---- ო----–---–-- პატაკი MIA 6 19 02648317 დანაშაულის ჩადენის შესახებ; ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი 000117403; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის ოქმი; მოწმეების - ვ----– ჯ--–--–---–--, ლ---- ო----–---–-- და ვ---- ვ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 10 ოქტომბრის ცივი იარაღის ექსპერტიზის №134/ცი დასკვნა; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენი ი----- ბ-----–---–-- მიმართ; ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- ჩვენებები; ბრალდებულის მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომის ეტაპზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან მიმართებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ი----- ბ-----–---–-- ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ესე იგი, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დამნაშავის პიროვნება და მისი წარსული.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი, კერძოდ, სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზნების მიღწევა ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ხოლო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის ძირითადი მიზნების - რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების გარანტიას წარმოადგენს არა მკაცრი სასჯელის სახე და ზომა, არამედ კონკრეტული პირის მიერ მისი დაწესების გარდაუვალობის გათვითცნობიერება.

 

ამავდროულად, სასჯელი იმდაგვარად არ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ იგი მიზნად ისახავდეს მხოლოდდამხოლოდ პირის მკაცრად დასჯას, არამედ, გამოყენებული სასჯელი უნდა წარმოადგენდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირის მიმართ სასჯელის მიზნების მისაღწევად, სათანადო რეაგირების განხორციელების საპირწონე ზომასა და საშუალებას. რათა როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ გონივრული მოლოდინის ფარგლებში, აღქმულ იქნას ფაქტი იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება და მათი ინტენსივობა არ დარჩება სათანადო და ადეკვატური რეაგირების გარეშე.

 

ამასთან, სასჯელს სახისა და ზომის განსაზღვრისას ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

ამდენად, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმ ფაქტს, ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდნენ როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ი----- ბ-----–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

რაც შეეხება ი----- ბ-----–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი----- ბ-----–---–- ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოცემულ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ი----- ბ-----–---–-- მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლისთა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 2019 წლის 25 დეკემბერს და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით. ამდენად, დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალად შერაცხული ქმედება ი----- ბ-----–---–-- ჩაიდინა მის მიმართ უკვე დაწყებული და მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისა და იმავე საქმეზე განაჩენის გამოტანამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს №9113 წერილის თანახმადბ დასტურდება, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 25.12.2019 წლის №1/174-19 განაჩენის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა არ არის შესრულებული და ი----- ბ-----–---–-- მიერ დავალიანება არ არის გადახდილი. მითითებული გარემოებანი კი ცხადჰყოფს, რომ ი----- ბ-----–---–- სასჯელის სახე და ზომა უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ი----- ბ-----–---–- სასჯელის სახე და ზომა უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობის საფუძველზე. ამასთან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ მას ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა და მას პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელი არ აქვს მოხდილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ი----- ბ-----–---–-- დანაშაული ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე და მის მიერ არ არის გადახდილი აღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, ბრალდებულ ი----- ბ-----–---–-- მიმართ სასჯელის დანიშვნა მოხდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ბ-----–---–- საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი. აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უნდა შთანთქოს წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ბ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ი----- ბ-----–---–-, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. გაუქმდეს ი----- ბ-----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ი----- ბ-----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ი----- ბ-----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული დანა, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი