განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
060100118002734445
დავის ტიპი
108
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1-0-1-წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--- გო–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რე---- აბ---–--ე.

მამის სახელი: ამ-----ი.

დაბადებული: 1-.1-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

პირადი ნომერი: 0----------

მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, დ. აღ--–-----–ის ქ. N50, ბინა N20-ში

 

ადვოკატი - ი-–-- ჯა---–--ე.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 1-8-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა ( რე---- აბ---–--ე):

 

- განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმ---ება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხონის რაიონი სოფელ ივ-------ში, რე---- აბ---–--ემ, ვალთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით ყბისა და ბარძაყის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ზ---- მა------–--ეს. რე---- აბ---–--ემ ჩათვალა რა ზ---- მა------–--ის მკვლელობა დასრულებულად, დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. მძიმ--- დაჭრილი ზ---- მა------–--ე აღმოაჩინეს სოფელ ივ-------ის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც გამოიძახეს სასწრაფო და გაწეული სამ---იცი--- დახმარების შედეგად შენარჩუნებული იქნა ამ უკანასკნელის სიცოცხლე.

 

- რე---- აბ---–--ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კალაშნიკოვის სისტემის „A-----“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 2017 წლის 15 ივლისს, ხონის რაიონის სოფელ ივ-------ში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა. 2017 წლის 17 ივლისს, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულ იქნა ხონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რე---- აბ---–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-8-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმ---ების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ბრალდებულმა რე---- აბ---–--ემ თავი არცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

2.2. მოწმე ბა----- კუ-----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 15 ივლისს დაახლოებით საღამოს 6 საათზე, თავის ეზოში ყოფნისას, მისი ეზოდან მოშორებით მდებარე ჩაის პლანტაციების მხრიდან შემოესმა ყვირილის ხმა, კაცი ითხოვდა შველას. მან დაუძახა თავის მეზობელ გუ---- გი-------–--ეს და ორივენი წავიდნენ ხმის მიმართულებით. მიდიოდნენ მეორე ხარისხოვან გზაზე. დაახლოებით ერთ კილომეტრის გავლის შემდეგ, გზის პირას ნახეს დაჭრილი ზ---- მანჯლაძე. მან მისი კუთვნილი ტელეფონით დარეკა სასწრაფო დახმარებაში და გ. გი-------–--ე გაუშვა მათ დასახვედრად, თვითონ კი დარჩა ზ. მა------–--ესთან. ზ. მა------–--ემ მას გამოართვა ტელეფონი, აკრიფა ნომერი და დაელაპარაკა პირს, რომელიც მოიხსენია იმ---ად, და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და მიეკითხა ჩაის პლანტაციებში. ცოტა ხანში ისევ დაურეკა იმ---ას, რომელმაც უთხრა, რომ იყო ჩაის ფაბრიკასთან და ვეღრ აგნებდა. მან ასწავლა წასულიყო ჯი---–ის მიმართულებით. თუმცა იმ---ა იქ არ მისულა. ამასობაში მივიდა სასწრაფო დახმარება და ზ. მა------–--ე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ზ. მა------–--ეს ეცვა შავი შარვალი და თეთრი ბოტასები. იგი გზის ნაპირზე იყო. უშუალოდ დაჭრის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრი იყო გამოსული, როგორც ეს პოლიციელებმა უთხრეს. ზ. მა------–--ეს არ უთქვამს ვინ დაჭრა ან რა მიზეზით. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მას გონება არ დაუკარგავს .

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასმართლოს მოწმე გ. გი-------–--ემ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. მოწმე იმ---ა ტო---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს რკინიგზაში და სამსახურიდან თავისუფალ დროს, საკუთ---ი მანქანით როგორც ტაქსი ემსახურება მოქალაქეებს. ზ. მა------–--ე არის მისი კლიენტი და ხშირად ტელეფონითაც აქვს ურთიერთობა. იყო შემთხვევა, როდესაც ზ. მა------–--ემ გააგზავნა იგი რ. აბ---–--ესთან ქუ-----ში, რომელმაც გამოატანა 970 ლარი. იყო შემთხვევა ზ. მა------–--ე წაიყვანა ბათუმში. სადაც ელოდებოდა მთელი ღამე, დილით კი წამოიყვანა სამტრედიაში. ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით ივლისის თვეში, ზ. მა------–--ეს მიაკითხა სამტრედიაში, სასტუმრო ობოლაში და წაიყვანა ჯი---–ში, ს.წ. სერგეთის მინდორთან. შეთანხმდნენ, რომ ზ. მა------–--ე მას დაურეკავდა და ისევ იმ ადგილას უნდა მიეკითხა. ზ. მა------–--ეს არ უთქვამს სად მიდიოდა ან ვინმეს თუ უნდა შეხვედროდა. წამოვიდა და ელოდებოდა დიდი ჯი---–ი ცენტრში, სახანძროსთან, სადაც ნახა დ. შუ--–--ე. ვინაიდან ზ. მა------–--ემ არ დაურეკა, წავიდა თავის საქმეზე. მოგვიანებით დაურეკა უცხო ნომრით და უთხრა, რომ იყო დაჭრილი და მიეკითხა მისთვის. თუმცა ვერ მიაგნო იმ ადგილს. მერე კი გაიგო, რომ ზ. მა------–--ე საავადმყოფოში იყო. მისთვის უცნობია რას საქმიანობს ზ. მა------–--ე

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. მოწმე კა----რ ბა---–---მ განაცხადა, რომ რე---- აბ---–--ე არის მისი მეუღლის ძმა. ზ---- მა------–--ე კი მეუღლის ნათესავი რომელთანაც 3-4-ჯერ არის შენახვედრი. 2017 წლის 15 ივლისს, მის შვილს ჰქონდა სიცხე და რ. აბ---–--ე მივიდა სანახავად. ბავშვს სიცხემ მოუმატა და რე----ი აღარ წავიდა დარჩა მათთან. რ. აბ---–--ე დილით წავიდა და საღამოს დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა. სად იყო არ იცის.ზ. მა------–--ის დაჭრის შესახებ გაიგო მეორე დღეს, მეუღლის მამამ თქვა ამის შესახებ და რ. აბ---–--ეც იქ იყო. ზუსტად რა მოხდა არავინ იცოდა. მისთვის უცნობია რა ურთიერთობა ჰქონდათ რ. აბ---–--ეს და ზ. მა------–--ეს. მან გაიგო, რომ რ. აბ---–--ე შეხვდა ზ. მა------–--ეს, თუმცა ვისგან გაიგო არ ახსოვს.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. მოწმე გი-----ი მა------–--ემ განაცხადა, რომ არის ზ. მა------–--ის მამა. ზ. მა------–--ის დაჭრის შესახებ შეიტყო როცა ზ---- საავადმყოფოში. როდესაც ზ. მა------–--ე გახდა კონტაქტური, კითხა თუ რა მოხდა, რაზეც ზ. მა------–--ემ უპასუხა, რომ ესროლეს ნიღბიანებმა და რამდენი იყვნენ ან რა მოხდა არ ახსოვდა. მან ზ. მა------–--ისა და რ. აბ---–--ის ურთიერთობების შესახებ არაფერი იცის.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. მოწმე და---- შუ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს დიდი ჯი---–ის სახანძროში. 2017 წლის 15 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, სახანძროსთან ახლოს ნახა იმ---ა ტო---------ე - ტოროლა. ისაუბრეს ხუთი წუთი და იგი დაბრუნდა სამსახურში. ზ---- მა------–--ეს იცნობს სოფლიდან.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. მოწმე ალ---------ე ქა----ამ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ხონის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 15 ივლისს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დაჭრილი იყო ზ---- მა------–--ე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ხუთ ადგილას აღმოაჩინეს სისხლის კვალი. ასევე სისხლით მოსვრილი მაისური. დილით გამომძიებელმა ს. ტვ--–-----მა დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ჩაატარა ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ტა-----– უგ---–--ა. რ. აბ---–--ემ დაწვრილებით განუმარტა, სად შეხვდა მა------–--ეს, სად მივიდნენ, როგორ ესროლა და სად გადააგდო მისი კუთვნილი ავტომატი.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. მოწმე ტა-----– უგ---–--ამ განაცხადა, რომ მუშაობს ხონის შს რაიონულ სამმართველოში. ამ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში სა საგამოძიებო ექსპერიმენტში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ივ-------ში, ხონი-ჯი---–ი გზიდან არის გადასახვევი და მოხრეშილი გზა შედის დაუსახლებელ ადგილას, სადაც ჩაის პლანტაციები და საყანე ფართობებია. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ღამით, იყენებდნენ ფარნებს. აღმოაჩინეს და ამოიღეს სიგარეტის ნამწვები, დაახლოებით 50 მეტრში კი მაისური. მისივე განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოუღიათ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება არ ახსოვს. მისი თანდასწრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმ---ებებისას ავტომატი არ ამოუღიათ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1-. მოწმე სვ----–--ა ტვ--–-----მა განაცხადა, რომ არის ხონის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. ამ საქმეზე მან აწარმოა გამოძიება ა. ქა----ასთან ერთად. მან დაკითხა შეტყობინების ავტორი და რამდენიმე მოწმე. რ. აბ---–--ის ჩვენების საფუძველზე ჩაატარა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს ავტომატი, ვაზნები, მჭიდი და იარაღის ჩასადები ბრეზენტის ჩანთა. საავადმყოფოდან ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი და აიღო ბიოლოგიური ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში მას მონაწილეობა არ მიუღია.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.11. მოწმე გი-----ი აბ–------ემ განაცხადა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2017 წლის ზაფხულში ხონის შს რაიონული სამმართველოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა სოფელ ივ------–ი, ცენტრალური გზიდან იყო გადასახვევი და ქვაღოღიანი გზით მივიდნენ საყანე ფართობებში შესასვლელ ჭიშკართან. დათვალიერება მოხდა 5-6 მეტრი დიამეტრის ფარგლებში. ეძებდნენ ნივთმკიცებებს. ამოიღეს ავტომატი, მჭიდი ვაზნებით და იარაღის ჩასადები ჩანთა. რაც დალუქეს ცალ-ცალკე. ავტომატში იყო ვაზნა და განმუხტეს. ადგილმდებარეობის დათვალიერებაში მონაწილეობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და გამომძიებელი ს. ტვ--–-----ი.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.12. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტმა შა-–-- გა-------ემ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.13. მოწმე გი-----ი შა-–-----მა დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული N1-0/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.14. მოწმე ნი--- კვ-–----ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის პირველ სექტემბერს გაცემული N--------- ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.16. მოწმე თ-- გო--------ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 1- ოქტომბერს გაცემული N--------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მისივე განმარტებით, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები შეიძლება (არის ალბათობა) ჩამოირეცხოს დაბანით ან წყლის ჭავლის ზემოქმ---ების შედეგად.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.17. მოწმე ნა----–- მძ-–-----მა დაადასტურა მის მიერ 201- წლის 17 აგვისტოს გაცემული ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ზ. მა------–--ის შარვალზე არსებული დაზიანება არის თუ არა ცეცხლნასროლი, კატეგორიული დასკვნის გაცემა არ შეუძლია.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1-. მოწმე გი-----ი ქა--------ემ განაცხდა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2017 წლის 15 ივლისს გამომძიებელ ა. ქა----ასთან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში. ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქები და სიგარეტის ნამწვები.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.19. სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტმა გ-- გო--------ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 26 ივლისს გაცემული სასამართო-სამ---იცი--- ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც რე---- აბ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენტების სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თ---იღს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.20. სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტმა შ----ა თა-----ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 19 ივლისს გაცემული სასამართლო-სამ---იცი--- ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც ზ---- მა------–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.21. 2017 წლის 15 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მიხედვით: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონის სოფელ ივ-------ში და წარმოადგენს დაუსახლებელ ტერიტორიას, სადაც მივდივართ ხონი-იანეთი-სამტრედიის საავტომობილო გზით. გზის მე-3 კილომეტრზე ცენტალური გზიდან ვუხვევთ მარცხნივ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და გადავდივართ მოხრეშილ მიხვეულ-მოხვეულ სასოფლო გზაზე, სადაც იმავე მიმართულებით 1, კმ-ის გავლის შემდეგ ვუხვევთ მარჯვნივ, ბალახის საფარით დაფარულ საურმე გზაზე, რომლის მარცნივ განთავსებულია არხი და ეკლიანი მავთულით შეღობილი საყანე ნაკვეთი, ხოლო მარჯვნივ ველური ეკლოვანი მცენარეების ბუჩქნარი, გზის ბოლოს კი განთავსებულია ერთფრთიანი ხის ჭიშკარი აღნიშნული ჭიშკრის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე დასავლეთით 4 მეტრში ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დალუქული იქნა შსს ნივთმტკიცებათა პაკეტით. აღნიშნული ადგილიდან დიაგონალურად ჩრდილოეთ - დასავლეთით 2,6 მეტრში აღმოჩენილი იქნა ისეთივე ლაქა, რაც ამოღებულ იქნა სპეციალური ჩხირით და დაილუქა. აღნიშნული ადგილიდან სამხრეთით 1,6 მეტრში აღმოჩენილი იქნა ისეთივე ლაქა რაც ამოღებული იქნა სპეციალური ცხირით და დაილუქა სსს ნივთმტკიცებათა პაკეტში, იქვე ბალახის საფარზე აღენიშნება 3,6 მეტრის სიგრძის საბურავის კვალი რომელიც მიემართება დიაგონალურად ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ. ხის ჭიშკრიდან დასვლეთით 3 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული იქნა და დალუქული, აღნიშნული ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2,1 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა აღნიშნული ადგილიდან ჩრდილოეთით 1,1 მეტრში ველურ ეკლიდან ბუჩქნარში აღმოჩენილ იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი რაც ამოღებული და დალუქული იქნა. აღნიშნული ადგილიდან დასავლეთით 1,1 მეტრში აღმოჩენილი იქნა სიგარეტის ერთი ნამწვი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა. მოცემული ადგილიდან ველურ ეკლიან ბუჩქნარის შორის გამავალ ბალახით დაფარულ საურმე გზაზე მივემართებით ჩრდილოეთით და 50 მეტრის გავლის შემდეგ ვუხვევთ მარცხნივ დასავლეთით, სადაც 1-1 მტრის გავლის შემდეგ, ეკლიანი მავთულით შეღობილ საყანე ნაკვეთისა და ველური ეკლოვანი მცენარეების ბუჩქნარის შორის ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დაილუქა შსს ნივთმტკიცებათა პაკეტში. აღნიშნული ადგილიდან მივემარტებით კვლავ დასავლეთით, სადაც 29 მეტრში მოხრეშილი სასოფლო გზასა და საურმე გზის შეერთების ადგილზე ბალახით დაფარული მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სპეციალური ჩხირით და დალუქული იქნა შსს სპეციალური პაკეტში. ხოლო იქვე ეკლიანი მავთულის ღობესთან კუთხეში აღმოჩენილი იქნა მოთეთრო ფერის მაისური მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რაც ესპერტების მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა შსს ნივთმტკიცებათა სპეციალური პაკეტში. ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგადაღება, რითაც დათვალიერება დასრულდა.

 

(ს.ფ.3-1-).

 

2.22. 2017 წლის 16 ივლისის ამოღების ოქმი თანახმად, სს ევექსი ხონის ჰოსპიტალის მ---დამ ნა-----–---–--ამ წარმოადგინა შავი ფერის ცელოფნის პარკში მოთავსებული შავი ფერის მაისური რომელზეც შესხმული ბლანტი სითხე, შავი ფერის შარვალი, რომლის მარჯვენა ტოტი გაჭრი-–-- მთელ სიგრძეზე და ლურჯი ფერის სპორტიული ფეხსაცმელი თასმებით.

(ს.ფ.28-32).

 

2.23. 2017 წლის 17 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტების ოთ--- ხუ-----ისა და გ--- ხი----ას მიერ სპეციალური ჩხირით რე---- აბ---–--ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მტავარი სამმართველოს პაკეტში FCD836375.

(ს.ფ.57-58).

 

2.24. 2017 წლის 17 ივლისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტების ოთ--- ხუ-----ისა და გ--- ხი----ას მიერ სპეციალუირი ჩხირით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმ---ები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პაკეტში FCD836376.

(ს.ფ.59-60).

 

2.25. 2017 წლის 17 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით: სისხლის სამართლის N067150717001 საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა აღმოჩენის მიზნით ადგილმდებარეობის დამატებითი დათვალიერებით დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ხონის იანეთი სამტრედიის საავტომობილო გზიდან სამ კლომეტრში, სადაც მარცხნივ ჩრდილო აღმოსავლეთით გადის მოხრეშილი, ქვაღორღიანი სოფლის გზა, აღნიშნული გზის მონაკვეთიდან 1,5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს ეკალ ბარდით, ველური მცენარეთა და ბალახით დაფარული მინდვრები და ჩაის პლანტაციები გზიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობს ბალახის საფარით დაფარული საურმე გზა, რომელსაც მარცხენა მხრიდან აკრავს არხი, ხოლო მარჯვენა მხრიდან სამხერთ აღმოსავლეთით ეკალბარდით დაფარული მინდორი. საურმე გზის ბოლოში არის ხის ჯოხებისაგან დამზადებული ჭიშკარი, რომლითაც გადაკეტი-–-- საურმე გზიდან საყანე ფართობებში შესასვლელი. აღნიშნული ჭიშკრის წინ ოთხ მეტრში ბალახზე აღინიშნება მუქი წითელი და მოშაო ფერის კვლები ამ ადგილიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 5 მეტრში ეკალ ბარდის ბუჩქის კიდეზე აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი5,45 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის მასრა, რომელიც ამოღებიული იქნა და დალუქული. მასრის აღმოჩენის ადგილიდან იმავე მიმართულებით სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხ მეტრში ასევე ეკალბარდის ეკალბარდის ბუჩქნარებში აღმოჩენილი იქნა აკ 74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დასაკეცი ლითონის კონდახით, ლითონის ერთი მჭიდით. დათვალიერებისას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი 5,45მმ კალიბრის ვაზნა, ჩამკეტი მექნიზმი დაყენებულია ერთჯერადი გასროლის რეჟიმზე, იარაღის კორპუსი ნაწილობრივ დაკოროზირებულია. კორპუსზე იკითხება ნომერი FF8306 და გამოშვების თ---იღი 1992. მჭიდის მოხსნისას მასში აღმოჩენილი იქნა 5,45მმ კალიბრის 11 ცალი დამუხტული ვაზნა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ცალი დამუხტული ვაზნა დაილუქა პაკეტში. ამ ადგილიდან ორ მეტრში ეკლის ბუჩქებზე აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ბრეზენტის ტომარა ზომით 1,60სმ-42სმ-ზე გვერდზე ელვასეშაკრა----, რომელსაც ქვედა კუთხეში აქვს მარკირების აღმნიშვნელი სტიკერი, რომელზეც გამოსახულია ლოგო და უცხოენოავნი წარწერა, რომელიც დაილუქა.

(ს.ფ.74-93).

 

2.26. 2017 წლის 19 ივლისის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენი-–--, რომ შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მ---იცინის ეროვნული ცენტრის“ მ---დის გულო სალდაძის მიერ 5მლ. მოცულობის ერთჯერადი საინექციო შპრიცით, ზ---- მა------–--ის მარჯვენა ხელის ვენიდან მოახდინა 5მლ. სისხლის ნიმუშის აღება რაც დაილუქა თეთრი ქარალდის კონვერტში.

 

(ს.ფ.99-1-2).

 

2.27. 2017 წლის 19 ივლისის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დადგენი-–--, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის ექსპერტის ოლეგი სვანიძის მიერ სპეციალური ჩხირით ზ---- მა------–--ის პირის ღრუდან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში რაც დალუქული იქნა ნივთმტკიცებათა პაკეტში.

 

(ს.ფ.1-3-1-6).

 

2.28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივლისის N--------- სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზ---- მა------–--ეს დაუდგინდა. მარცხნივ ჰაიმორის წიაღის ლატერალური და მ---იალური კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა, მარცხნივ ცხავის ძვლის უჯრედების, ცხვირის ძვლის და ძგიდის ფრაგმეტული მოტეხილობა, ზედა ყბის მორჩების, მარცხნივ ქვედა ყბის როკისებული მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა, მარცხნივ დვრილისებრი მორჩის ფრაგმეტული მოტეხილობა. მწვავე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, ქალას ფუძისა და სახის ძვლების ტრავმული დაზიანება. მარჯვნივ ტაბუხის ფოსოს უკანა, ქვემო მ---იალური კედლების და სახურავის მრავალფრაგმენტული სახსარშიდა მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებით. მარჯვენა ბარძაყის ძვლის ქირურგიული ყელის ხაზოვანი მოტეხილობა. მოტეხილი კიდეების ზომიერი შეცილებით. ცეცხლნასროლი ჭრილობა ორივე დუნდულის არეში. ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ყბის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა. ჩაუტარდა ოპერაცია: ცისტოსტომია. დაესვა ინტრაოპერაციული დიაგნოზი: შარდის შეკავება, ურეთრის პენალური ნაწილის სტრუქტრურა.

 

დაზიანებები განვით---ებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმ---ების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

(ს.ფ.134-139).

 

2.29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ივლისის N--------- სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 17.07.2017წ 05:17-05:30სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. რე---- აბ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენტების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

 

2.30. დაზიანებები განვით---ებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმ---ების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თ---იღს.

(ს.ფ.140-142).

 

2.3-. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 სექტემბრის N--------- სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სეროლოგიური, გენეტიკური კველვებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტი წარწერით „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი FF8306 გამოშ. 1992წ ლითონის მჭიდი, 12 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტული ვაზნით“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე (ობ. N1-3), მჭიდზე (ობ.N5) და პაკეტში, წარწერით „ შავი ფერის ბრეზენტის ტომარა ელვა შესაკრა----“ მოთავსებულ მოშაო ფერის შალითაზე (ობ.N6,7), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- აღნიშნულ იარაღისმაგვარი საგნის ლულის კიდესთან არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N4), სისხლს არ წარმოადგენს.

 

- პაკეტში წარწერებით: „4 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ და „5 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ მოთავსებულ „Wistom”-ის ფირმის სიგარეტის ორ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N8,9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---- მა------–--ეს (ობ.N26; პაკეტი, წარწერით „ ზ---- მა------–--ისაგან ამოღებული სისხლის ნიმუში“).

 

- პაკეტში წარწერებით „ 6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი“ და „7. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ერთი ნამწვი...“ მოთავსებულ „Wistom”-ის ფირმის სიგარეტის ორ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N1-,11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რე---- აბ---–--ეს (ობ.27; პაკეტი. წარწერით „რე---- აბ---–--ის ნერწყვის ნიმუში“).

 

- ხუთ ცალ პაკეტში, მსგავსი წარწერებით „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბალახით დაფარული მიწის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა“ მოთავსებულ ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N12-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ---- მა------–--ეს (ობ.N26).

 

- პაკეტში წარწერით „ რე---- აბ---–--ისაგან ამოღებული ლურჯი ჯინსის შარვალი და მაისური“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,1-) წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ---- მა------–--ეს (ობ. N26) ამავე პაკტში მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე, სისხლისა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

- პაკეტი წარწერით „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური“ მოთავსებულ მაისურზე (ობ. N21) პაკეტში, წარწერით „ ზ---- მა------–--ის ტანსაცმელი შავი ფერის მაისური“ მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N22) და პაკეტში წარწერით :ზ---- მა------–--ის ტანსაცმელი შავი ფერის შარვალი და სპორტიული ფეხსაცმელები“ მოთავსებულ მთლიანობა დარღვეულ შარვალზე (ობ.N23) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N24,25) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ---- მა------–--ეს (ობ. N26).

(ს.ფ. 166-175).

 

2.32. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 აგვისტოს N500521411- სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 1- გამოსაკვლევად წარმოდგენილი „ზ---- მა------–--ის ტანსაცმელი“-დან შარვალზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული დაზიანება, მორფოლოგიური მონაცემების მიხედვით, დამახასიათებელია გამსვლელი ცეცხლნასროლი დაზიანებისათვის. კატეგორიულად საკითხის გადაწყვეტა, ასევე სროლის მანძილის და მიმართულების დადგენა ვერ მოხერხდა ობიექტზე ინფომაციული მონაცემის აუსახაობის გამო.

 

- „რე---- აბ---–--ისაგან“ ამოღებულ ტანსაცმელზე (მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ქამარი“ დაზიანება არ აღენიშნება.

 

- „ზ---- მა------–--ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. „ ბოტასი“) გარდა ჯინსის შარვალზე ბალისტიკურ კვლევაში აღწერილი დაზიანებებისა, სხვა რაიმე მექანიკური ხარისხის დაზიანება არ ყოფილა.

(ს.ფ. 176-1-6)

 

2.33. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ოქტომბრის N505816717 სასამართლო სამ---იცი--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რე---- აბ---–--ის მარჯვენა ხელის მტევნიდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ხელის მტევნიდან არებულ ანაწმენდზე, რე---- აბ---–--ის შარვალზე და მაისურზე, ზ---- მა------–--ის შარვალზე და მაისურზე, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

(ს.ფ. 1-7-194).

 

2.34. საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენი-–--, რომ

- ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის „A-----” მოდიფიკაციის NFF 8306 ავტომატი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია, მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

- 5.45მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი მჭიდი გამოყენებისათვის ვარგისია და წარმოადგენს აღნიშნულ ავტომატების სათადარიგო საკუთვნოს.

 

- ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ. 1974 წლის ნიმუშის 12 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

(ს.ფ. 198-204).

 

2.35. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 201- წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენი-–--, რომ 1. ქარხნული წესით დამზადებული 5.45მმ. კალიბრის 1974 წლის ნიმუშის ვაზნის ერთი ცალი მასრა ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიპიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლი-–-- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5.45მმ. კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის „A-----” მოდიფიკაციის NFF 8306 ავტომატიდან.

(ს.ფ.20--213).

 

3. ქმ---ების სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმ---ებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმ---ება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმ---ება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამ--- სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.3. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-3- მუხლის მე-7 პუნქტი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.4. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.5. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამ--- ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

3.7. მითითებული ნორმით მტკიცებულების შეფასებისათვის კოდექსი ადგენს კუმულაციურად სამ გარემოებას და თითოეული მტკიცებულება შეფასებულ უნდა იქნეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას.

 

3.8. 2015 წლის 22 იანვრის წლის №548 გადაწყვეტილებაში, (საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “მტკიცებულების უტყუარობას, კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება.

 

3.9. მტკიცებულების უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი მონაცემები) ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების კრიტერიუმს შესაძლებელია წარმოადგენდეს გამოცდილება, პრაქტიკა. სარწმუნოა მტკიცებულება, რომელთან მიმართებითაც არ არსებობს გონივრული ეჭვი მისი გამოცვლის, გარეგანი და არსობრივი მახასიათებლების შეცვლის შესახებ და ა.შ. თუ არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ თუ სად, როდის, როგორ და ვის მიერ, რა პირობებში იქნა მოპოვებული ინფორმაციის მატარებელი და შეუძლებელია აღნიშნული საკითხების დამატებით გამოკვლევა საგამოძიებო-საპროცესო მოქმ---ებების განხორციელების გზით, აღნიშნული იწვევს არა მხოლოდ გაუქარწყლებელ ეჭვს ინფორმაციის უტყუარობაში და აკარგვინებს მტკიცებულებით მნიშვნელობას, არამ--- ასევე ქმნის საფუძველს ეჭვისათვის, რომ მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.

 

3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმ---ი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმ---ებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვით---ებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვით---ების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.12. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, სპეკულაციას, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ამგვარი ეჭვი შესაძლოა გაჩნდეს მტკიცებულების არსებობის, ან არასაკმარისი მტკიცებულების, ან მტკიცებულების შინაარსის საფუძველზე.

 

3.13. განსახილველ შემთხვევაში, რ. აბ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კალაშნიკოვის სისტემის „A-----“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 2017 წლის 15 ივლისს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარა და დაახლოებით 15:00 საათზე, ხონის რაიონის სოფელ ივ-------ში, ვალთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, მითითებული იარაღიდან რამდენიმე გასროლით ყბისა და ბარძაყის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ზ---- მა------–--ეს.

 

3.14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და განაჩენის ზედა ნაწილში მითითებული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, მჭიდზე და ბრეზენტის ტომარაზე რ. აბ---–--ის დნმ - აღმოჩენილი არ ყოფილა;

 

3.15. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მეცნიერებათა ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ რ. აბ---–--ის ხელის მტევნებიდან აღებული ანაწმენდზე და მის ტანსაცმელზე, დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

 

3.16. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას რ. აბ---–--ის მიერ საგამოძიებო ექსპრიმენტის მიმდინარეობისას გაკეთებული განმარტების მტკიცებულებად გამოყენების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ ბრალდებული წინააღმდეგ--, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–--, რომ საგამოძიებო მოქმ---ებაში რ. აბ---–--ე მონაწილეობდა მოწმის სტატუსით.

 

3.17. სასამართლო რა თქმა უნდა აფასებს ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ და ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე აღმოჩნდა ზ. მა------–--ისა და რ. აბ---–--ის დნმ-ს, ხოლო რ. აბ---–--ის შარვალზე ზ. მა------–--ის სისხლის კვალი და განმარტავს, რომ თავისთავად ის მოცემულობა, რომ რაიმე მტკიცებულება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მომხდარ ფაქტთან, არ შეიძლება გახდეს ამ მტკიცებულების უტყუარობის საფუძველი. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული - ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ, ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ და არა პირიქით - გამორიცხავდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს შესაბამის ფაქტებსა და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ ქმ---ების ჩადენას, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ - გონივრულობის ზღვარს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური, გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთნ, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციის მე-3- მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

3.19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.20. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რე---- აბ---–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რე---- აბ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-8-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

რე---- აბ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

რე---- აბ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნუ--- ფუ--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 500.00 კვ.მ., მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 63.68 კვ.მ. - მდებარე რაიონი ბ---------, სოფელი პირველი ო--ა, საკადასტრო კოდი - №--.0-.3-.0--) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 1- ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.

 

ზ---- მა------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ზ---- მა------–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

რე---- აბ---–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, რაც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 8 ცალი ვაზნით რაც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარატამენტს მისი შემდეგომი განკარგვის მიზნით.

 

სისხლისმაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი, ნერწყვის და ხელი ანაწმენდები, ერთი ცალი გასროლილი ვაზნა, შავი ფერის ბრეზენტის ტომარა, რაც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილები მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განემარტოს გამართლებულ რე---- აბ---–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუ-----ი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი