განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1418-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: კ------------- ც-–---
ადვოკატი: გ------- ფ--–---–---
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ქ--------- ქ------ა
მამის სახელი: ვ--–----
დაბადებული: 0---------–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----–----–-----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------–-
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ქ--------- ქ------ას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ქ--------- ქ------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ--------- ქ------ა შ------------- 2018 წლის 26 აპრილის N------ ბრძანებით დაინიშნა შ--------------–-------–-–------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------–---------------–----------– განყოფილებაში (ბ-----------------------) პატრულ-ინსპექტორის (მ-----------------------–------) თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2019 წლის 05 იანვარს 1144 საათზე, ქ--------- ქ------ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, ს----------–---------–-–--------------------------------------------–----------------------------–-- გავლისას, შეუფერხებლად გაატარა - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ი (B------------, პ/ნ 1----------, დაბადებული - 0---------–-), მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს შსს ერთიანი საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ს----------–-------–-–--------------------- ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქციის თანახმად, ქ--------- ქ------ა ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა მითითებულ კანონდარღვევაზე. მისმა ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ--------- ქ------ა შ------------- 2018 წლის 26 აპრილის N------ ბრძანებით დაინიშნა შ--------------–-------–-–------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------–---------------–----------– განყოფილებაში (ბ-----------------------) პატრულ-ინსპექტორის (მ-----------------------–------) თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს.
მუშაობის პერიოდში, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ს----------–-------–-–--------------------- ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქციის თანახმად, ევალებოდა მისი თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების და ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. კერძოდ: ქ--------- ქ------ა ვალდებული იყო, მაშინ როცა - 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ს (B------------, პ/ნ 1----------, 0---------–- დაბადებული) ბ----------------------–-, საპასპორტო კონტროლის გავლისას შსს ერთიანი საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი მონაცემი, შეუფერხებლად არ გაეტარებინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და რეაგირება მოეხდინა კანონდარღვევაზე, თუმცა მან არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------- ს---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლიდან მუშაობს შსს ს----------–-------–-–--------------------- ს--------------------------------------–--------------------------–---------------------------–---------------–----------–- განყოფილების (ბ-----------------------) უფროსის პოზიციაზე. ქ--------- ქ------ა მუშაობდა განწესის უფროსად და მის მოვალეობაში შედიოდა მ-----------------------–-----ების კურირება, თუმცა მალევე გადაიყვანეს დაბალ პოზიციაზე - მ-----------------------–-----ად, რადგან დაფიქსირდა ფაქტი, როცა მოქალაქე (კანონიერი ქურდი) საზღვარზე შევიდა შემოწმების გარეშე. ფაქტზე გ----------–--–- დაიწყო გამოძიება და ქ--------- ქ------ამ მიიღო სასტიკი საყვედური, რაც გახდა მისი თანამდებობრივი დაქვეითების მიზეზი.
მოწმისათვის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ქ--------- ქ------ამ ,,აიდი“ ბარათით საზღვარზე გაატარა თურქეთის მოქალაქე, ისე, რომ მას არ უფიქსირდებოდა საქართველოს საზღვრის კვეთა, ანუ ქვეყანაში შესვლა. როდესაც მგზავრი მიდის მესაზღვრე კონტროლიორთან და გადის რეგისტაციას, ეს უკანასკნელი ბაზაში ამოწმებს მისი ქვეყანაში შემოსვლის ფაქტს. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, კი აცნობებს შესაბამის პირებს და იწყება გამოძიება - საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე. უფრო კონკრეტულად, თუ მ-----------------------–-----ს ბაზაში არ უჩანს კონკრეტული მგზავრის საზღვრის კვეთა, ყველა შემთხვევაში უკავშირდება და აცნობებს განწესის უფროსს. მოცემულ შემთხვევაში ქ--------- ქ------ას ჰქონდა ვალდებულება, კონკრეტულ მგზავრთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინა, როგორც განწესის უფროსისათვის, ისე მოწმისთვის. ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - ნ--- დ------ემ და ნ---- ვ-–----ემ დარწმუნებით და კატეგორიულად განმარტეს, რომ ქ--------- ქ------ას მათთვის ეს ფაქტი არ უცნობებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს ხელმძღვანელი მისცემდა ნებას საზღვრის კვეთის გარეშე გაეტარებინა პირი საზღვარზე, ცხადია, ქ--------- ქ------ას მოეხსნებოდა პასუხისმგებლობა და ის დაეკისრებოდა ხელმძღვანელს. განწესის უფროსის მიერ ბაზაში შემოწმების ფაქტი, ასევე, მის მიერ მ---------–------–- განხორციელებული ზარი, აუცილებლად დაფიქსირდებოდა შ------------------------------ მონაცემთა ბაზაშიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული კი დაადასტურებდა, შემოწმებული ჰყავს თუ არა განწესის უფროსს. იგივე პროცედურას გაივლიდა ცვლის უფროსი. გარდა ამისა, თუ ინფორმაციის გადასაცემად ქ--------- ქ------ა პირადად მივიდა განწესის უფროსთან, ცხადია, დაფიქსირდებოდა სამეთვალყურეო კამერებში. თუ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით არსებობს კრიმინალური პოლიციის რაიმე სახის დავალება, მგზავრის გატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს მორიგე ოფიცერი, რასაც ემორჩილება მ-----------------------–------, რომელიც თავის მხრივ დავალებას ვერ ხედავს. მოწმემ განმარტა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბაზაში მ-----------------------–-----ს კონკრეტულ მგზავრთან დაკავშირებით არ გამოუჩნდა საზღვრის წინა კვეთა - ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი, თუმცა გადამოწმებისას დაუფიქსირდა მორიგე ოფიცერს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ვ-–----ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს----------–-------–-–--------------------- ს-------------------------------------------------------------------–------------– განყოფილების (ბ-----------------------) პატრულ ინსპექტორი. მოწმე 2019 წლის იანვარში იყო მორიგე ოფიცერი, ხოლო ქ--------- ქ------ა, რომელსაც იცნობს 2010 წლიდან, იყო პატრულ-ინსპექტორი - მ-----------------------–------. მოწმემ განმარტა, რომ მგზავრის საზღვრის კვეთებს, რომელიც შემოდის ან გადის ქვეყნიდან, თუ ის არ არის ძებნილთა სიაში, ხედავს უშუალოდ მ-----------------------–------. მგზავრს, რომელსაც სურს ქვეყნიდან გასვლა, თუმცა ბაზაში არ უფიქსირდება ქვეყანაში შემოსვლა, მ-----------------------–------ ვალდებულია მას, როგორც მორიგე ოფიცერს შეატყობინოს და მიაწოდოს პასპორტი ან მისი ასლი, რათა მან გადაამოწმოს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც არ დადასტურდა კონკრეტული მგზავრის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი, ატყობინებს მართვის ცენტრს და საქმის კურსში აყენებს ცვლის უფროსს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს განყოფილების უფროსს და გამომძიებელს და იწყება გამოძიება - საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე. მოწმემ განმარტა, რომ მას კონკრეტულად 2019 წლის 5 იანვარს მსგავსი სახის ინფორმაცია არ მიუღია და მომხდარი გაიგო მხოლოდ 2019 წლის 20 თებერვალს გამოკითხვისას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----------------------–-----ები ეკონტაქტებიან ,,Skype-ის“, ,,Whatsapp-ის“, ,,Viber-ის“ და მობილური ტელეფონის საშუალებით, თუმცა მსგავსი ხარისხის დარღვევისას უშუალოდ აწვდიან პასპორტს. მგზავრთან მიმართებაში არსებული დავალებისას, ინფორმაციას თავად ამოწმებს, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მ-----------------------–------ აყოვნებს კონკრეტულ პირს, რომელსაც საბოლოოდ, მორიგე ოფიცრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ატარებს ან ხსნის რეისიდან მ-----------------------–------. ასეთ შემთხვევაში კეთდება მითითება - ,,გაიარა შემოწმების შემდგომ“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მგზავრზე არ არის დავალება და მას ატარებს მ-----------------------–------ ერთპიროვნულად ეთითება - ,,გაიარა შეუფერხებლად“. მოწმემ განმარტა, რომ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა მ-----------------------–-----ს ბაზამ არ უჩვენა მგზავრის წინა საზღვრის კვეთა, თუმცა გადამოწმებისას დადგინდა, რომ მას ნამდვილად კანონიერად ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი. ასევე, ყოფილა შემთხვევა, როცა კვეთა არც მას დაუფიქსრიდა ბაზაში და გამოუჩნდა მხოლოდ მართვის ცენტრს. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქესთან მიმართებაში ქ--------- ქ------ას არ მიუწერია მისთვის, შესაბამისად, მას არ გადაუმოწმებია. მგზავრის სახელი და გვარი არ ახსოვს, თუმცა იხსენებს, რომ ის ,,აიდი“ ბარათით კვეთდა საზღვარს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- დ------ემ განმარტა, რომ მუშაობდა ქ--------- ქ------ასთან ერთად და 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე ასრულებდა საქართველოს შსს ს----------–-------–-–--------------------- ს--------------------------------------–--------------------------–------------–- განყოფილების (ბ-----------------------) პატრულ-ინსპექტორის ცვლის უფროსის მოვალეობას. ბრალდებულთან ერთად, ერთ ცვლაში მუშაობა დაიწყო დაახლოებით ნოემბერში. თებერვლის დასაწყისში, ბრალდებულის დაკავებისას, მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 5 იანვარს მომხდარი ფაქტი. აღნიშნულ დღეს სამსახურში იმყოფებოდა 1000 საათიდან, მომდევნო დღის 1000 საათამდე. მათთან ერთად იმყოფებოდა პატრულ-ინსპექტორი - ა-–--–- გ--------ე, თ----–- კ----ე, მ------ ბ-----ე და განწესის უფროსი - ნ---- ვ-–----ე. მოწმემ განმარტა, რომ ზოგადად მგზავრი, რომელმაც უნდა გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, პირველ რიგში მიდის მ-----------------------–-----თან და აწვდის პასპორტს. შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში გაწერილია, რომ მგზავრის შემოსვლისა და გასვლის დროს სავალდებულოა ინსპექტირება, რაც მოიცავს მგზავრის ქვეყანაში კანონიერად შემოსვლის ფაქტის დადასტურებას. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას დადგინდება, რომ მას ბაზაში არ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლის ფაქტი, მ-----------------------–------ საქმის კურსში აყენებს განწესის უფროსს, ცვლის უფროსს ან განყოფილების უფროსს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს სწორედ მოსაზღვრე-კონტროლიორს, რადგან პირველ ეტაპზე ამ დარღვევას მის გარდა ვერავინ ხედავს. მოცემულ შემთხვევაში კი კონკრეტულმა პირმა საზღვარი გადაკვეთა შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში კანონიერად შემოსვლის ფაქტი არ უჩანდა შესაბამის ბაზაში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციისთვის იყენებენ ტელეფონს, ,,Skype-ს“ ან/და ,,მესენჯერს“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირველ ეტაპზე შემოწმებისას შესაძლებელია დაფიქსირდეს შეცდომა, კერძოდ მ-----------------------–-----ს არ გამოუჩნდეს კონკრეტული პირის წინა საზღვრის კვეთა, თუმცა შემდგომ გადამოწმებისას დადასტურდეს, რომ მას ნამდვილად აქვს წინა საზღვრის კვეთა და შესაბამისად, ის შეუფერხებლად გატარდება საზღვარზე. სპეციალურ ბაზაში - დავალებაზე მყოფ მგზავრთან დაკავშირებით, მ-----------------------–------ ვერ ხედავს დავალებას, ამიტომ ეს უკანასკნელი ელოდება განწესის უფროსის გადაწყვეტილებას - დავალების დადასტურებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს მ-----------------------–------ - ატარებს ან არ ატარებს მგზავრს. ამასთან, დარღვევის არსებობისას თავად უთანხმდება მ-----------------------–-----ს - გაატაროს თუ არა მგზავრი, ერთობლივად და დასაბუთებულად იღებენ გადაწყვეტილებას. როცა ხელმძღვანელი იძლევა ნებართვას, შესაბამისად პასუხისმგებელიც ისაა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ბ-----ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს----------–-------–-–--------------------- ს-------------------------------------------------------------------–------------–ი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი. 2013 წლიდან ქ--------- ქ------ა იყო მისი თანამშრომელი, ერთ ცვლაში მუშაობდნენ ფაქტამდე უკანასკნელი 6 თვე. გ-------–-----------–--–- გაიგო, რომ კონკრეტული მგზავრი, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაში არ უფიქსირდებოდა საქართველოს საზღვრის კვეთა - შემოსვლის სახით, ქ--------- ქ------ამ გაატარა ბ-------------- რეისზე. მოწმემ განმარტა, რომ თუ მგზავრს შემოწმებისას ბაზაში არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა - ქვეყანაში შემოსვლის სახით, კონტროლიორი ვალდებულია შეატყობინოს ცვლის უფროსს. შემოწმების გარეშე მგზავრის გატარება დაუშვებელია. ამასთან, შესაძლოა, კონტროლიორს ბაზაში არ დაუფიქსირდეს საზღვრის წინა კვეთა, თუმცა მორიგე ოფიცერმა გადამოწმებისას აღმოაჩინოს, რომ პირს ნამდვილად უფიქსირდება ქვეყანაში შემოსვლა. შესაბამისად, ამ გადამოწმებისათვის საჭირო მცირედი შეყოვნების შემდეგ კონტროლიორი ატარებს მგზავრს. თუ ეს უკანასკნელი დავალებაზეა, ან მისი მონაცემები ემთხვევა დავალებაზე მყოფი მგზავრის მონაცემებს, მ-----------------------–-----ს მონიტორზე უჩნდება წარწერა - ,,გთხოვთ დაელოდოთ“, ასეთ შემთხვევაში მ-----------------------–------ თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან, რადგან მორიგე ოფიცერი ამოწმებს ინფორმაციას, კონტროლიორი კი მისი გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- უ----–---–მა განმარტა, რომ არის შსს გ-------–-----------–--–- გ--------------------–----–-------------- გამომძიებლი. მოცემულ საქმეზე შედგენილი პატაკის თანახმად - ქ--------- ქ------ამ ქრთამის სახით აღებული - 3000 აშშ დოლარის სანაცვლოს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ი, მ------- გ---–----ის შუამავლობით, პირადობის მოწმობით გაატარა საქართველოს საზღვარზე----------- მიმართულებით, ისე, რომ მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა არ უფიქსირდებოდა. აღნიშნული პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ქ--------- ქ------ა. ბრალდებულს წარუდგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ასევე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის გამოკითხვაში. საქმის გამოძიების მსვლელობისას არ გამოკვეთილა კონკრეტული მოცემულობა, რომ ქ--------- ქ------ას ჰქონდა კომუნიკაცია მ------- უ-–-------, ასევე რაიმე კავშირი ბ----- ე--–---თან. ბრალდებულის მობილურ ტელეფონს ჩაუტარდა ექსპერტიზა, შედეგად რაიმე უკანონო კომუნიკაცია მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა. მოწმემ განმარტა, რომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მიღებული იყო სრულყოფილი პასუხი, იმის დასადასტურებლად ჰქონდა თუ არა ქ--------- ქ------ას კავშირი მორიგე ოფიცერთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ-------- კ------–--ემ განმარტა, რომ მიმდინარე საქმის ფარგლებში 2019 წლის 1 თებერვლის ოპერატიული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მყოფმა თურქეთის მოქალაქე ბ----- ე--–---მა 5 იანვარს ბ-----------------------ს გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გავიდა ქვეყნიდან, ისე, რომ პასპორტში, ან პირადობის მოწმობაში, არ უფიქსირდებოდა საქართველოში შემოსვლის ფაქტი. ინფორმაციის თანახმად, საუბარი იყო კონკრეტულ ფულად თანხაზე - 3000 აშშ დოლარზე, რომელიც სავარაუდოდ მგზავრს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უნდა ჰქონოდა გადახდილი. ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებისას, დადასტურდა, რომ პირს არ უფიქსირდებოდა საქართველოში შემოსვლა, თუმცა უფიქსირდებოდა გასვლა. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიწო გამოძიება. მოწმემ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყებამდე შსს გ-------–-----------–--–- დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება - კონტროლზე მყოფი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა საუბარი მ-----------------------–----- ქ--------- ქ------ას სამსახურიდან დათხოვნაზე, თუმცა საბოლოოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ სასტიკი საყვედური გამოეცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----- გ---–---მ განმარტა, რომ არის ს----------–----–-----------–------------–--- გამომძიებელი. მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, 2019 წლის 20 თებერვალს ინსპექტორებთან - ლ-–----------ესთან და ხ------- შ------–---–თან ერთად მონაწილება მიიღო ქ--------- ქ------ას დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და პირადი ნივთები, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთები ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისას ქ--------- ქ------ას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამოღებული ნივთები გადასცა საკუთარი ნებით.
იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა გ--------------------–----–-------------- ინსპექტორმა ლ-–----------ემ და დამატებით განმარტა, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ქ--------- ქ------ამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს საშუალება მისცა გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ, როცა მას, არც პასპორტში და არც შსს-ს მონაცემთან ბაზაში არ უფიქსირდებოდა საქართველოში შემოსვლა. ქ--------- ქ------ას იცნობდა მიმდინარე საქმეზე გამოძიების დაწყებამდე, რადგან დაკავებამდე 1 წლით ადრე შსს-ს გ-------–-----------–--–- ჩატარდა შემოწმება. საქმე შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ოპერატიულ კონტროლზე მყოფი პირი, რაც ბრალდებულს ავალდებულებდა, ეცნობებინა შესაბამისი პირისათვის, რაც არ გააკეთა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- შ------–---–მა განმარტა, რომ არის შ-----------–------------–--- გ--------------------–----–-------------- ინსპექტორი. ქ---------–------------------------------- ქუჩების კვეთაზე მონაწილეობა მიიღო დაკავებული ბრალდებულის - ქ--------- ქ------ას პირად ჩხრეკაში. კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- კ-------–--ემ განმარტა, რომ არის შ-----------–------------–------------------------------–--------------------------–----–-------------- გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში განჩინების საფუძველზე ს---–----------------------- სპეციალისტის თანდასწრებით გამოითხოვა ინფორმაცია და შეადგინა შესაბამისი ოქმი. გამოითხოვა 2 ლაზერულ დისკზე ჩაწერილი ბ-----------------------ს კამერების მიერ დაფიქსირებული კონკრეტული პერიოდის ამსახველი ჩანაწერი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 15 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:
ს.ს. N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,Apple-ს” ფირმის ,,iPhone 6“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საკონტაქტო ჩანაწერები, განხორციელებული ზარები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით ,,Whatsapp” და ,,Viber-ით” განხორციელებული მიმოწერა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
,,Apple-ს” ფირმის ,,iPhone 6“ მოდელის მობილური ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათზე არსებული სტატუსის მქონე ინფორმაცია არ ინახება, ხოლო წაშლილი სტატუსის მქონე ინფორმაციის აღდგენა წარმოდგენილი სიმ ბარათიდან ჩვენს ხელთ არსებულ პროგრამულ აპარატურული საშუალებებით შეუძლებელია.
კვლევის შედეგად გადარჩეული ინფორმაცია ჩაწერილი იქნა 1 DVD დისკზე.
ს.ს. N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,CAT-ის” ფირმის ,,S40” მოდელის მობილური ტელეფონიდან, ჩვენს ხელთ არსებული პროგრამულ ტექნიკური საშუალებებით წაშლილი ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელია.
,,CAT-ის” ფირმის ,,S40” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე აუდიო ფაილები. საკონტაქტო ჩანაწერები, განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
,,CAT-ის” ფირმის ,,S40” მოდელის მობილური ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათზე არსებული სტატუსის მქონე ინფორმაცია არ ინახება, ხოლო წაშლილი სტატუსის მქონე ინფორმაციის აღდგენა წარმოდგენილი სიმ ბარათიდან ჩვენს ხელთ არსებულ პროგრამულ აპარატურული საშუალებებით შეუძლებელია.
კვლევის შედეგად გადარჩეული ინფორმაცია ჩაწერილი იქნა 1 DVD დისკზე.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საქმესთან დაკავშირებით ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ,,Apple“ ფირმის ,,Iphone 6-ის“ მოდელის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია გამომძიებლის მითითებით გადარჩეული და ამოღებულ იქნა. რეალურად ყველა სახის საკომუნიკაციო ინფორმაციის ამოღებას ითხოვდნენ, მაგრამ გამომძიებელმა დაათვალიერა და დასურათდა რომელიც აინტერესებდა. ,,Whatsapp-ში“ და ,,Viber-ში” წაშლილი მიმოწერის აღდგენა შეიძლებოდა, მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ გამომძიებლისთვის საინტერესო ინფორმაცია იქნა აღდგენილი და შესაბამისად ამოღებული.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ქ--------- ქ------ამ განმარტა, რომ 2009 წლის დეკემბერში დაინიშნა შსს ს----------–-------–-–--------------------- ს---------------------–--------------–---- კონტროლიორად. 4 წელი მუშაობდა-----------------------, შემდეგ როტაციით გადაიყვანეს ბ-----------------–----------------------–-. 2009 წლიდან ეტაპობრივად კაპიტნის წოდებამდე ისე მიაღწია, რომ გადაცდომა, შენიშვნა, ან საყვედური არ ჰქონია. მხოლოდ 2018 წელს მიიღო საყვედური, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც დაეწყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, რის გამოც იყო სტრესულ მდგომარეობაში. მისი გადაცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მაშინ, როცა მისი როგორც მ-----------------------–------ს ფუნქცია იყო საზღვარზე გატარებისას მგზავრის პროფილირება, ვიზუალური დაკვირვება და პიროვნებისა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტის იდენტიფიცირება, გამოეპარა გარკვეული ცდომილება (პირის მოქალაქეობა და თარიღი არ ემთხვეოდა). ბრალდებულმა განმარტა, რომ თუ მგზავრს შემოწმებისას არ აღმოაჩნდება რაიმე სახის პრობლემა, ტარდება ღილაკზე ხელის მარტივი დაჭერით, საეჭვოობისას ან პრობლემის აღმოჩენისას კი მ-----------------------–------ ხელმძღვანელობას აყენებს საქმის კურსში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის მიერ საზღვრის გადაკვეთისას არ ფიქსირდება ქვეყანაში მისი შემოსვლის ფაქტი. საჭირო შემთხვევაში ინფორმაციის გადასამოწმებლად მორიგე ოფიცერთან კომუნიკაციისათვის იყენებენ სამსახურებრივ ,,Skype-ს“, ასევე ,,Whatsapp-ს“ და ,,Viber-ს“. როდესაც მგზავრს აღმოაჩნდება რაიმე სახის დავალება, მ-----------------------–------ს მონიტორი შავდება და გამოდის წარწერა - „გთხოვთ დაელოდოთ“, პარალელურად ინფორმაცია მიდის მორიგე ოფიცერთან, რომელიც ამოწმებს დავალება ნამდვილად კონკრეტულ მგზავრთან მიმართებაშია, თუ არა. თუ დავალება კონკრეტულ პირზე არ აღმოჩნდება, მ-----------------------–-----ს ერთვება ეკრანი და ატარებს მგზავრს. მოცემული პერიოდისათვის სამსახურში ჰქონდათ ახალი სისტემა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ - ხშირად არ უჩვენებდა კონკრეტული მგზავრის წინა საზღვრის კვეთას. განსაკუთრებით პრობლემური იყო სწორედ თურქული პასპორტები. მ------- გ---–----ს და ბ----- ე--–---ს არ იცნობს, შესაბამისად, მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი, რიგითი მგზავრი იყო, რომელიც მან გაატარა. ახსოვს, რომ 5 იანვარს 1000 საათიდან, მომდევნო დღის 1000 საათამდე იმყოფებოდა ცვლაში, ცვლის უფროსმა განყოფილების უფროსთან ერთად ჩაუტარა განწესი, მორიგე ოფიცერმა გაანაწილა მესაზღვრე კონტროლიორები, ვის რა პოზიციაზე უნდა ემუშავა, ანუ ვინ მოემსახურებოდა გასვლის მიმართულებას და ვინ შემოსვლის მიმართულებას. იმ დღეს მუშაობდა საქართველოდან გასვლის მიმართულებით, ჩვეულებრივად ატარებდა მგზავრებს, როგორც წესი, აუცილებლად ამოწმებდა ყველა მგზავრს. ფიქრობს, რომ ბ----- ე--–---ის შესახებ ყველა შემთხვევაში მიწერდა მორიგე ოფიცერს, რადგან მის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, კვეთის არ არსებობისას გაეტარებინა მგზავრი საზღვარზე. ბ----- ე--–---ის შემოწმებას დასჭირდა დაახლოებით 2 წუთი. იყო თუ არა ის პრობლემური მგზავრი, ბრალდებულს არ ახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ, რადგან დასჭირდა 2 წუთი, ელოდებოდა რაღაცას, ის ან დავალებაზე იყო, ან ძებნილი. შესაძლებელია მასთან დაკავშირებით მისწერა მორიგე ოფიცერს და პასუხს ელოდა, ზუსტად არ ახსოვს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მის მობილურ ტელეფონს აქვს მცირე ზომის მეხსიერება, ამიტომ ინფორმაციას ვერ ინახავს და მუდმივად შლის, მითუმეტეს სამსახურებრივ ინფორმაციას. შესაბამისად, 5 იანვრის მიმოწერასაც წაშლიდა. რადგან პირადობის მოწმობაში თარიღ-დამღა ფიზიკურად ვერ ერტყმება, მგზავრს გასვლისას უმოწმებს საზღვრის კვეთას - როდის შემოვიდა.
ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ცვლის უფროსისა და მორიგე ოფიცრის ჩვენება, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათთვის ბრალდებულს კონკრეტულ მგზავრთან დაკავშირებით არ მიუწოდებია ინფორმაცია, არ იცის, რამ განაპირობა. ისინი არიან პროფესიონალები, მაგრამ შეიძლება შეაშინეს, რომ გ----------–--- მხრიდან შეექმნებოდათ პრობლემა, შესაძლებელია, მათ თავიანთი „გადაცდომის“ დამალვა სურთ.
მოწმე მ------- გ---–----ის 2019 წლის 12 თებერვლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ბ------–-. ოქტომბერში მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, 2015-2016 წლებში ქალაქ კ---–- გაცნობილ მეგობარ ბ----- ე--–---ისგან, რომელიც ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა ბ------–- და სურდა რამდენიმე დღე მასთან დარჩენა. სტუმრად მისულმა ე--–---მა უთხრა, რომ თურქეთის პოლიციასთან შეექმნა გარკვეული პრობლემები, რის გამოც იძულებული გახდა საქართველოში გადმოსულიყო სასაზღვრო გამშვები პუნქტისათვის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში რამდენიმე საათით მალულად ყოფნის ხარჯზე, რისთვისაც გადაიხადა 3000 აშშ დოლარი. მანვე უთხრა, რომ წასვლა უნდოდა უ-------–-, მაგრამ რადგან პასპორტში არ უფიქსირდებოდა საქართველოს საზღვრის კვეთა (ქვეყანაში შემოსვლისას), ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებდა. სწორედ ამიტომ ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა პოლიციაში ვინმე ნაცნობი, ვინც დაეხმარებოდა. ბ----- ე--–---ი დაახლოებით 45 დღის მანძილზე ცხოვრებდა მასთან, შემდგომ - 2019 წლის 4 იანვარს, უთხრა, რომ ყველაფერი მოაგვარა და სიმამრის დახმარებით, მეორე დღეს, ანუ 2019 წლის 5 იანვარს ბ-----------------–--------------------------- მიდიოდა კ----- მიმართულებით. კონკრეტული დეტალები მისთვისაც უცნობი იყო, თუმცა როგორც უთხრა, სიმამრის მითითებით იყიდა 2019 წლის 5 იანვრის ბილეთი, ბ------- კ----- მიმართულებით. ამასთან, ბ----------------------–- კონტროლის გავლისას უნდა მისულიყო გამშვებ პუნქტთან, სადაც კონტროლიორისთვის უნდა ეთქვა მისი სახელი - ,,ბ-----ი“, ის კი უპრობლემოდ გაატარებდა საზღვარზე. მოწმემ განმარტა, რომ ბ----- ე--–---მა ასევე უთხრა, რომ მას წინასწარ უთხრეს, კონკრეტულად რომელ კონტროლიორთან უნდა მისულიყო. 2019 წლის 5 იანვარს დილით ე--–---ი მართლაც წავიდა ბ-----------------–----------------------–-, რამდენიმე საათში კი ვიდეო ზარის საშუალებით დაურეკა და უთხრა, რომ უკვე გავლილი ჰქონდა საპასპორტო კონტროლი და ელოდებოდა თვითმფრინავში ჩასხდომას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ბ----- ე--–---ის სიმამრი მობილური ტელეფონის საშუალებით ესაუბრა საქართველოში ნაცნობ პოლიციელს, რომელმაც მოუგვარა ხსენებული პრობლემა და წინასწარ უთხრა ბ----------------------–-, თუ რომელ გამშვებ პუნქტთან და კონტროლიორთან უნდა მისულიყო საზღვრის გადაკვეთისას.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
-------------–----–------------------------- გ------- გ-------- 2018 წლის 24 აპრილის ბრძანების თანახმად, პატრულ-ინსპექტორი, კაპიტანი ქ--------- ქ------ა დაინიშნა შ--------------–-------–-–------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------–---------------–----------–ი განყოფილების (ბ-----------------------) პატრულ-ინსპექტორად (მ-----------------------–------).
- გ--------------------–----–-------------- ინსპექტორ ფ-------- კ------–--ის 2019 წლის 1 თებერვლის პატაკის თანახმად, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ შსს ს----------–-------–-–--------------------- ს--------------------------------------------------------–---------------------------–---------------–----------–- განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა ქ--------- ქ------ამ მ------- გ---–----ის შუამავლობით, თურქეთის მოქალაქე ბ----- ე--–---ი 2019 წლის 5 იანვარს, ბ----------------------–-, საპასპორტო კონტროლის გავლისას შეუფერხებლად გაატარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს შსს ერთიან საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები. ქ--------- ქ------ამ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა - 3000 აშშ დოლარის ოდენობით.
- 2019 წლის 2 თებერვლის ელექტრონული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმისა და თანდართული დოკუმენტის თანახმად: დათვალიერდა საქართველოს შსს ელექტრონული ბაზა, რომლის თანახმადაც ბ----- ე--–---ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიის დატოვება ბ-----------------------ს გავლით - 2019 წლის 5 იანვრის 1144 საათზე, მითითებით - ,,გაიარა შეუფერხებლად“. ინსპექტირების გრაფაში მითითებულია ქ--------- ქ------ა.
- 2019 წლის 7 თებერვლის ლაზერული დისკის დათვალიერების, ასლების გადაღების და დისკებზე ჩაწერის შესახებ ოქმის თანახმად, დათვალიერდა-------------–--------------------–--------–--------------–-------- აეროპორტის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ 2019 წლის 5 იანვრის 0900 საათიდან 1300 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ჩანაწერი. ,,Camera 6-ის” ჩანაწერში დაფიქსირებულია აეროპორტის საბაჟო შემოწმების და რეგისტრაციის ზონა, სადაც 1138 საათზე შედის ქ--------- ქ------ა, გადის შემოწმებას და შედის ჯიხურში, 1140 საათზე რეგისტრაციის ზონაში შედის ბ----- ა--–----, რომელიც 1142 საათზე გადის სკანერს და სარეგისტრაციოდ მიდის ჯიხურში მყოფ ქ--------- ქ------ასთან. მგზავრი რეგისტრაციას ასრულებს 1144 საათზე და გადის ნეიტრალურ ზონაში.
- 2019 წლის 7 თებერვლის ლაზერული დისკის დათვალიერების, ასლების გადაღების და დისკებზე ჩაწერის შესახებ ოქმის თანახმად, დათვალიერდა-------------–--------------------–--------–--------------–-------- აეროპორტის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ 2019 წლის 5 იანვრის 0900 საათიდან 1300 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ჩანაწერი, სადაც სხვადასხვა კამერის მიერ აღბეჭდილია სავარაუდოდ ბ----- ე--–---ის გადაადგილება - აეროპორტის შემოსასვლელში, საპირფარეშოსთან, კაფე-ბარში, უსაფრთხოების შემოწმების გავლისას, ასევე მისი გადაადგილება საპასპორტო კონტროლის გასავლელად შესაბამის სივრცეში.
- 2019 წლის 20 თებერვლის ჟურნალის დათვალიერების ოქმისა და თანდართული მასალების თანახმად, დათვალიერდა თარიღ-დამღების დროებით სარგებლობაში მიღება-ჩაბარების აღრიცხვის წიგნი სარეგისტრაციო N--. წიგნის 1-------- გვერდებზე დაფიქსირებულია მ-----------------------–----- ქ--------- ქ------ას მიერ 2019 წლის 5 იანვარს თარიღ-დამღის მიღება-ჩაბარების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქ--------- ქ------ამ თარიღ-დამღა (N---) მიიღო 2019 წლის 5 იანვრის 1230 საათზე, ხოლო უკან ჩააბარა 2019 წლის 6 იანვრის 1900 საათზე. მიღება-ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია თავად ქ--------- ქ------ას და ცვლის უფროსის ხელმოწერებით.
- 2019 წლის 25 თებერვლის (სამმართველოს) უფროსის დ----- ა-–--------–---–ის წერილების და თანდართული ინფორმაციის თანახმად - კომპიუტერული მონაცემთა ბაზის მიხედვით, თურქეთის მოქალაქე - B---- E-------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1997 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე ფიქსირდება სსკგ ,,ბ-----------------------ს“ გავლით, მხოლოდ საქართველოდან გასვლის სახით კ----- მიმართულებით - 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი ,,შემოსვლა“ სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით არ ფიქსირდება.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ქ--------- ქ------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და ქ--------- ქ------ა დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი სწორედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ბრალდების მხარე ქ--------- ქ------ას ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, როცა ის იყო შ--------------–-------–-–------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------–---------------–----------– განყოფილების (ბ-----------------------) პატრულ-ინსპექტორი (მ-----------------------–------) და მაშასადამე მოხელე.
აღნიშნული პერიოდისათვის, კერძოდ 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე, ქ--------- ქ------ამ ბ----------------------–- - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, საპასპორტო კონტროლის გავლისას, შეუფერხებლად გაატარა - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ი, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს შსს ერთიანი საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები. და ეს მაშინ, როცა მისი ფუნქცია-მოვალეობების და სამსახურებრივი ინსტრუქციის თანახმად, ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა მოქალაქე ბ----- ე--–---ის მითითებულ კანონდარღვევაზე. მის ვალდებულებას - რეაგირება მოეხდინა მგზავრის მიერ შესაძლო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, არ უარყოფს თავად ბრალდებულიც, თუმცა განმარტავს, რომ ის აუცილებლად (სავარაუდოდ) მიაწვდიდა ინფორმაციას შესაბამის პირებს, მაშასადამე მოახდენდა რეაგირებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ--------- ქ------ას მიერ განხორციელებული ქმედება (უმოქმედობა) წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - სამსახურებრივი გულგრილობას, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანად შესრულებას, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად ქმედების შემადგენლობაზე და კვალიფიკაციაზე. სამოხელეო დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო აპარატის ნორმალურ საქმიანობას, ჩადენილია როგორც წესი, სახელმწიფო მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
სამოხელეო დანაშაულის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური წყობილებისა და საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. ამასთან, სახელმწიფო აპარატის ცნების ქვეშ იგულისხმება სახელმწიფოს მთელი მექანიზმი, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ისე მმართველობის ორგანოებსაც. ყველა სამოხელეო დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესტიჟსა და ავტორიტეტს. იგი ზიანს აყენებს, ან უქმნის არსებით საფრთხეს კონკრეტული პირების უფლებებს, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.
სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის ამსრულებლის სწორი განსაზღვრა, ვინაიდან სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი, როგორც წესი, სპეციალურია, იგი შეიძლება იყოს მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.
რაც შეეხება, უშუალოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ქმედების ობიექტურ მხარეს ახასიათებს შემდეგი სავალდებულო ნიშნები: 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად; 2. ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; 3. ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მოხელის ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან არის დაკავშირებული და სავალდებულოდ მოიცავს კონკრეტული უმართლობის ჩადენის განზრახვას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ). მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია სათანადო ნორმატიული აქტებით. იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა სახელმწიფო მოხელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, საჭიროა ზუსტად განისაზღვროს მოხელის უფლებამოსილება, მისი მოცულობა და შინაარსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სუბიექტური ნიშანი - განზრახვაში ვლინდება.
რაც შეეხება სამსახურებრივ გულგრილობას, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვანად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სამსახურებრივი გულგრილობა შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით - თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ასეთ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ არასასურველ შედეგს თავიდან აიცილებს, ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალება და შეუძლია კიდეც.
ამასთან, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ფიზიკური პირის უფლების, ან სხვა კანონიერი ინტერესის, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და შესაბამისად, პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის სავალდებულოდ უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი. სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. ასევე, სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული, ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. მოხელის უფლება-მოვალეობათა ფარგლები მისი კონკრეტული ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, კონტრაქტით ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. ამიტომ, მოცემულ დანაშაულზე საუბრისას უმნიშვნელოვანესია დადგინდეს - რა არ შეასრულა, ან არაჯეროვანად შეასრულა მოხელემ. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თუ მოხელის საქმიანობა დაკავშირებულია სხვა პირთა სათანადო ქმედებასთან და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს.
მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ ქ--------- ქ------ა იყო მოხელე, რომელსაც უშუალოდ შეეძლო და ევალებოდა ბაზაში გადაემოწმებინა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ის მონაცემები, რათა აღმოეჩინა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოქალაქეს საქართველოს შსს ერთიან საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები, რაც იძლეოდა ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა უკანონოდ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ის ვალდებული იყო, ეცნობებინა შესაბამისი პირებისათვის - მორიგე ოფიცრის ან/და ცვლის უფროსისათვის, რათა საბოლოოდ დაწყებულიყო გამოძიება მგზავრის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის დანაშაულის ნიშნებით, ცხადია, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდებოდა. ნაცვლად აღნიშნულისა, ქ--------- ქ------ამ 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე, ს----------–---------–-–--------------------------------------------–----------------------------–-- გავლისას, შეუფერხებლად გაატარა - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ი.
2019 წლის 2 თებერვლის ელექტრონული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმისა და თანდართული დოკუმენტის თანახმად: ბ----- ე--–---ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიის დატოვება ბ-----------------------ს გავლით - 2019 წლის 5 იანვრის 1144 საათზე, მითითებით - ,,გაიარა შეუფერხებლად“. ამასთან, ინსპექტირების გრაფაში მითითებულია სწორედ ქ--------- ქ------ა.
ასევე, 2019 წლის 25 თებერვლის (სამმართველოს) უფროსის დ----- ა-–--------–---–ის წერილების და თანდართული ინფორმაციის თანახმად - კომპიუტერული მონაცემთა ბაზის მიხედვით, თურქეთის მოქალაქე - B---- E-------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1997 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე ფიქსირდება სსკგ ,,ბ-----------------------ს“ გავლით, მხოლოდ საქართველოდან გასვლის სახით კ----- მიმართულებით - 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი ,,შემოსვლა“ სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით არ ფიქსირდება.
ბრალდებულმა თავადაც დაადასტურა, რომ 5 იანვარს 1000 საათიდან, 6 იანვრის 1000 საათამდე იმყოფებოდა ცვლაში, მორიგე ოფიცერმა გაანაწილა და შესაბამისად, მუშაობდა საქართველოდან გასვლის მიმართულებით. იყო თუ არა ბ----- ე--–---ი პრობლემური მგზავრი, არ ახსოვს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველა შემთხვევაში მიწერდა მორიგე ოფიცერს, რადგან მის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, კვეთის არ არსებობისას გაეტარებინა მგზავრი საზღვარზე. მის მობილურ ტელეფონს აქვს მცირე ზომის მეხსიერება, ამიტომ ინფორმაციას ვერ ინახავს და შლის, მითუმეტეს სამსახურებრივ ინფორმაციას. შესაბამისად, 5 იანვრის მიმოწერა წაშლილი აქვს და უტყუარად ვერ ადასტურებს ინფორმაციის გადაცემის ფაქტს.
თავის მხრივ, მორიგე ოფიცერმა ნ---- ვ-–----ემ და ცვლის უფროსმა ნ--- დ------ემ სასამართლო სხდომაზე დადასტურეს, რომ მათთვის ქ--------- ქ------ას 2019 წლის 5 იანვარს არ მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევასთან, მათ შორის ბ----- ე--–---სთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნული მოწმეების ასევე ბ-------ს ს-------–--------------------------------–------------–---------------- კ------------- ს---–---–ის ჩვენების თანახმად, აეროპორტში მგზავრის გატარებას აქვს შესაბამისი პროცედურა, კერძოდ: მგზავრი, რომელსაც სურს საქართველოს დატოვება, მიდის მ-----------------------–-----თან და გადის რეგისტაციას, ეს უკანასკნელი ბაზაში ამოწმებს მისი ქვეყანაში შემოსვლის ფაქტს, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი აცნობებს შესაბამის პირებს და იწყება გამოძიება - საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს სწორედ მ-----------------------–-----ს. მოცემულ შემთხვევაში ქ--------- ქ------ა ვალდებული იყო, კონკრეტულ მგზავრთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინა მათთვის. მგზავრის გატარებაზე მ-----------------------–-----ს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეხსნებოდა პასუხისმგებლობა, თუ ხელმძღვანელი მისცემდა მითითებას - გაეტარებინა მგზავრი. და ამ შემთხვევაშიც, მითითება გაკეთდებოდა, რომ მგზავრმა სასაზღვრო კონტროლი ,,გაიარა შემოწმების შემდგომ“.
იგივე დაადასტურა მოწმე მ------ ბ-----ემ, კერძოდ განმარტა, რომ თუ მგზავრს შემოწმებისას ბაზაში არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა - ქვეყანაში შემოსვლის სახით, კონტროლიორი ვალდებულია, შეატყობინოს ცვლის უფროსს. შემოწმების გარეშე მგზავრის გატარება დაუშვებელია. შესაძლოა ბაზაში კონტროლიორს არ დაუფიქსირდეს წინა კვეთა, თუმცა მის მიერ შეტყობინების შემდეგ მორიგე ოფიცერი დამატებით ამოწმებს ინფორმაციას, რა დროსაც შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ მგზავრს ნამდვილად უფიქსირდება ქვეყანაში შემოსვლა.
2019 წლის 07 თებერვლის ლაზერული დისკის დათვალიერების, ასლების გადაღების და დისკებზე ჩაწერის შესახებ ოქმის თანახმად, დათვალიერდა-------------–--------------------–--------–--------------–-------- აეროპორტის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ 2019 წლის 5 იანვრის 0900 საათიდან 1300 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ჩანაწერი. ,,Camera 6-ის” ჩანაწერში დაფიქსირებულია აეროპორტის საბაჟო შემოწმების და რეგისტრაციის ზონა, სადაც 1138 საათზე შედის ქ--------- ქ------ა, გადის შემოწმებას და შედის ჯიხურში, 1140 საათზე რეგისტრაციის ზონაში შედის ბ----- ე--–---ი, რომელიც 1142 საათზე გადის სკანერს და სარეგისტრაციოდ მიდის ჯიხურში მყოფ ქ--------- ქ------ასთან. მგზავრი რეგისტრაციას ასრულებს 1144 საათზე და გადის ნეიტრალურ ზონაში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ 2019 წლის 2 თებერვლის ელექტრონული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმის თანახმად: ბ----- ე--–---ს 2019 წლის 5 იანვრის 1144 საათზე, საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას უფიქსირდება მითითებით - ,,გაიარა შეუფერხებლად“. ამასთან, დაკავშირებით კი მოწმე ნ---- ვ-–----ემ განმარტა, რომ მგზავრთან მიმართებაში არსებული დავალებისას, ინფორმაციას თავად როგორც მორიგე ოფიცერი, ამოწმებს. ასეთ შემთხვევაში ბაზაში კეთდება მითითება - ,,გაიარა შემოწმების შემდგომ“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მგზავრზე არ არის დავალება და მას ერთპიროვნულად ატარებს მ-----------------------–------, კეთდება მითითება - ,,გაიარა შეუფერხებლად“. აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს, რომ ქ--------- ქ------ამ თავად გაატარა მგზავრი საზღვარზე, ისე, რომ ინფორმაცია გადასამოწმებლად არ გადაუცია ზემდგომისათვის, რადგან როგორც აღინიშნა ასეთის არსებობის შემთხვევაში ბაზაში დაფიქსირდებოდა - ,,გაიარა შემოწმების შემდგომ“.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აუცილებელია მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს განზრახ - საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, მისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა უნდა გამოიწვიოს.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით და საქმის მასალებით ერთის მხრივ ვერ დადგინდა, ქ--------- ქ------ას და ბ----- ე--–---ს, ან ქ---------- ქ------ას და მ------- გ---–----ს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია, რაც დაადასტურებდა ეჭვს, რომ ქ--------- ქ------ას ჰქონდა - მისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობა მინიჭების მიზანი, რის გამოც იმოქმედა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. ასეთი განზრახვის არსებობა კი როგორც აღინიშნა, ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ნიშანია.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლს - მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი თავისი სამსახურებრივი მოვალეობას არ ასრულებს, ან არაჯეროვანად ასრულებს, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევის მიზეზია. მოცემულ შემთხვევაში კი მ-----------------------–------ს თანამდებობაზე მოხელედ მუშაობისას ქ--------- ქ------ამ 2019 წლის 5 იანვარს 1144 საათზე, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო - შეუფერხებლად გაატარა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ----- ე--–---ი, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მაშინ როცა მას შსს ერთიანი საინფორმაციო ბაზაში და პასპორტში არ უფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი მონაცემი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და საპირისპიროდ ვალდებული იყო მგზავრი შეეჩერებინა და საკითხის გასარკვევად ინფორმაცია გადაეცა შესაბამისი პირებისათვის.
რაც შეეხება ზოგადად ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიდგომები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის შემადგენლობა გარკვეულწილად, აზრობრივად და შინაარსობრივად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც და დაკავშირებულია ზოგადად მოხელის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების ფარგლებთან. ამდენად, ქ--------- ქ------ას მიმართ, ბრალდების გადაკვალიფიცირებისას ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების (ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით, რათა სათანადოდ მოემზადოს დაცვისათვის)- დარღვევას (ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი). კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისათვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no.23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ხდება სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი უმართლობის ფარგლებში (ასე მაგალითად, სსკ-ის 3311-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი აშკარად განსხვავდება სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული - სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტისგან). ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის მაშინაა წინასწარ განჭვრეტადი, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no.45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). მოცემულ შემთხვევაში კი, სამსახურებრივი მოვალებების შესრულების სამართლებრივი რეგლამენტი და ფარგლები, ისევე როგორც, მოხელის, როგორც სპეციალური სუბიექტის სტატუსი, არის ქ--------- ქ------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი.
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს თავად ბრალდებულის ჩვენებას, რითაც იგი ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სასამართლოსათვის იმის დასაბუთებას, რომ მას, თითქოსდა, საერთოდ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, იგი არასარწმუნო და არადამაჯერებელია. ამდენად, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი და ისე პროცესუალურ-სამართლებრივი გაგებით გამართლებულია ქ--------- ქ------ას ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება, რომ ქ--------- ქ------ას, კონკრეტული მგზავრის სათანადო შემოწმების გარეშე საზღვარზე გატარებისას, ჰქონდა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო, რაიმე სახის მიზანი (განზრახვა), მითუფრო თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების. ამ მიზნის გარეშე კი მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება - საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით.
თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ქ--------- ქ------ას გაცნობიერებული ჰქონდა მისი ვალდებულება - ბაზაში სრულყოფილად გადაემოწმებინა კონკრეტული მგზავრის შესახებ არსებული ინფორმაცია, ითვალისწინებდა, ან უნდა გაეთვალისწინებინა ინფორმაციის შეუმოწმებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევის შესაძლებლობა, თუმცა საკუთარი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად და არასრულფასოვნად შეასრულა როგორც ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, ს----------–-------–-–--------------------- ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
ბრალდებულის განმარტების თანახმად, ის აუცილებლად შეატყობინებდა შესაბამის პირებს იმ ფაქტს, რომ ბ----- ე--–---ს არ უფიქსირდებოდა საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი, თუმცა აღნიშნული ვარაუდის დადასტურებას ცდილობს იმაზე მინიშნებით, რომ ზოგადად ასე იქცეოდა, ან ასე მოიქცეოდა. ამასთან, ბრალდების მხარემ ექსპერტიზა ჩაატარა არასრულყოფილად და მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ გამოკვეთილიყო მისი ბრალეულობა და დამატებით არ გადაუმოწმებია ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ცხადია, აღნიშნული განმარტება არ არის საკმარისი ვერსიის დასადასტურებლად და მისაღებად.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარის მოვალეობაა და ის არ უნდა გადავიდეს ბრალდებულზე და დაცვის მხარეზე, თუმცა მხარებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, სულ მცირე, დაადასტურებდა ქ--------- ქ------ას მიერ შესაბამისი პირების ინფორმირებას და მისი ქმედების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
აქვე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის შეფასებაც, რომ 2019 წლის 2 თებერვლის ელექტრონული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმის თანახმად: ბ----- ე--–---ს 2019 წლის 5 იანვრის 1144 საათზე, საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას უფიქსირდება მითითება - ,,გაიარა შეუფერხებლად“. ხოლო იმ დაშვების შემთხვევაში, თუ ბრალდებული ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიდა ზემდგომს და ეს უკანასკნელი დავალებას მისცემდა მგზავრის გატარების თაობაზე, ასეთ შემთხვევაში ბაზაში გაკეთდებოდა მითითება - ,,გაიარა შემოწმების შემდგომ“, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის ელექტრონულად დაფიქსირებული, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მ-----------------------–------ს (ქ--------- ქ------ას) რაიმე ფორმით კომუნიკაციას შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ერთპიროვნულად ატარებს მ-----------------------–------, კეთდება მითითება - ,,გაიარა შეუფერხებლად“. აღნიშნული თავის მხრივ, ადასტურებს, რომ ქ--------- ქ------ამ თავად გაატარა მგზავრი საზღვარზე, ისე, რომ ინფორმაცია გადასამოწმებლად არ გადაუცია ზემდგომისათვის.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ქ--------- ქ------ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას - მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ქ--------- ქ------ას ქმედებამ - ბ----- ე--–---ის საზღვარზე უპრობლემოდ და უკანონოდ გატარებამ და თავად იმ ფაქტმა, რომ ბ----- ე--–---ი გარკვეული პერიოდის მანძილზე უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოში, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.
შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ქ--------- ქ------ამ შესაბამის პირებს მიაწოდა ინფორმაცია და საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირების ცრუ ჩვენებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ქ--------- ქ------ამ ჩაიდინა - სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ანუ ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას 03 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების ხასიათსა და განხორციელების საშუალებას, ბრალდებულის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, მის თანამდებობრივ მდგომარეობას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ქ--------- ქ------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, კანონები - სჩადის დანაშაულს, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. პირიქით, ასეთ პირებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ამ შემთხვევაში სამსჯავროზეა არა მხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაც, კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე ყველას თანაბრობის პრინციპების გათვალისწინებით, აღმოფხვრას დაუსჯელების სინდრომი, რომელიც დამნაშავეებს შეიძლება გააჩნდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გარკვეული თანამდებობა უკავიათ, ან ეკავათ, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ქვეყნის მმართველობითი სისტემის მიმართ სათანადო ნდობისა და პატივისცემის შენარჩუნება-განმტკიცებას. თუმცა, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ასაკს, ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მის მიმართ საბოლოოდ, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ--------- ქ------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ქ--------- ქ------ა (პ№-----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, კერძოდ: 2019 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, შეუმცირდეს 200(ორასი) ლარით და საბოლოოდ, ქ--------- ქ------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქ--------- ქ------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
ქ--------- ქ------ას სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ს----–--------–----------------- ს---–----------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, შ-----------–--------–-–------------------------ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული 07 ცალ ლაზერულ დისკზე, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნაზე დართული, მობილური ტელეფონიდან ამოღებული მასალა, მოთავსებული 2 ცალ ლაზერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
მ------- გ---–----ისაგან ამოღებული უკრაინის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მოწმობა, დალუქული 01 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ქ--------- ქ------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მ------- გ---–----ისგან ამოღებული ,,CAT-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე