1. თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა.
5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
6. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. სასამართლოს უფლებამოსილება 1. თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროცესის მწგარმომძიებელი ორგს ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა. 5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. 6. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(302)
- საქმე №1აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2025
…ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით…
- საქმე №5აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
…ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით…
- საქმე №16აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
…ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით…
- საქმე №2კ-469აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…მხარის მოთხოვნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განაჩენიდან (ე.წ. „ბუღალტრის ეპიზოდი“) გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავი და მისი სახელის გამტეხი ფორმულირების ამორიცხვის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იხილავს მხარეთა საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ…
- საქმე №27აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2024
…ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით…
- საქმე №1აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №11აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №36აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №32აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №35აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №29აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2023
- საქმე №9აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2023
- საქმე №2აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №1აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2023
- საქმე №38აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №28აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2022
- საქმე №23აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №16აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.08.2022
- საქმე №19აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №6აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №3აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №39აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №11აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №38აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2021
- საქმე №2კ-118აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2021
- საქმე №12აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2018
- საქმე №108აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2018
- საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
- საქმე №93აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2016
- საქმე №10აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2016
- საქმე №2კ-2140აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2008
- საქმე №2კ-9კოლ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2008
- საქმე №2კ-2107აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2008
- საქმე №2კ-79აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2005
- საქმე №010141318700055995 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №020141318700052133 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №010140018700050828 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №330100120003451203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №330100118002523302 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2020
- საქმე №140100117002989386 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 302-დან.