მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა. # #
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა 1. სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა. # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(73)
საქმე №2კ-885აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2024
…მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის…
საქმე №2კ-468აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2024
…წარმოდგენილ დისკებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამართალწარმოები შეჯიბრებით ხასიათს, (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლები), მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის ვალდებულებას ( საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად,…
საქმე №2კ-1144აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2024
…განაჩენებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამართალწარმოები შეჯიბრებით ხასიათს, (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლები), მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის ვალდებულებას ( საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად,…
საქმე №2კ-864აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2023
…განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და…
საქმე №2კ-316აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2021
…საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. შ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ: 4. საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში საქმისწარმოებისას უშუალობის პრინციპი ხელს უწყობს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას კონკრეტულ…
საქმე №2კ-289აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2017
საქმე №2კ-178აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2017
საქმე №2კ-871აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2010
საქმე №2კ-970აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2010
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 14, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-14/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია