განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002214904
საქმე #1/ბ-1195-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თამარ ყულჯანიშვილი;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნა------------–---–ი, და----------------ე;
მსჯავრდებული - გი------------–----–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2------------- საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–---------------------------- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით გი-----------–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენსიათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 800 ლარის ოდენობით და გი-----------–----–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი-----------–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გი-----------–----–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში აშკარად არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არ იყო სარწმუნო და ეწინააღმდეგებოდა სხვა მოწმეთა ჩვენებებს. როდესაც გი-----------–----–-–---–ი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის უფროსმა იკითხა თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, პოლიციის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ ტელეფონი უნდა ჰქონოდა მოპარული გი-----------–----–-–---–ს, ხოლო როდესაც პოლიციის უფროსმა ტელეფონი მოიკითხა, უპასუხეს, რომ ტელეფონი გი-----------–----–-–---–ს არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის უფროსმა მოითხოვა დაზარალებულის მიყვანა პოლიციაში. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ვერსია საფულეზე, რომელიც გი-----------–----–-–---–ს მანამდე მოსმენილი არ ჰქონდა. მოსამართლემ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ბე-----–---ის და მგ--–----–-–---–ის ჩვენებები არ იყო სრულ თანხვედრაში და მაგალითად მოიყვანა ელემენტარული განსხვავებები, რაც რეალურად არ ყოფილა მნიშვნელოვანი საქმისთვის. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მგ--–----–-–---–მა მეორე ტაქსის მძღოლს გადაუხადა ფული, რაც ამ მოწმის ჩვენებითაც დადასტურდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გი-----------–----–-–---–ი ჯიხურში სიგარეტს არ იყიდიდა, იგივე თანხა, რაც დაზარალებულმა დაასახელა მაინც არ ექნებოდა, რადგან მძღოლს გადაუხადა ფული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მგ--–----–-–---–ი და ბე-----–---ი მიდიოდნენ სააკაძეზე მდებარე ბარში და თანხა რომ არ ჰქონოდათ, იქ წასვლას არ გადაწყვეტდნენ. მნიშვნელოვანია ასევე პოლიციელების ჩვენებები, რომელზეც არ უმსჯელია სასამართლოს. დაზარალებულის განცხადებით, მგ--–----–-–---–მა გადააგდო საფულე ნაგვის ურნაში და გაეცალა იმ ადგილს. თუ დაზარალებულის ჩვენებას გავყვებით, სამივე პოლიციელს ამ დროს უკვე შემჩნეული ყავდათ მგ--–----–-–---–ი და გუ-–-----ი და მიდიოდნენ მათი მიმართულებით, თუმცა რატომღაც არც ერთ არ დაუნახავს საფულის გადაგდების მომენტი. საფულე პოლიციის ხელში აღმოჩნდა მხოლოდ მეორე დილას, როდესაც გუ-–-----მა თავად მიიტანა ის განყოფილებაში. მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიციას დეენემთან დაკავშირებით და არასწორად განმარტა ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება. ფაქტია, რომ გი-----------–----–-–---–ის დეენემი აღმოჩნდა გუ-–-----ის საფულეში არსებულ საკრედიტო ბარათზე. გი-----------–----–-–---–ს პირდაპირი შემხებლობა რომ ქონოდა საფულესთან საკვლევ ნიმუშს არ აიღებდა. სრულიად შესაძლებელია გი-----------–----–-–---–ის მიერ მიცემული თანხიდან გადასულიყო დეენემი საკრედიტო ბარათზე.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან თავსებადი და აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, ერთერთი მთავარი მტკიცებულებაა, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარე გი-----------–----–-–---–ს არ ედავებოდა მობილური ტელეფონის არც ქურდობას და არც ძარცვას. ბრალდების მხარე მას ედავება და გამამტყუნებელი განაჩენიც ამ კუთხით არის დადგენილი, რომ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა საფულესთან მიმართებაში, რომელშიც მოთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხა. ამასთან, ზვ---- გუ-–-----ი არ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს ან მის თანხმლებ პირს ჩაუტარა ჩხრეკა. რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტის ჩვენებას, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, ექსპერტმა თეორიულ შესაძლებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთი ნივთიდან მეორეზე გადავიდეს იმ პიროვნების დნმ, რომელსაც ქონდა შემხებლობა კონკრეტულ ნივთთან, მაგრამ ამ კუთხით ჩასატარებელია დამატებითი კვლევა. ამ ვერსიასაც რომ გავყვეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქმის მასალებთან და ვერ გამოდგება არგუმენტად დაცვის მხარისათვის, ვინაიდან დაზარალებულმა ცალსახად განმარტა, რომ ხუთ ლარიანი კუპიურა მას საფულეში არ მოუთავსებია. დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, გამომდინარე იქიდან რომ, ის არ არის დაინტერესებული პირი, სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მან ცალსახად განმარტა, რომ დაინახა როგორ აიღო გი-----------–----–-–---–მა საფულე მისი ავტომანქანიდან, ჩაჯდა სხვა ტაქსში და გაემართა სხვა მიმართულებით.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გი-----------–----–-–---–ი 2017 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ----–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა ზვ---- გუ-–-----ის ,,MITSUBISHI COLT-ის’’ ფირმის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ,,B--------”, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა ზვ---- გუ-–-----ის კუთვნილ საფულეში არსებულ ფულად თანხას 45 ლარის ოდენობით. გი-----------–----–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ზვ---- გუ-–-----ს მიადგებოდა 45 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ ზვ---- გუ-–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა რ---------–---, რა დროსაც გააჩერა ორმა პირმა, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ ს------- მოედანთან 5 ლარად გაიყვანდა. ვიდრე აღნიშნული პირები მანქანაში ჩასხდებოდნენ, მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნა და ტელეფონი სავარძლებს შორის არსებულ ე.წ. ,,ბარში’’ ჩადო. ბრალდებული გვერდით, ხოლო თანმხლები პირი უკან მარჯვენა მხარეს დაჯდა. დანიშნულების ადგილზე მივიდა დაახლოებით ხუთ წუთში და თანხა ხუთი ლარის ოდენობით უკან მჯდომმა პირმა გადაუხადა. გი-----------–----–-–---–ის გადასვლამდე შეამჩნია, რომ ტელეფონი ადგილზე აღარ იდო და უთხრა, რომ ტელეფონი ,,ბარში’’ ედო და დაებრუნებინა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ტელეფონი მას არ ჰქონდა. მან მგზავრებს მიმართა, რომ არ გაქცეულიყვნენ სანამ ტელეფონს არ იპოვიდა და ბრალდებულის მხარეს სავარძლის ქვეშ დაიწყო ძებნა. სწორედ ამ დროს დაინახა, გი-----------–----–-–---–მა მანქანის კარიდან როგორ აიღო მისი საფულე, გაიქცა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. გაეკიდა, გი-----------–----–-–---–ის მეგობარიც მასთან ერთად წავიდა. დაზარალებული ავტომატურად მანქანით გაეკიდა და ვ-–----–----–-- გამზირზე დაეწია ტაქსს. გადმოვიდნენ მანქანებიდან და გი-----------–----–-–---–ს ტელეფონის და საფულის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ბრალდებულმა ჯიბიდან ამოიღო შავი ნივთი, ნაგვის ურნისკენ გაისროლა და გაიქცა, რა დროსაც პოლიციელები გაეკიდნენ და დააკავეს. მან ურნიდან საფულე ამოიღო, რომელშიც მხოლოდ პლასტიკური ბარათები დახვდა, ხოლო თანხა საფულეში აღარ იდო. საფულე დაკითხვის შემდეგ წარუდგინა გამომძიებელს. დაზარალებულის განმარტებით, საფულეში დაახლოებით 50 ლარამდე ჰქონდა, 2 ათლარიანი კუპიურა და 4 ან 5 ხუთლარიანი კუპიურა, ხოლო გი-----------–----–-–---–ის მეგობრის მიერ გადახდილი 5 ლარიანი კუპიურა ტელეფონის ძებნის დროს ინსტინქტურად შარვლის წინა ჯიბეში ჩაიდო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თა----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, ს------- მოედანთან მოძრაობისას დაინახა გაჩერებული ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა, რომელთანაც სამი მამაკაცი იდგა და ერთმანეთში არამეგობრულად საუბრობდნენ. ერთ-ერთმა ხელი დაუქნია, სწრაფად მივიდა (მიირბინა) და მას ჩაუჯდა. შეთანხმდნენ, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე გაიყვანდა. სანამ ვ-–----–----–-- გამზირზე შეუხვევდნენ, ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა დაეწია, რომელიც ფარებს უნთებდა, გი-----------–----–-–---–მა უთხრა, რომ მისი მთვრალი მეგობრები იყვნენ, რომელთაც სიგარეტი უნდოდათ. მანქანა ვ-–----–----–-- გამზირზე სიგარეტის ჯიხურთან გააჩერა, ბრალდებულმა მგზავრობის საფასური - სამი ლარი ხურდა ფულით გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. მგზავრის გადასვლის დროს ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა მათ გვერდზე, მარცხნივ გაჩერდა. ავტომანქანის მძღოლი ხმაურით გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა შემდგომში რა მოხდა არ იცის, რადგან მგზავრის გადასვლის შემდეგ წავიდა.
მოწმე კა---–-- სი---------ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს თანამშრომლებთან გი-------------------ან და გი--------------–------ან ერთად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირზე მოძრაობისას დაინახეს ჯიხურთან ფარებ ანთებული ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და იქვე მდგომი ორი ახალგაზრდა, ერთ-ერთი მათგანი ხელებით საუბრობდა. როდესაც მიუახლოვდნენ ერთ-ერთმა გაქცევა დააპირა, ხოლო მეორემ დაიძახა, რომ საფულე და ტელეფონი გამტაცაო და დახმარება ითხოვა. ისინი გაქცეულ პირს გაეკიდნენ და დააკავეს. მისმა მეწყვილემ გი---------------ამ დაკავებულს უფლებები განუმარტა და კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარდგენა სთხოვა, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გი---------------ამ დაკავებულის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო 45 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც საფულეში არ იდო. ჩხრეკისას ასევე ამოიღეს საფულე პლასტიკური ბარათებით. გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი და ბრალდებული განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაკავების ოქმი შეადგინეს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს გამომძიებლებმა გი---------------ამ და გი--------------–--ემ. მოწმე გი---------------ამ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები სათანადო წესით ადგილზე დაილუქა, ხოლო დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი პოლიციის განყოფილებაში შეადგინეს, რადგან ღამის 4 საათზე ოქმი თან არ ჰქონდათ.
მოწმე გი------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ აწარმოებდა გი-----------–----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. 2017 წლის 1 ნოემბერს, მისმა კოლეგებმა დააკავეს გი-----------–----–-–---–ი და მიიყვანეს განყოფილებაში, სადაც მას გადასცეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, გავიდა შემთხვევის ადგილზე, ვ-–----–----–-- გამზირზე. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ჯიხურის კამერა ტექნიკურად გაუმართავი იყო და ჩაწერა არ ხორციელდებოდა, ხოლო იქ მყოფ პიროვნებას - ელ-----–------–---–ს შემთხვევის თაობაზე არაფერი უთქვამს.
მოწმე თო--------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 1 ნოემბერს, მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განმარტა, რომ გი-----------–----–-–---–მა გასტაცა საფულე და ჩააგდო ნაგვის ურნაში, რომელიც თვითონვე ამოიღო. დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ მისგან ამოიღო საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო პლასტიკური ბარათები. ამოღებული საფულე და მასში მოთავსებული ნივთები სათანადო წესით დაილუქა.
დაცვის მხარის მოწმის რევაზ ბე-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს გი-----------–----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ ბარში, საიდანაც დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გამოვიდნენ და სხვა ბარში წასვლა გადაწყვიტეს. გააჩერეს ტაქსი და ს------- მოედანზე წავიდნენ. მანქანიდან გადმოვიდა და დაინახა, რომ ტერასა დაკეტილი იყო, გი------- დაუძახა და სახლში წასვლა გადაწყვიტეს. იგივე ტაქსში ჩასხდნენ და გიორგიმ ვაჟა-ფშაველაზე წაყვანა სთხოვა. დაზარალებული მანქანაში რაღაცას ეძებდა, შემდეგ კი მათ უთხრა, რომ მანქანაში ტელეფონი ჰქონდა და აღარ იყო. მიხვდა, რომ მძღოლი ტელეფონის მოპარვას მათ აბრალებდა. მან და მისმა მეგობარმა მძღოლს უთხრეს, რომ მისი ტელეფონი მათ არ ჰქონდათ და მოძებნაში დახმარება შესთავაზეს. ტელეფონის ძებნისას საფულე არ დაუნახავს, მანქანაში მხოლოდ რაღაც ხელის ,,ტილო’’ იდო. მას და გი-----------–----–-–---–ს ჰქონდათ ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონები.---------ს უშუალოდ მან ამოუტრიალა ჯიბეები და გი------- ტელეფონზე ჰკითხა მძღოლს, მისი ტელეფონი ხომ არ იყო, შემდეგ დაზარალებულს თავად მიაწოდა გი------- ტელეფონი დასარეკად. ზვ---- გუ-–-----მა დარეკა, თუმცა სად არ იცის. მან დაზარალებულს არაერთხელ განუმარტა, რომ ტელეფონი გი-----------–----–-–---–ს და მას არ ჰქონდათ, თუმცა ზვ---- გუ-–-----ი კვლავ ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა.--------- ამ სიტუაციაზე გაბრაზდა, გააჩერა ტაქსი და სახლში წავიდა, ხოლო ზვ---- გუ-–-----ი მანქანით გაეკიდა. ვ-–----–----–-- გამზირზე დაინახეს, რომ გი-----------–----–-–---–ი გაჩერებული იყო სიგარეტების ჯიხურთან და სიგარეტს ყიდულობდა, ზვ---- გუ-–-----მაც გააჩერა მანქანა და კვლავ ტელეფონის დაბრუნებას სთხოვდა.---------მ ხელი აუქნია და წინ წავიდა, დაზარალებული კი გაეკიდა. სწორედ ამ დროს გაჩერდნენ სამართალდამცველები და მათ შორის მომხდარი საუბრის გამო ყურადღება გი------- მიაქციეს. შემდეგ გიორგი მანქანისკენ წაიყვანეს, თვითონ ვაჟა-ფშაველაზე წამოვიდა. მოწმის განმარტებით დაზარალებული მხოლოდ ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა. ს------- მოედანთან და ვ-–----–----–-- გამზირზე მას საფულის დაბრუნება არ მოუთხოვია. გი------------–----–-–---–ის მიერ ზვ---- გუ-–-----ის საფულის აღების და გაქცევის ფაქტი არ დაუნახავს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 1 ნოემბერს 04:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირის და ბ----------- კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული იქნა გი-----------–----–-–---–ი. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება ორი ცალი ათ ლარიანი და ხუთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურისაგან. ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ,,ზირაატ ბანკის’’ და ,,მეტრომანის’’ სამგზავრო ბარათები, რკინის მონეტები ორი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრის ოდენობით. ამოღებული ნივთები დაილუქა, რომელზეც დაისვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. აღნიშნული ოქმის სისწორე ხელმოწერით ასევე დაადასტურა ბრალდებულმა გი-----------–----–-–---–მა. ოქმზე შენიშვნები დაფიქსირებული არ არის.
2018 წლის 1 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ზვ---- გუ-–-----ისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელსაც შიდა მხარეს აქვს რამდენიმე სექცია წარწერით ,,--------------------------’’, რომელშიც მოთავსებულია: ,,საქართველოს ბანკის’’ ბარათი, ,,ამერიკან ექსპრესის’’ ბარათი, ,,საქართველოს ბანკის’’ პლასტიკური ბარათი და ,,თიბისი ბანკის’’ პალასტიკური ბარათი. ,,საქართველოს ბანკის’’ და ,,ამერიკან ექსპრესის’’ ბარათს აწერია სახელი და გვარი ,,ზვ---- გუ-–-----ი’’. ამოღებული ნივთები დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. აღნიშნული ნივთები ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიგზავნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვრის ექსპერტის №0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,შავი ფერის საფულე და პლასტიკური ბარათებით, ამოღებული ზვ---- გუ-–-----ისგან...’’ მოთავსებულ საფულეზე (ობ. №1) და საფულეში მოთავსებულ საქართველოს ბანკის ,,EXPRESS MasterCard-ის“ პლასტიკურ ბარათზე (ობ. №2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის გი-----------–----–-–---–ს (ობ. №5; პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში... ბრალდებულ გი-----------–----–-–---–ის, დაბ. 1--- წ. პირის ღრუდან...’’); ამავე საფულეში მოთავსებულ ,,თიბისი ბანკის’’ MasterCard-ისა (ობ. №3) და ,,AMERICAN EXPRESS-ის’’ (ობ. №4) პლასტიკურ ბარათებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №3,4-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. №1,2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №3-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის გი-----------–----–-–---–ს (ობ. №5). ობ. №4-ის პროფილში, გი-----------–----–-–---–ის (ობ. №5) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნი-------–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ თუ პირს კონტაქტი არ ექნება კონკრეტულ ნივთთან, მაშინ ბიოლოგიური მასალა ვერ დარჩება ამ ნივთზე. ერთი ნივთიდან მეორე ნივთზე გენეტიკური პროფილის გადასვლა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ამ საკითხის გასარკვევად დამატებითი კვლევაა საჭირო, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 ნოემბრის ექსპერტის №4-------- დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,,მიცუბიშის’’ სახელმწიფო ნომრით BU-519-BB წინა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გი-----------–----–-–---–ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გი-----------–----–-–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს მეგობარ რევაზ ბე-----–---თან ერთად იყო ბარში, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან აღნიშნული ბარი იკეტებოდა სხვა ბარში ე.წ. ,,ტერასაზე’’ წასვლა გადაწყვიტეს. ჰქონდა დაახლოებით 60 ლარამდე თანხა. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს ტაქსი და შეუთანხმდნენ, რომ ს------- მოედნამდე 5 ლარად გაიყვანდა. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ტაქსის მძღოლს თანხა გადაუხადა და მანქანიდან რომ გადმოდიოდა, მძღოლმა უთხრა არ წასულიყო, რადგან ,,ბარში“ მობილური ტელეფონი ედო და ადგილზე აღარ იყო. მან და მისმა მეგობარმა ჯიბეები ამოიტრიალეს და ზვ---- გუ-–-----ს აჩვენეს, რომ ტელეფონი მათ არ ჰქონდათ. მას და მის მეგობარ რე-------------–---ს, ორივეს ,,სამსუნგი 1--- მოდელის ტელეფონები ჰქონდათ. მან დაზარალებულს დასარეკად თავისი ტელეფონი მიაწოდა, ზვ---- გუ-–-----მა გამოართვა და დარეკა, თუმცა სად არ იცის. მან და რევაზ ბე-----–---მა არაერთხელ განუმარტეს, რომ ტელეფონი მათ არ ჰქონდათ და მოუწოდეს საპატრულო პოლიციაში დაერეკა. ამის მიუხედავად, ზვ---- გუ-–-----ი მათგან კვლავ ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა. აღნიშნულ სიტუაციაზე ,,ნერვები მოეშალა“ და მეგობარს წასვლისკენ მოუწოდა. რე-------------–---ი დაზარალებულის დასაწყნარებლად დარჩა, თვითონ ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ვ-–----–----–-- გამზირზე ტაქსის მძღოლს მანქანა ჯიხურთან გააჩერებინა, გადმოვიდა და სიგარეტი იყიდა. სწორედ ამ დროს მასთან მივიდა დაზარალებული და კვლავ მობილურის დაბრუნება მოითხოვა. ზვ---- გუ-–-----ს ხელი გააშვებინა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს. ამ დროს რევაზ ბე-----–---ი ჯიხურის გვერდით იყო. მისი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საფულე და ერთჯერადი ხელსახოცი. საფულეში არსებული ფულადი თანხა 45 ლარი და რკინის ხურდები მას ეკუთვნოდა. თავდაპირველად საგამოძიებო ორგანოში ტელეფონის ქურდობას ედავებოდნენ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო, რომ საფულის მისაკუთრების ფაქტზე იყო ბრალდებული. გი-----------–----–-–---–ის განმარტებით მას დაზარალებულის საფულესთან ან მის პლასტიკურ ბარათებთან შემხებლობა არ ჰქონია.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით სადავოდ არ მიიჩნიეს, რის გამოც ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლის მიერ გი-----------–----–-–---–ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ გი-----------–----–-–---–მა ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გი-----------–----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება, 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რა დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენით გი-----------–----–-–---–ი გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას ახალი დანაშულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გი-----------–----–-–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია, დაზარალებულის კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობას ადგილი არ ჰქონია და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არასარწმუნო და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს ვერსია მოგონილია მსჯავრდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს ბრალდებულ გი-----------–----–-–---–ის ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს მეგობარ რევაზ ბე-----–---თან ერთად რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს ტაქსი და ს------- მოედნამდე 5 ლარად გაყვანაზე შეუთანხმდნენ. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს თანხა გადაუხადა და მანქანიდან რომ გადმოდიოდა, მძღოლმა უთხრა არ წასულიყო, რადგან ,,ბარში“ მობილური ტელეფონი ედო და ადგილზე აღარ იყო. მან და მისმა მეგობარმა ჯიბეები ამოიტრიალეს და ზვ---- გუ-–-----ს აჩვენეს, რომ ტელეფონი მათ არ ჰქონდათ. მასაც რე-------------–---საც, ჰქონდათ ,,სამსუნგი 1--- მოდელის ტელეფონები. მან დაზარალებულს დასარეკად თავისი ტელეფონი მიაწოდა, ზვ---- გუ-–-----მა გამოართვა და დარეკა, თუმცა სად არ იცის. მან და რევაზ ბე-----–---მა არაერთხელ განუმარტეს, რომ ტელეფონი მათ არ ჰქონდათ და დაზარალებულს საპატრულო პოლიციაში დარეკვისკენ მოუწოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ზვ---- გუ-–-----ი მათგან კვლავ ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა. აღნიშნულ სიტუაციაზე ,,ნერვები მოეშალა“, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა, ხოლო რე-------------–---ი დაზარალებულის დასაწყნარებლად დარჩა. ვ-–----–----–-- გამზირზე ტაქსის მძღოლს მანქანა ჯიხურთან გააჩერებინა, გადმოვიდა და სიგარეტი იყიდა. ამ დროს მასთან მივიდა დაზარალებული და კვლავ მობილურის დაბრუნება მოითხოვა. ზვ---- გუ-–-----ს ხელი გააშვებინა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. ამ დროს რევაზ ბე-----–---ი ჯიხურის გვერდით იყო. მისი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საფულე და ერთჯერადი ხელსახოცი. საფულეში არსებული ფულადი თანხა 45 ლარი და რკინის ხურდები მას ეკუთვნოდა. საგამოძიებო ორგანოში თავდაპირველად ტელეფონის ქურდობას ედავებოდნენ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო, რომ საფულის მისაკუთრების ფაქტზე იყო ბრალდებული. გი-----------–----–-–---–ის განმარტებით მას დაზარალებულის საფულესთან ან მის პლასტიკურ ბარათებთან შემხებლობა არ ჰქონია.
მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებასთან, რომლის გაუზიარებლობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენება სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გი-----------–----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დაზარალებული როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას და ამ ფაქტობრივი გარემოების აღწერისას მის ჩვენებებში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. დაზარალებულმა ზვ---- გუ-–-----მა დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს, კუთვნილი ავტომანქანით რ---------–--- მოძრაობისას გააჩერა ორმა პირმა, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ ს------- მოედანთან ხუთ ლარად გაიყვანდა. ვიდრე აღნიშნული პირები მანქანაში ჩასხდებოდნენ მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნა და ტელეფონი სავარძლებს შორის არსებულ ე.წ. ,,ბარში’’ ჩადო. გი-----------–----–-–---–ი გვერდით, ხოლო თანმხლები პირი უკან მარჯვენა მხარეს დაჯდა. თანხა 5 ლარის ოდენობით უკან მჯდომმა პირმა გადაუხადა, ხოლო ბრალდებულის გადასვლამდე შეამჩნია, რომ ტელეფონი ადგილზე აღარ იდო, უთხრა, რომ ტელეფონი ,,ბარში’’ ედო და დაებრუნებინა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ტელეფონი მას არ ჰქონდა. მან მგზავრებს მიმართა, რომ სანამ ტელეფონს არ იპოვიდა არ გაქცეულიყვნენ და ბრალდებულის მხარეს სავარძლის ქვეშ დაიწყო ძებნა. სწორედ ამ დროს დაინახა, გი-----------–----–-–---–მა მანქანის კარიდან, როგორ აიღო მისი საფულე, გაიქცა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. ავტომატურად მანქანით გაეკიდა, გი-----------–----–-–---–ის მეგობარიც მასთან ერთად წავიდა. იგი ვ-–----–----–-- გამზირზე დაეწია ტაქსს. მანქანებიდან გადმოვიდნენ და ბრალდებულს ტელეფონის და საფულის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. გი-----------–----–-–---–მა ჯიბიდან ამოიღო შავი ნივთი, ნაგვის ურნისკენ გაისროლა და გაიქცა, რა დროსაც პოლიციელები გაეკიდნენ და დააკავეს. მან ურნიდან ამოიღო საფულე, რომელშიც მხოლოდ პლასტიკური ბარათები დახვდა, ხოლო თანხა საფულეში აღარ იდო. აღნიშნული საფულე, რომელშიც 50 ლარამდე ჰქონდა, 2 ათლარიანი კუპიურა, 4 ან 5 ხუთლარიანი კუპიურა, დაკითხვის შემდეგ წარუდგინა გამომძიებელს. 5 ლარიანი კუპიურა, რომელიც გი-----------–----–-–---–ის მეგობარმა გადაუხადა, ტელეფონის ძებნის დროს ინსტინქტურად შარვლის წინა ჯიბეში ჩაიდო.
დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და ამასთან, სრულად თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - მოწმეთა ჩვენებებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებთან, კერძოდ: ნეიტრალური მოწმის - თა----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, ს------- მოედანთან მოძრაობისას დაინახა გაჩერებული ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა, რომელთანაც სამი მამაკაცი იდგა და ერთმანეთში არამეგობრულად საუბრობდა. ერთ-ერთმა ხელი დაუქნია, სწრაფად მივიდა, მას ჩაუჯდა და შეთანხმდნენ, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე გაიყვანდა. სანამ ვ-–----–----–-- გამზირზე შეუხვევდნენ, ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა დაეწია, რომელიც ფარებს უნთებდა. ბრალდებულმა უთხრა, რომ მისი მთვრალი მეგობრები იყვნენ, რომელთაც სიგარეტი უნდოდათ. მანქანა ვ-–----–----–-- გამზირზე სიგარეტის ჯიხურთან გააჩერა, ბრალდებულმა მგზავრობის საფასური - სამი ლარი ხურდა ფულით გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. მგზავრის გადასვლის დროს, ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა მათ გვერდზე, მარცხნივ გაჩერდა და მძღოლი ხმაურით გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა არ იცის შემდგომში რა მოხდა, რადგან მგზავრის გადასვლის შემდეგ წავიდა. პოლიციის თანამშრომლებმა - კა---–-- სი---------ემ, გი---------------ამ და გი--------------–--ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტეს, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირზე მოძრაობისას დაინახეს ჯიხურთან ფარებანთებული ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და იქვე მდგომი ორი ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი ხელებით საუბრობდა. მას შემდეგ, რაც მიუახლოვდნენ ერთ-ერთმა გაქცევა დააპირა, ხოლო მეორემ დაიძახა, რომ საფულე და ტელეფონი გამტაცაო და დახმარება ითხოვა. გაქცეულ პირს გაეკიდნენ და დააკავეს. დაკავებულს განუმარტეს უფლებები და კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარდგენა სთხოვეს, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 45 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც საფულეში არ იდო, ასევე ამოიღეს საფულე პლასტიკური ბარათებით, ხოლო ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გი-----------–----–-–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით, რომელიც შედგება ორი ცალი ათ ლარიანი და ხუთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურისაგან. ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ,,ზირაატ ბანკის’’და ,,მეტრომანის’’ სამგზავრო ბარათები, რკინის მონეტები ორი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრის ოდენობით. 2018 წლის 1 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ზვ---- გუ-–-----ისაგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელსაც შიდა მხარეს აქვს რამდენიმე სექცია წარწერით ,,--------------------------’’, რომელშიც მოთავსებულია: ,,საქართველოს ბანკის’’ ბარათი, ,,ამერიკან ექსპრესის’’ ბარათი, ,,საქართველოს ბანკის’’ პლასტიკური ბარათი და ,,თიბისი ბანკის’’ პალასტიკური ბარათი. ,,საქართველოს ბანკის’’ და „ამერიკან ექსპრესის’’ ბარათს აწერია სახელი და გვარი ,,ზვ---- გუ-–-----ი’’. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა თო--------------–---–მა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,შავი ფერის საფულე და პლასტიკური ბარათებით, ამოღებული ზვ---- გუ-–-----ისგან...’’ მოთავსებულ საფულეზე (ობ. №1) და საფულეში მოთავსებულ საქართველოს ბანკის ,,EXPRESS MasterCard-ის“ პლასტიკურ ბარათზე (ობ. №2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის გი-----------–----–-–---–ს (ობ. №5; პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში... ბრალდებულ გი-----------–----–-–---–ის, დაბ. 1--- წ. პირის ღრუდან...’’); ამავე საფულეში მოთავსებულ ,,თიბისი ბანკის’’ MasterCard-ისა (ობ. №3) და ,,AMERICAN EXPRESS-ის’’ (ობ. №4) პლასტიკურ ბარათებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №3,4-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ. №1,2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. №3-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის გი-----------–----–-–---–ს (ობ. №5). ობ. №4-ის პროფილში, გი-----------–----–-–---–ის (ობ. №5) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული და მოწმეები დაკითხვებისას იყვნენ კეთილსინდისიერნი და მათ სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ობიექტური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყვეს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ გი-----------–----–-–---–ის და რევაზ ბე-----–---ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს აღწერენ ერთნაირად და არ არსებობდა სასამართლოს მიერ აღნიშნულ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. აპელანტის ამ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ბრალდებულ გი-----------–----–-–---–ისა და დაცვის მხარის მოწმე - რევაზ ბე-----–---ის ჩვენებებს შორის არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის და მოწმე რევაზ ბე-----–---ის ჩვენებები ვერ შეფასდება მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარის მოწმე რევაზ ბე-----–---ის ჩვენებით, ს------- მოედანთან მანქანიდან გადმოვიდა, დაინახა, რომ ,,ტერასა“ დაკეტილი იყო, დაუძახა გი-------, კვლავ ზვ---- გუ-–-----ის ტაქსში ჩაჯდა და გი-----------–----–-–---–მა ტაქსის მძღოლს ვ-–----–----–-- გამზირზე წაყვანა სთხოვა, რა დროსაც ზვ---- გუ-–-----ი რაღაცას ეძებდა და მათ ტელეფონის დაბრუნება მოსთხოვა, ხოლო გი-----------–----–-–---–მა განმარტა, რომ თანხის გადახდის შემდეგ მანქანიდან გადადიოდა, რა დროსაც ტაქსის ზვ---- გუ-–-----მა მოპარული ტელეფონის დაბრუნება მოსთხოვა. გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის და მოწმე რევაზ ბე-----–---ის ჩვენებები ვ-–----–----–-- გამზირზე სიგარეტის შეძენასთან დაკავშირებით აშკარად შეუსაბამოა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პოლიციელების ჩვენებებთან, რომელთა თანახმადაც, გი-----------–----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას სიგარეტი ამოღებული არ ყოფილა. მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, გი-----------–----–-–---–ი გაჩერებული იყო სიგარეტების ჯიხურთან და სიგარეტს ყიდულობდა.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს გი-----------–----–-–---–ის და რევაზ ბე-----–---ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ორივეს ,,სამსუნგი 1--- მოდელის ტელეფონები ჰქონდათ. მსჯავრდებულის განმარტებით, მან დაზარალებულს დასარეკად თავისი ტელეფონი მიაწოდა, რომელიც ზვ---- გუ-–-----მა გამოართვა და დარეკა, თუმცა სად არ იცის. აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა არც დაზარალებულ ზვ---- გუ-–-----ის ჩვენებით, რომელმაც დაკითხვისას უარყო გი-----------–----–-–---–ის მობილური ტელეფონით სარგებლობის ფაქტი და არც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულისგან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოღებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები, მოწმეთა ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, პალატა ვერ დარწმუნდა მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის და მოწმე რევაზ ბე-----–---ის ჩვენებების გულწრფელობაში, რის გამოც აღნიშნულ ჩვენებებს არ იზიარებს.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველად გი-----------–----–-–---–ს დაზარალებული ტელეფონის ძარცვას აბრალებდა და მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ გაჩნდა ვერსია საფულეზე, რომელიც მანამდე მოსმენილი არ ჰქონდა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ზვ---- გუ-–-----ის ჩვენება თანხის გატაცების, მათ შორის მის საფულეში არსებული კუპიურების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების - გი---------------ას, გი--------------–--ის და კა---–-- სი---------ის ჩვენებებთან. მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ზვ---- გუ-–-----მა დაიძახა, გი-----------–----–-–---–მა საფულე და ტელეფონი გამტაცაო და დახმარება ითხოვა, ხოლო როგორც საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა და პატაკით დანაშაულის შეტყობინების შესახებ დასტურდება, გამოძიება დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს გი-----------–----–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ზვ---- გუ-–-----ის კუთვნილი საფულისა და მობილური ტელეფონის აშკარა დაუფლების მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარად არალოგიკური და არადამაჯერებელია დაცვის მხარის ვერსია, რომ დაზარალებულმა თანხის ძარცვის შესახებ განაცხადა ტელეფონის გამო ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობაში მიცემის შიშით. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ზვ---- გუ-–-----მა იცრუა სასამართლოს წინაშე და მას ამოძრავებდა მსჯავრდებულისთვის დანაშაულის დაბრალების ინტერესი. რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის მხრიდან რაიმე დაინტერესებაზე მიუთითებდა არც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, თითქოს სასამართლოს არ უმსჯელია პოლიციელთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულყოფილად შეაფასა, დეტალურად და არგუმენტირებულად იმსჯელა, რასაც პალატა სრულად ეთანხმება.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, ბიოლოგიური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ექსპერტის ჩვენება, პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტმა ნი-------–----ემ, რომელმაც დაადასტურა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მიუთითა, რომ თუ პირს კონტაქტი არ ექნება კონკრეტულ ნივთთან, მაშინ ბიოლოგიური მასალა ვერ დარჩება ამ ნივთზე. ექსპერტის განმარტებით, ერთი ნივთიდან მეორე ნივთზე გენეტიკური პროფილის გადასვლა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ამ საკითხის გასარკვევად დამატებითი კვლევაა საჭირო.
პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ გი-----------–----–-–---–ის მიერ ფულის გადახდით პლასტიკურ ბარათზე მისი გენეტიკური პროფილის გადასვლის თეორიული დაშვება წარმოადგენს დაუსაბუთებელ ვარაუდს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს, მისივე ჩვენებით გადახდილი ხუთ ლარიანი კუპიურა საფულეში არ მოუთავსებია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გი-----------–----–-–---–ის მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება რაც არათუ უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და უტყუარობაზე, რაც საბოლოოდ მსჯავრდებულის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას გი-----------–----–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და გი-----------–----–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნა------------–---–ის და და----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი გი-----------–----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი-----------–----–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნა------------–---–ის და და----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი გი-----------–----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გი-----------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 800 ლარის ოდენობით და გი-----------–----–-–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი-----------–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2017 წლის 1 ნოემბრიდან.
გი-----------–----–-–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
გი-----------–----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - ფულადი თანხა 47.90 ლარის ოდენობით, შავი საფულე მასში მოთავსებული ,,ზირატ ბანკის’’ და ,,მეტრომანის’’ ბარათი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
ზვ---- გუ-–-----ისგან ამოღებული შავი საფულე, მასში მოთავსებული საბანკო ბარათებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ზვ---- გუ-–-----ის ავტომანქანიდან ამოღებულის სუნის კვალი ორ ქილად, ხელის კვალი 17 დაქტილოფირზე, გი-----------–----–-–---–ის ნერწყვის და სუნის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე