მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა
სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლი · სსკ 237
თავი XXX — დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
1. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის
კანონი №3705 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი № 4007 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(316)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 316-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-408აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2025
ქ–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით: 2.1.
საქმე №2კ-123აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2025
…სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ და მე-4 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის…
საქმე №2კ-1117აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2025
…სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქმე №2კ-206-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
…და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; 5.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; 5.1.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; 5.1.6. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; 5.1.7. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქმე №2კ-174-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
…1721 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−2351 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−2552 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე…
საქმე №2კ-144-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2024
საქმე №2კ-70-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2024
საქმე №2კ-293აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №2კ-437აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
საქმე №21აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2023
საქმე №2კ-618აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2023
საქმე №ას-1423-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
საქმე №33აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
საქმე №2კ-54-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2022
საქმე №2კ-697აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
საქმე №2კ-699აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2022
საქმე №6აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
საქმე №2კ-146აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2022
საქმე №68აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2022
საქმე №63აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
საქმე №81აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2021
საქმე №2კ-833აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2021
საქმე №2კ-273-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №2კ-314-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2021
საქმე №535აპ-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2020
საქმე №2კ-140აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2020
საქმე №2კ-180აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2020
საქმე №2კ-760აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2020
საქმე №2კ-625აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2020
საქმე №2კ-98აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2019
საქმე №41აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2018
საქმე №33აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2018
საქმე №96აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
საქმე №2კ-532აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2018
საქმე №2კ-452აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2018
საქმე №2კ-264აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2017
საქმე №2კ-198აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2017
საქმე №2კ-114აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2017
საქმე №2კ-697აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 316-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 237, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-237/