ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190141122005766490
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№541-22 ქ. თბილისი
ჭ. გ., 541-22 24 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ გ. ჭ.ს ერთობლივად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 22 მაისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-59-ე მუხლების საფუძველზე 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელი და გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით მისჯილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 7 წელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2002 წლის 22 მაისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“, „ო“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 19-379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2007 წლის 8 თებერვლიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რასაც დაემატა 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - 25 წელი, 1 თვე, 4 დღე და გ. ჭ.ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლით, 1 თვითა და 4 დღით.
6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის - 30 წლით თავისუფლების აღკვეთისა და ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი 30 წელი, 2 თვე და 11 დღე და საბოლოოდ გ. ჭ.ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ. ჭ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 2 თვითა, 11 დღით - შემცირდა ¼-ით და გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) გ. ჭ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაზესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად მიემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 6 თვე, 19 დღე (2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით) და საბოლოოდ გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 7 დღით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან.
14. 2022 წლის 10 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ჭ.მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენება.
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს შუამდგომლობა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
16. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ამ მუხლზე ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან რა ნაწილი არის დამატებული მომდევნო განაჩენებით დაკისრებულ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელებზე, ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი სრულად უნდა იქნეს ამნისტირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამაკვე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141- ე, 142-ე−1443 , 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−2552 , 280-ე, 353-ე, 378- ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ძირითად სასჯელზე, დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, გ. ჭ.ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან ერთად, ასევე მსჯავრი დაედო - საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მოცემული მუხლით მას სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ყველა მუხლით განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო - 3 წელი და 1 თვე). მოგვიანებით, მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო - 11 თვე) ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - 23 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო - 2 თვე), თავის მხრივ, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 25 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ გ. ჭ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო - 2 თვე) - შემცირდა ¼-ით და გ. ჭ.ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი არის - 1 თვე და 15 დღე), რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
5. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე - 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე - ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განსაზღვრული შეღავათი, ვინაიდან მან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2004 წლის 1 იანვრამდე და, ამასთან, არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო მუხლს, მაგრამ ამავე დროს, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციულ წილს (ამ განაჩენით მას სასჯელი დაეკისრა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით და საბოლოოდ მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ასევე, მოგვიანებით - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობით ამავე მუხლით შეფარდებული სასჯელის პროპორციულ წილს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით განსაზღვრული შეღავათის გათვალისწინებით, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან საბოლოოდ წარმოადგენს - 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, გ. ჭ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისა და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილის - 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისგან.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინება გაუქმდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენში გ. ჭ-ს მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. გ. ჭ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილის - 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთისგან;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ჭ-სათვის ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 (თერთმეტი) წელი, 5 (ხუთი) თვე, 4 (ოთხი) დღე და საბოლოოდ გ. ჭ.ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით, 10 (ათი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2021 წლის 12 აპრილიდან;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე