ამნისტიის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.06.2011 ბოლო ცვლილება 25.05.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4753-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080050000.05.001.016348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628014, 28/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ა გან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს.

    მუხლი 1

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო ნათესავი“.

სა ქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომ ე ლმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინ ა 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომ ე ლმაც აღნიშნული დანაშაულის 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულზე ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის დაწყებული გამოძიება.

    მუხლი 3

თუ ამნისტიის მოთხოვნით განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს შესაბამისი პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამ ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

    მუხლი 4

ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი​        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 14 ივნისი.

№4753 –Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. სა ქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამნისტიის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2012.
როდის იქნა მიღებული „ამნისტიის შესახებ“?
„ამნისტიის შესახებ“ მიღებულია 14.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4753-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 080050000.05.001.016348.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამნისტიის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.05.2012-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამნისტიის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ამნისტიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“, №4753-Iს, 14.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.016348 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1387235/