ამნისტიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.06.2011 ბოლო ცვლილება 25.05.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4753-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080050000.05.001.016348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628014, 28/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ა გან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს.

    მუხლი 1

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობ ის ა და სასჯელის ა გან გათავისუფლდება ის პირი, რომ ე ლიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებ ს მ ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი ს, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/ და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო ნათესავი“.

    მუხლი 2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომ ე ლმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინ ა 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომ ე ლმაც აღნიშნული დანაშაულის 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულზე ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის დაწყებული გამოძიება.

    მუხლი 3

თუ ამნისტიის მოთხოვნით განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს შესაბამისი პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამ ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

    მუხლი 4

ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 14 ივნისი.

№4753 –I