1. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე
. (
ძალადაკარგულია
378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №845 – სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.39
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3125
–
ვებგვერდი, 11.07.2018