1. აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით (ანაბრით, ანგარიშით) საბანკო ოპერაციის განხორციელება საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა ან განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.