განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002338292
საქმე №1/ბ-665--8
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-------------–---–ის
ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ვ--–---------------ის
მონაწილეობის გარეშე,მსჯავრდებულ ვ--–---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ა---––--------------------- და მცხოვრების: ა---––----------------–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ვ--–---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) სათის ოდენობით.
ვ--–---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა აღწერილი ქონების დამალვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 17 ნოემბერს ქ-----––---–-------------–----------ში მცხოვრებმა ვ--–---------------მა სს „ლ-------------თან„ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად სესხის სახით აიღო 4800 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც საბანკო დაწესებულებაში საგარანტიო ნივთად ჩადო მისი კუთვნილი მ----------- მოდელის ა/მანქანა სახ. N –----------. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვ--–---------------მა დაარღვია საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღარ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხას, ასევე აღმასრულებელს დაუმალა აღწერილი ქონების, კერძოდ ა/მანქანა მ----------- ადგილმდებარეობა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა, რომლემბაც ითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს არ განუხორციელებია ქონების აღწერა, შესაბამისად არ შეუდგენია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი და ეს ქონება მინდობილი პირისთვის არ გადაუცია. აღმასრულებელმა ასევე განმარტა, რომ ვ--–---------------თან სატელეფონო საუბრისას მიიღო ინფორმაცია, რომ გადასაცემი ა/მანქანა მოყვა ავტოავარიაში და ეს მანქანა უკვე რამოდენიმე თვეა წაღებული აქვს შესაკეთებლად ავტოავარიაში დამნაშავე მძღოლს. ვ--–---------------მა კი განმარტა, რომ აღმასრულებლისათვის არავითარი უარი არ უთქვამს მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და ასეთ უარს ვერც ეტყოდა, რადგან ვ--–---------------მა თავად არ იცოდა თუ კონკრეტულად სად და რა მისამართზე იყო განთავსებული ა/მანქანა. აღმასრულებელმა ასევე განაცხადა, რომ სააღრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არანაირი ოქმი არ შეუდგენია. აქედან გამომდინარე ვ--–---------------ს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ დაურღვევია და ვერც დაარღვევდა სააღრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მოთხოვნებს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ვ--–---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
მოწმე დ-------------–---–ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 07 ნოემბერს წარმოებაში მიიღო კრედიტორ სს“ლ-------------ის“ წარმომადგენლის, დირექტორის მოადგილის ზ------------------ის მიერ წარმოდგენილი N 0----- გირავნობის მოწმობა, გაცემული შსს მომსახურეობის სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს, რომლის საფუძველზე, მოვალე - ვ--–---------------ის სახელზე რიცხული, ა/სატრანსპორტო საშუალება მ--------------–--------სახ.ნომრით R-------- უნდა ჩამოერთვას მესაკუთრეს და გადაეცეს კრედიტორს სს“ ლ-------------ის“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2017 წლის 08 ნოემბერს მოვალეს ვ--–---------------ს მის რეგისტრირებულ მისამარეთზე ქ-----––-----------------------ში საქ.ფოსტით გაეგზავნა წინადადება გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარმოდგენის მოთხოვნით, რომელიც დაუბრუნდა ჩაუბარებელი სახით, მითითებით - „მისამართზე ცხოვრობენ სხვა პირები.“ 2017 წლის 15 ნოემბერს მოვალეს გაეგზავნა წინანადადება გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარდგენის მოთხოვნით კრედიტორის მიერ მიწოდებულ ნომერზე, რა დროსაც უპასუხა პიროვნებამ, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ვ--–---------------ი და ცხოვრობდა ქ------––---–-------------–--------ში. მის მიერ მოვალეს სრულად ეცნობა სააღსრულებო წარმოების შინაარსი, მისი მოვალეობა გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარმოდგენის შესახებ და დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. ვ--–---------------მა განმარტა, რომ გირავნობით დატვირთული ქ/მანქანა რამოდენიმე თვის წინ დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, იმყოფება ხელოსანთან და ზუსტი ადგიმლდებარობა არ იცის, გაარკვევს დღის ბოლომდე და აცნობებს თუ სად იმყოფებოდა ა/მანქანა. ვინაიდან მოვალე არ დაუკავშირდა და არ აცნობა ა/მანქანის ადგილსამყოფელი 2017 წლის 14 ნოემბერს 18:01 საათზე განმეორებით დაუკავშირდა მოვალე ვ--–----------------ს და ითხოვა მიეწოდებინა იფორმაცია გირავნობის საგნის ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც ვ--–---------------მა კატეგორიული უარი განაცხადა. ვინაიდან არ შესრულდა მოვალის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება 2017 წლის 19 დეკემბერს 09:40 სთ- ზე პირადად გამოცხადდა ქ-----––---–---------------–-----------------ში, ადგილზე იმყოფებოდა ვ--–---------------ის დედა ჟ------------------, რომელმაც ჩაიბარა მისი წერილობითი შეტყობინება შვილზე გადასაცემად და განაცხადა, რომ მისი შვილი ცხოვრობს ქ.----––---–-------------–----------ში და გირავნობით დატვირთული ა/მანქანის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. იმავე ადგილზე მოვალის საცხოვრებელი ბინიდან 09:49-სთ-ზე მისი პირადი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ვ--–---------------ს და სთხოვა გამოცხადებულიყო ადგილზე გასაუბრების მიზნით, რა დროსაც ვ--–---------------მა განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ადგილზე გამოცხადებას, ვინაიდან იმყოფებოდა სახლიდან მოშორებით. მოვალე ვ--–---------------ს კიდევ ერთხელ განუმარტა მისი უფლება მოვალეობა გირავნობის საგნის წარმოდგენის შესახებ და კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რაზეც მოვალემ განაცხადა, რომ არ წარმოადგენდა გირავნობის საგანს და არ ეტყოდა სად იმყოფებოდა ა/მანქანა, ვინაიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ არანაირი სახის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა, აგრეთვე აღმასრულებელს არ აქვს უფლება ემუქრებოდეს და საცხოვრებელ მისამართზე აკითხავდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან ვ--–---------------მა არ წარმოადგინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ნივთი და არც წერილობითი ინფორმაცია და არც ზეპირი ინფრომაცია, თუ სად იმყოფებოდა აღნიშნული ნივთი, სააღსრულებო შესახებ საქ.კანონის 83-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად 2017 წლის 29 დეკემბერს საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას. როდესაც სესხზე მიმდინარეობს აღსრულება და კრედიტორი ითხოვს ნივთის მოვალისათვის ჩამორთმევას, მისი ინფორმაციით კრედიტორი ვალდებული არ არის მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია, გირავნობის საგნის მასთან წარდგენამდე, მისი ახალი ღირებულების განსაზღვრამდე. თუ მოვალის მიერ სრულად დაიფარება კრედიტორთან არსებული დავალიანება, კრედიტორი მოითხოვს აღსრულების შეწყვეტას და შესაძლებელია გირავნობის საგანი დარჩეს ვ--–---------------ის საკუთრებაში და გაუქმდეს ქ/მანქანაზე არსებული გირავნობა.
დაცვის მხარემ - მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმი გახადა უდავოდ.
მოწმე შ------–----–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2017 წლის 18 ივლისს ქ. თბილისში კახეთის გზატკეცილზე, მის მფლობელობაში არსებული ჰ--------------ს მარკის ავტომანქანით, სახ.ნომრით T---------- მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ვ--–---------------თან, რომელიც გადაადგილდებოდა მ----------- მარკის ავტომანქანით სახ.ნომრით R--------,. ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მისი - შ-----–----–----ის ბრალეულობით, შესაბამისად ავტომანქანის შეკეთება დაეკისრა მას, რის გამოც 2017 წლის ზაფხულშივე გადაიყვანა შესაკეთებლად აფრიკის დასახლებაში გუმათგესის 14- ში არსებულ პროფილაქტიკაში. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის შეკეთება გაიწელა დროში და დღესაც აღნიშნულ ავტოპროფილაქტიკაში დგას ავტომანქანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანის, რომელსაც ის დაეჯახა, მფლობელი და მძღოლი იყო ვ--–----------------ი.
2016 წლის 17 ნოემბრის #10------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------სა და ვ--–---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ვ--–----------------ზე სესხის სახით გაიცა 4800 ლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხის შეტანით 386.91 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადით 2018 წლის 17 მაისამდე.
2016 წლის 17 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულება N10------ თანახმად, 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------იდან აღებული სესხის სანაცვლოდ ვ--–---------------მა საბანკო დაწესებულებაში საგარანტიო ნივთად ჩადო თავისი კუთვნილი მ----------- მოდელის ა/მანქანა სახ. N –----------. გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, საგირავნო საგანს წარმოადგენს ვ--–---------------ის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მ-------------–-------, სახელმწიფო ნომრით R--------.
დანართი N1-გირავნობის საგნის აღწერა N10------ თანახმად, გირავნობის საგნის აღწერა N10------ წარმოადგენს 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------სა და ვ--–---------------ს შორის გაფორმებულ გირავნობის ხელშეკრულების დანართს. აღწერილი გირავნობის საგანია - ავტოსატრანსპორტო საშუალება, მოდელი - M------------- ტრანსპორტის ნომერი - R--------, დამგირავებელი ვ--–----------------ი.
გირავნობის მოწმობა N 0----- - თანახმად, საგირავნო საგანს წარმოადგენს ვ--–---------------ის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მ--------------–--------, სახელმწიფო ნომრით R--------, გირავნობა რეგისტრირებულია 2016 წლის 17 ნოემბერის N 10------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოგირავნე ს.ს „ლ-------------ი“, დამგირავებელი ვ--–---------------ი.
2018 წლის 23 იანვრის ცნობა დავალიანების შესახებ და ამონაწერი ანგარიშიდან თანახმად, 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით ვ--–---------------ის პ/ნ (4----------) სესხის ხელშეკრულება N 10------) ჯამური დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ შეადგენს 4775,10 ლარს ვადაგადაცილება დაწყებულია 2017 წლის 17 აგვისტოდან.
2016 წლის 15 მარტის სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება N -- - რომლის თანახმადაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა წერილობითი სააღსრულებო ხელშეკრულება, კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–სა და ს.ს „ლ-------------ს“ (ს/ნ 2--------- შორის.
2017 წლის 07 ნოემბრის N 9----- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ, - თანახმადაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინათ სააღსრულებო ფურცელი, გამომცემი ორგანო სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, სააღსრულებო ფურცლის N 0-----, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი 12.10.2017, მოთხოვნა: მოვალე ვ--–---------------ის სახელზე რიცხული გირავნობის მოწმობაში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვალისაგან ამოღება და კრედიტორ ს.ს „ლ-------------ისათვის“ გადაცემა, ყველა იძულებითი სააღსრულებო მოქმედების, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყონებლივ დაკავებაზე გადაცემის გზით.
კერძო აღმასრულებლის დ--------------–---–ის 2017 წლის 07 ნოემბრის N A------------------------------–-–-------------------------------------- წერილები - ვ--–---------------ს, - რომლის თანახმადაც გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, N 0----- გირავნობის მოწმობის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალება მ-------------–-------- სახელმწიფო ნომრით R------- მოგირავნე ს.ს „ლ-------------სათვის“ (ს/კ 2--------- გადაცემის თაობაზე.
2017 წლის 14 ნოემბრისა და 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ - თანახმად, ვ--–----------------მა უარი განაცხადა გირავნობის საგნის წარმოდგენაზე და გირავნობის საგნის - ავტომანქანის ადგილსამყოფელის თქმის შესახებ.
2018 წლის 31 იანვრის შსს ახალციხის რაიონული სამართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი, - თანახმად ვ--–---------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა მ-------------–-------- ნამდვილად აღმოჩნდა შ-----–----–----ის მიერ დასახელებულ მისამართზე - ქ------–----------------------–-----------------------ში.
ვ--–----------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, შუამდგომლობით ბრალდებულ ვ--–---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ახალციხის რაიონული პროკურატურის მომართვით და კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–ის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციით ვ--–---------------ზე, მიმართვით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ვ--–---------------თან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, პასუხით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ვ--–---------------ის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
ვ--–---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან არ იცოდა აღნიშნული ავტომანქანის (მ----------- მოდელის სახ.N R------) ადგილსამყოფელი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ--–---------------ს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ დაურღვევია და ვერც დაარღვევდა სააღრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მოთხოვნებს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს. 2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს. 3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ 2017 წლის 17 აგვისტოდან, ვ--–---------------სა და ს.ს ლ-------------ს შორის დაირღვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 2017 წლის 18 ივლისს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და დაზიანდა გირავნობის საგანი, რა დროსაც ვ--–---------------მა არ შეატყობინა მოგირავნეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გირავნობის ხელშეკრულების 5.2 და 5.3 პუნქტის თანახმად დამგირავებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ გირავნობის ხელშეკრულებას დებენ განცხადებისა და გარანტიებზე დაყრდნობით და თვლიან მათ გირავნობის ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებების და გარანტიების დარღვევა საკმარის საფუძველს წარმოადგენს ბანკის მიერ ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივი უარის სათქმელად. ბანკის მიერ კრედიტის გამოთხოვის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა დაბრუნდეს ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი კრედიტი, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიო და დაკისრებული პირგასამტეხლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ასეთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ბანკის საკუთრებაში გადაცემა. სააღსრულებო წარმოება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–ის მიერ, თუმცა ვერ მოხერხდა ვ--–---------------ისაგან საგირაო საგნის ამოღება, იმ მოტივით, რომ ვ--–---------------ის განმარტებით იგი არ ფლობდა ინფორმაციას ავტომანქანის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რადგან იმ პიროვნებას, რომელთანაც მოუხდა შეჯახება, ავტომობილი შესაკეთებლად ჰყავდა წაყვანილი და გადაჰყავდა სხვადასხვა სახელოსნოებში, თუმცა მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ზაფხულის თვეშივე გადაიყვანა ავტომობილი ა----------------–----------------------ში არსებულ ავტოპროფილაქტიკაში, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის შეკეთება გაიწელა დროში და დღესაც აღნიშნულ ავტოპროფილაქტიკაში დგას ავტომანქანა. ამ ფაქტს აგრეთვე ადასტურებს შსს ახალციხის რაიონული სამართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი, - რომლის თანახმადაც ვ--–---------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა მ-------------–-------- ნამდვილად აღმოჩნდა შ-----–----–----ის მიერ დასახელებულ მისამართზე - ქ------–----------------------–-----------------------ში. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ვ--–---------------ის მიერ მიცემულ ჩვენებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვ--–---------------ი არ ფლობდა ინფორმაციას ექვსი თვის განმავლობაში ავტომანქანის ადგილსამყოფელის შესახებ და ვერ აცნობა აღმასრულებელს მისი მისამართი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ--–---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ--–---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (აღწერილი ქონების დამალვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ ვ--–---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ვ--–---------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ--–---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ვ--–---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) სათის ოდენობით.
ვ--–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმებულია.
ვ--–---------------ის მიერ სასჯელის მოხდაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი