განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100120003386855
საქმე N1/1-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი 20-0 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე
პროკურორი - ზ------ შ--–---------
ბრალდებული - თ----- გ-------------
ადვოკატი - ი-----–- შ-----–--
ბრალდებული: თ-----ი გ-------------
მამის სახელი: ი-------
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
პირადი ნომერი: 0----------
განათლება: ტ----------
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- საქართველო, რაიონი- ა-------–------, ქუჩა/მასივი- ბ--------–----რ---, სახლი კორპუსი N--, ბინა N-
ფაქტორბივი საცხოვრებელი მიმართი: ქვეყანა- საქართველო, რაიონი- ა-------–------, ქუჩა/მასივი- ბ--------–----რ---, სახლი კორპუსი N--, ბინა N-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით (ანაბრით, ანგარიშით) საბანკო ოპერაციის განხორციელება საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურის მიერ
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შსს ა-------–------ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------------ საქმესთან დაკავშირებით, ა-------–-----–-, ბ--------–----რ---- ქუჩაზე, ამავე სამმართველოს გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, 2--- წლის 0- ნოემბერს აღწერილ იქნა, წიფლის ჯიშის დაჩეხილი 2.573 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და ქონება შესანახად ჩაბარდა თ----- გ-------------, რომელსაც განემარტა სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ამ ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონოდ გადაცემისათვის. ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2- იანვრის განაჩენით ხსენებული საშეშე მერქანი მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. საქართველოს ფ-------- ს------------- მ-------------- სააგენტოს თანამშრომელების მცდელობის მიუხედავად ვერ იქნა მოძიებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონება მოცულობით, 2.573 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის საშეშე მერქანი, რადგან ზამთრის პერიოდში თ----- გ-------------- გაფლანგა იგი, რამაც 150 ლარის ზიანი გამოიწვია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა თ----- გ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ----- გ-------------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ თ----- გ-------------ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან.
შესამამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2--- წლის 2- დეკემბერის წინასასამართლო სხდომის ოქმი. ს.ფ 88-94)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ თ----- გ-------------ს მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: მოწმეების, გ------- გ-----–----, გ-----------–---–--, ბრალდებულ თ----- გ-------------ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თ----- გ-------------ს მონაწილეობით და ფოტოილუსტრაცია; თ----- გ-------------ს ნასამართლეობის ცნობა; თ----- გ-------------ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობა; ცნობა შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; ცნობა სოციალური მ-------------- სააგენტოდან; ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2- იანვრის განაჩენი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; თ----- გ-------------ს გასაუბრების ოქმი; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი; წერილი ფ-------- ს------------- მ-------------- სააგენტოს; მიმართა ა-------–------ს რაიონულ სასამართლოს; მიმართვა სოციალური მ-------------- სააგენტოს; დადგენილება თ----- გ-------------ს ბრალდების შესახებ; ბინაზე გადამოწმების ოქმი და სხვა
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლით კრიმინალიზებულია აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა.
განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ აღწერილი ან დაყადარებული ქონების გაფლანგვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება დანაშაულის საგნის, ანუ აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის მომენტიდან. ქმედების სუბიექტი არის- პირი ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება გადაეცა ხელწერილით შესანახად. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს- პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის უკანონო ქმედებას, ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესების მოტივით.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- გ-------------- ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ----- გ------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
თ----- გ-------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ბრალდებული არასდროს ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არასდროს ყოფილა ადმინისტრაციულ სახდელდადებული და რომ ბრალდებული ირიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ----- გ------------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ----- გ-------------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
თ----- გ------------- აღიარებს და ინანიებს მომხდარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით თ----- გ-------------ს მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის სსსკ-ის 258-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული თ----- გ------------- (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადეობისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით
2.გაუქმდეს თ----- გ-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ლ. ასათიანის N14) .
მოსამართლე : ლეილა გურგუჩიანი