თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაყადაღების, ამოღების და კონფისკაციის ზომები ასევე მოიცავდეს:
a) ქონებას, რომლადაც გარდაიქმნა ან გადაიქცა ამგვარი შემოსავალი;
b) კანონიერი წყაროებით შეძენილ ქონებას, თუ შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ შეერია ასეთ ქონებას, შერეული შემოსავლის შეფასებული ღირებულების ფარგლებში;
c) დანაშაულებრივი შემოსავლისგან მიღებულ მოგებას ან სხვა სარგებელს, ქონებას, რომლიდანაც გარდაიქმნა ან გადაიქცა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი ან ქონებას, რომელსაც შეერია შერეული შემოსავლის შეფასებული ღირებულების ფარგლებში, იმავე გზით და იმავე ზომით, როგორც შემოსავალ