1.  თითოეული მხარე მიიღებს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ კონფისკებულ იქნეს:

(a)   შემოსავალი, რომელიც მიღებულია იმ სამართალდარღვევათა ჩადენის შედეგად, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, ან საკუთრება, რომლის ღირებულებაც შეესაბამება ამგვარი შემოსავლის ღირებულებას;

(b)   ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მასალები და მოწყობილობა ან სხვა საშუალებები, რომლებიც რაიმენაირად გამოიყენება, ან რომელთა რაიმენაირად გამოყენებაც განზრახულია იმ სამართალდარღვევათა ჩადენისას, რომლებიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი.

2.  თითოეული მხარე მიიღებს აგრეთვე იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რათა მის კომპეტენტურ ორგანოთათვის შესაძლებელი გახდეს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული შემოსავლის, საკუთრების, საშუა-ლებების ან ნებისმიერი სხვა საგნების გამოვლენა, კვალის მიგნება და გაყინვა ან დაყადაღება მათი შემდგომი კონფისკაციის მიზნით.

3.  ამ მუხლში მოხსენიებული ზომების განსახორციელებლად, თითეული მხარე თავის სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს აღჭურავს უფლებამოსილებით, გასცენ განკარგულება საბანკო, ფინანსური ან კომერციული დოკუმენტების ხელმისაწვდომად გახდის ან დაყადაღების თაობაზე. მხარემ უარი არ უნდა თქვას ამ პუნქტის დებულებათა თანახმად მოქმედებაზე საბანკო საიდუმლოს შენახვის აუცილებლობის მიზეზით.

4.   (ა) თანახმად მოთხოვნისა, გაკეთებულისა ამ მუხლის მიხედვით მეორე მხარის მიერ, რომელსაც იურისდიქცია აქვს სამართალდარღვევაზე, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შემოსავალი, საკუთრება, საშუალებები ან ნებისმიერი სხვა საგნები, მოხსენიებული ამ მუხლის 1-ლ პუნქტში, უნდა:

(i)   წარუდგინოს მოთხოვნა თავის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის თაობაზე განკარგულების მიღების მიზნით და, თუკი ამგვარი განკარ-გულება გაცემული იქნა, აღასრულოს იგი; ან

(ii)   წარუდგინოს თავის კომპეტენტურ ორგანოებს, მოთხოვნილი ზომა-ხარისხით მისი აღსრულების მიზნით, კონფისკაციის თაობაზე განკარგულება, გაცემული მომთხოვნი მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმდენად რამდენადაც იგი შეეხება 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ შემოსავალს, საკუთრებას, საშუალებებს ან ნებისმიერ სხვა საგნებს, მდებარეს მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე.

(b)    თანახმად მოთხოვნისა, გაკეთებულისა ამ მუხლის მიხედვით მეორე მხარის მიერ, რომელსაც იურისდიქცია აქვს სამართალდარღვევაზე, რომელიც ასეთად მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არის ცნობილი, მოთხოვნის მიმღები მხარე მიიღებს ზომებს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული შემოსავლის, საკუთრების, საშუალებების ან ნებისმიერი სხვა საგნების გამოსავლენად, კვალის მისაგნებად და გასაყინად ან დასაყადაღებლად იმ  მიზნით, რათა განკარგულება მათი შემდგომი კონფისკაციის თაობაზე გაიცეს ან მომთხოვნი მხარის მიერ, ან, ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის თანახმად, მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ.

(c)  ამ მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში გათვალისწინებული გადაწყვეტილებები და ზომები მიიღება მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ, თანახმად და საფუძველზე მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებებისა და საპროცედურო ნორმებისა ან ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებისა, შეთანხმებისა ან მორიგებისა, რომელსაც სავალდებულო ძალა შეიძლება ჰქონდეს მისთვის მომთხოვნ მხარესთან მიმართებაში.

(d)  მე-7 მუხლის 6-19 პუნქტები გამოიყენება მუტატის მუტანდის.  მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, ამ მუხლის თანახმად გაკეთებულ მოთხოვნაში უნდა შევიდეს:

(i)   ამ პუნქტის (a) (i) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, აღწერა საკუთრებისა, რომლის კონფისკაციაც უნდა მოხდეს, და იმ ფაქტების ჩამონათვალი, რომელთაც მომთხოვნი მხარე ეყრდნობა და რომლებიც საკმარისია იმისთვის, რომ მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეეძლოს, ეცადოს მიაღწიოს განკარგულების გამოტანას მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად;

(ii)   (a) (ii) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, იურიდი-ულად მისაღები ასლი მომთხოვნი მხარის მიერ გაცემული კონფისკაციის თაობაზე განკარგულებისა, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება, ფაქტების ჩამონათვალი და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ზომა-ხარისხით არის მოთხოვნილი განკარგულების აღსრულება;

(iii)  (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნის შემთხვევაში, იმ ფაქტების ჩამონათვალი, რომელთაც მომთხოვნი მხარე ეყრდნობა, და მოთხოვნილ ქმედებათა აღწერა.

(e)    თითოეული მხარე გენერალურ მდივანს მიაწვდის ტექსტს ნებისმიერი მისი კანონისა და სამართლებრივი ნორმისა, რომლის ძალითაც ეს პუნქტი მოქმედებაში შედის, და ამგვარი კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ნებისმიერი შემდგომი ცვლილებების ტექსტს.

(f)   თუ რომელიმე მხარე ამჯობინებს, ამ პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში მოხსენიებული ზომების მიღება განაპირობოს შესაბამისი ხელშეკრულების არსებობით, ამ მხარემ მოცემული კონვენცია უნდა მიიჩნიოს აუცილებელ და საკმარის სახელშეკრულებო ბაზად.

(g) მხარეები ეცდებიან დადონ ორმხრივი, და მრავალმხრივი ხელშეკრულებები, შეთანხმებები ან მორიგებები, რათა გაზარდონ ამ მუხლის თანახმად განხორცი-ელებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობა.

5.  (a) ამა თუ იმ მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ან მე-4 პუნქტის მიხედვით კონფისკებულ შემოსავალს ან საკუთრებას განკარგავს ეს მხარე თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების თანახმად.

(b)  მეორე მხარის მოთხოვნით ამ მუხლის თანახმად მოქმედებისას, მხარეს შეუძ-ლია განსაკუთრებით განიხილოს ისეთ შეთანხმებათა დადება, რომლებიც შეეხება:

(i)  ამგვარი შემოსავლისა და საკუთრების ღირებულების, ან ამგვარი შემოსავლის ან საკუთრების გაყიდვით მიღებული სახსრების, ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას სამთავრობათაშორისო ორგანოთათვის, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან და ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლაზე არიან სპეციალიზებულნი;

(ii)  სხვა მხარეებისთვის გაზიარებას, რეგულარულად ან ცალკეულ შემთხვევებში, ამგვარი შემოსავლისა ან საკუთრებისა, ან სახსრებისა, რომლებიც მიღებულია ამგვარი შემოსავლის ან საკუთრების გაყიდვით, თანახმად მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა, ადმინისტრაციული პროცედურებისა, ან ამ მიზნით დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებისა.

6.  (a) თუ შემოსავალი გარდაიქმნა ან კონვერტირდა სხვაგვარ საკუთრებად, მაშინ ამ მუხლში მოხსენიებული ზომები გამოიყენება ამგვარი საკუთრების, და არა შემოსავლის მიმართ.

(b)  თუ შემოსავალი შეერია კანონიერი გზით შეძენილ საკუთრებას, ამგვარი საკუთრება, დაყადაღებასთან ან გაყინვასთან დაკავშირებული ამა თუ იმ უფლებამოსილებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფისკაციას ექვემდებარება იმ მოცულობით, რომელიც ამ შერეული შემოსავლის ღირებულების ტოლია.

(c)  შემოსული მოგება ან სხვა სარგებელი, რომელიც მიღებულია:

(i)  შემოსავლისგან;

(ii)   საკუთრებისგან, რომლადაც გარდაიქმნა ან კონვერტირდა შემოსავალი; ან

(iii)  საკუთრებისგან, რომელსაც შემოსავალი შეერია,აგრეთვე ექვემდებარება ამ მუხლში მოხსენიებულ ზომებს, ისეთნაირადვე და ისეთივე ზომა-ხარისხით, როგორც შემოსავალი.

7.  თითოეულ მხარეს შეუძლია განიხილოს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მტკიცების ტვირთის გადატანა იმ სავარაუდო შემოსავლის ან სხვა საკუთრების კანო-ნიერ წარმომავლობასთან მიმართებაში, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმდენად რამდენადაც ამგვარი ქმედება შეესაბამება მისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლო და სხვა პროცედურების ხასიათს.

8. ამ მუხლის დებულებანი ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს, როგორც კეთილსინდისიერ მესამე მხარეთა უფლებათათვის ზიანის მიმყენებელი.

9.  არაფერი, შემავალი ამ მუხლში, ზეგავლენას არ ახდენს პრინციპზე, რომლის თანახმადაც ზომები, რომელთაც იგი შეეხება, უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს ამა თუ იმ მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებათა თანახმად და საფუძველზ