1. კონვენციის მონაწილემ, რომელმაც მიიღო სხვა მონაწილის მოთხოვნა მის ტერიტორიაზე არსებული დანაშაულის ჩადენის საშუალებების და დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციასთან დაკავშირებით, უნდა:

a)        შეასრულოს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის ბრძანება ასეთი დანაშაულის ჩადენის საშუალებებთან და დანაშაულებრივ შემოსავალთან დაკავშირებით; ან

b)       გადასცეს მოთხოვნა მის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის ბრძანების მოპოვების და ასეთი ბრძანების გაცემის შემთხვევაში, აღასრულოს იგი.

2. ამ მუხლის 1.(b) პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, ნებისმიერ მონაწილეს, აუცილებლობის შემთხვევაში, აქვს კონფისკაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დაწყების კომპეტენცია.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება კონფისკაციის იმ ფორმების მიმართ, რომელიც შეიცავს მოთხოვნას დანაშაულებრივი შემოსავლის ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის შესახებ, თუ ქონება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს კონფისკაცია, მდებარეობს მოთხოვნის მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევებში, 1-ლი პუნქტის შესაბამისად კონფისკაციის განხორციელებისას, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, თუ ანაზღაურება არ იქნა მიღებული, უნდა აღძრას  სარჩელი ნებისმიერ ქონებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ამ მიზნისათვის.

4. თუ კონფისკაციაზე მოთხოვნა დაკავშირებულია ქონების რომელიმე ცალკეულ ნაწილთან, მონაწილეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეეძლება აღასრულოს კონფისკაცია ქონების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმით.

5. მონაწილეებმა უნდა ითანამშრომლონ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მათი შიდა სამართლის მიხედვით იმ მონაწილეებთან, რომლებიც ითხოვენ კონფისკაციის ეკვივალენტური ზომების შესრულებას, რომელიც იწვევს ქონების ჩამორთმევას, რომლებიც არ წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რამდენადაც, ეს ზომები დაკისრებულია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის სასამართლოს ორგანოების მიერ დანაშაულთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ დადგენილია, რომ ეს ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს ან სხვა სახის ქონებას წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობი