1. მონაწილე სახელმწიფოებმა, თავიანთი შიდასამართლებრივი სისტემებით გათვალისწინებულ ფარგლებში, უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

a) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გზით მიღებული შემოსავლების ან შესაბამისი ღირებულების ქონების კონფისკაცია;

b) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან გამოსაყენებლად განკუთვნილი ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაცია.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი ნივთის შესაძლო იდენტიფიცირების, ძებნის, დაყადაღების ან ამოღებისათვის, მისი საბოლოო კონფისკაციის მიზნით.

3. თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ნაწილობრივ ან მთლიანად გარდაიქმნა ან შეიცვალა სხვა ქონებად, მაშინ ამ მუხლში მითითებული ზომები შემოსავლების ნაცვლად გამოიყენება ასეთი ქონების მიმართ.

4. თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები შეერია კანონიერი შემოსავლებით შეძენილ ქონებას, მაშინ ყადაღის დადების ან ამოღების უფლებამოსილების შეულახავად, კონფისკაციას დაექვემდებარება ქონების ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება შერეული შემოსავლების ღირებულებას.

5. ის მოგება ან სხვა სარგებელი, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი შემოსავლებისაგან, იმ ქონებისგან, რომლადაც გარდაიქმნა ან შეიცვალა დანაშაულებრივი შემოსავლები ან ქონებისაგან, რომელსაც შეერია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები, უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლში მითითებულ ღონისძიებებს, იმავე წესით და ზომით, როგორც დანაშაულებრივი შემოსავლები.

6. ამ მუხლისა და მე-13 მუხლის მიზნებისათვის, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ თავის სასამართლოებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიანიჭოს უფლებამოსილება გამოსცენ საბანკო, საფინანსო და კომერციული დოკუმენტების წარდგენის ან მათზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილებები. მონაწილე სახელმწიფოებმა, საბანკო საიდუმლოების შენახვის აუცილებლობის მოტივით, არ უნდა აარიდონ თავი ამ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას.

7. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ იმ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა უნდა დაასაბუთოს სავარაუდოდ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების და იმ ქონების კანონიერი წარმომავლობა, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმ პირობით; რომ ამგვარი მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის პრინციპებს და სასამართლო თუ სხვა სახის წარმოების ხასიათს.

8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეილახოს კეთილსინდისიერი მესამე მხარის უფლებები.

9. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა ხელყოფდეს პრინციპს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლში მითითებული ზომები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად და მათი დაცვის პირობი