1. ამ კონვენციის მე-8 მუხლში მითითებულ ზომებთან ერთად, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, რამდენადაც ეს შეესაბამება მის სამართლებრივ სისტემას, უნდა მიიღოს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სხვა ეფექტური ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერების დამკვიდრებას, საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის გამოვლენას, მის თავიდან აცილებას და დასჯას.
2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისი ორგანოების ეფექტური მოქმედება საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის თავიდან აცილების; გამოვლენის და დასჯის საქმეში, ამასთან, ასეთ ორგანოებს უნდა მიენიჭოს საკმარისი დამოუკიდებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათ საქმიანობაზე არამართლზომიერი ზეგავლენ