1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულებად გამოცხადებისათვის;

a) ქვემოთ დასახელებულ ქმედებათაგან ერთ-ერთი ან ორივე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის მცდელობას ან დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანას:

i. ერთ ან რამდენიმე პირთან შეთანხმება მძიმე დანაშაულის ჩასადენად, პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, და თუ ამას ითვალისწინებს შიდა კანონმდებლობა, ერთ-ერთი მონაწილის მიერ რაიმე ქმედების ფაქტობრივი განხორციელება შეთანხმების რეალიზაციისათვის, ან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობა;

ii. ქმედება, ჩადენილი პირის მიერ, რომელიც, აცნობიერებს რა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანს და იცის რა მისი საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ, აქტიურ მონაწილეობას იღებს:

a. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში;

b. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის სხვა საქმიანობაში იმის გაცნობიერებით, რომ მისი მონაწილეობა ხელს შეუწყობს დანაშაულებრივი მიზნის მიღწევას;

b) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით ჩადენილი მძიმე დანაშაულის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, წაქეზება, დახმარება ან რჩევის მიცემა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წინასწარი შეცნობა, განზრახვა, ჩანაფიქრი, მიზანი ან შეთანხმება შეიძლება დადგინდეს საქმის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებით.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა შიდა კანონმდებლობა ამ მუხლის (1)(a)(i) პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტად მოიაზრებს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობას, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ შიდა კანონმდებლობაში მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის დანაშაული, რომლებიც ჩადენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეობით. ამ მონაწილე სახელმწიფოებმა, აგრეთვე იმ მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა შიდა კანონმდებლობა ამ მუხლის (1)(ა)(i) პუნქტის მიზნებისთვის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტად მიიჩნევს შეთანხმების რეალიზაციის მიზნით ქმედების ფაქტობრივად განახორციელებას, ამის შესახებ უნდა აცნობონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ამ კონვენციის ხელმოწერის ანდა მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების თუ მიერთების დოკუმენტის დეპონირებისა