ამ კონვენციის მიზნებისათვის:

a) „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ან ამ კონვენციის შესაბამისად ასეთად მიჩნეული დანაშაულის ჩადენის მიზნით დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს,რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი.

b) „მძიმე დანაშაული“ ნიშნავს დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით, არანაკლებ ოთხი წლისა ან სასჯელის უფრო მკაცრი ზომით;

c) „სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეთ უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა;

d) „ქონება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის აქტივებს (ქონებას), მატერიალურს ან არამატერიალურს, მოძრავს ან უძრავს, გამოხატულს ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიულ დოკუმენტებს ან აქტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს;

e) „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი“ ნიშნავს დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ნებისმიერ ქონებას;

f) „ყადაღა“ ან „ამოღება“ ნიშნავს ქონების გადაცემის, გარდაქმნის, განკარგვის ან გადაადგილების დროებით აკრძალვას ან სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით მასზე დროებითი კონტროლის განხორციელებას ან მის დროებით დაუფლებას;

g) „კონფისკაცია“ ნიშნავს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ქონების საბოლოო ჩამორთმევას;

h) „პრედიკატული დანაშაული“ ნიშნავს ნებისმიერ დანაშაულს, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა შემოსავალი, რომელმაც შეიძლება შეადგინოს ამ კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა;

i) „კონტროლირებადი მიწოდება“ ნიშნავს მეთოდს, რომლის დროსაც დასაშვებია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის გავლით უკანონო ან საეჭვო ტვირთის შემოტანა ან გატანა, ამ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების ნებართვითა და ზედამხედველობით, დანაშაულის სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით.

j) „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია“ ნიშნავს განსაზღვრული რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს ამ კონვენციით გათვალისწინებული საკითხების გადაჭრის კომპეტენცია და რომელიც შესაბამისი წესით უფლებამოსილია, შიდა პროცედურების დაცვით, ხელი მოაწეროს ამ კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიცირება, მიიღოს დაამტკიცოს ან მიუერთდეს მას, ამ კონვენციაში მითითება - „წევრი სახელმწიფოები“ ეხება ამ ორგანიზაციებს მათი კომპეტენციის ფარგლებშ