1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, თავისი სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული პირების პასუხისმგებლობის დასაწესებლად მათ მიერ ისეთ მძიმე დანაშაულთა ჩადენაში მონაწილეობისთვის, რომლებშიც ჩართული იყო დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი, აგრეთვე ამ კონვენცის მე-5, მე-6, მე-8 და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში მონაწილეობისათვის.
2. მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივი პრინციპების დაცვის პირობით, იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი.
3. ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს არ უნდა უშლიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას აღნიშნულ დანაშაულთა ჩამდენი ფიზიკური პირებისთვის.
4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ამ მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულ იურიდიულ პირთა მიმართ უნდა უზრუნველყოს ეფექტური, პროპორციული და გადამარწმუნებელი ზემოქმედების მქონე სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი სანქციების, მათ შორის ფულადი სანქციების გატარებ