1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადად იქნეს აღიარებული განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებები:
a)(i) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების გასხვისება ან გადაცემა ამ ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვის ან შენიღბვის მიზნით ან ნებისმიერი იმ პირისთვის დახმარების გაწევის მიზნით, რომელიც პრედიკატული დანაშაულის ჩადენის მონაწილეა, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგებისთვის;
ii) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ნამდვილი ხასიათის, წარმოშობის, ადგილმდებაროების, განკარგვის ხერხის, გადაადგილების, ქონებაზე უფლების ან მისი მფლობელის დაფარვა ან შენიღბვაა.
b) საკუთარი სამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპების დაცვის პირობით:
i. ქონების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, თუ მისი მიღების მომენტისათვის ცნობილია, რომ ასეთი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას.
ii. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით შეკავშირება ან დანაშაულებრივ შეთანხმებაში მონაწილეობა, აგრეთვე ამგვარი დანაშაულის ჩადენის მცდელობა, დახმარება, წაქეზება, ხელის შეწყობა ან დანაშაულის ჩადენის თაობაზე რჩევის მიცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების ან გამოყენების მიზნებისათვის:
a) თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა შეეცადოს, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტი, რაც შეიძლება მეტი დასახელების პრედიკატულ დანაშაულთა მიმართ;
b) თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ პრედიკატული დანაშაულების რიცხვს უნდა მიაკუთვნოს ამ კონვენციის მე-2 მუხლში განსაზღვრული ყველა მძიმე დანაშაული, ასევე ამ კონვენციის მე-5, მე-8 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. თუ მონაწილე სახელმწფოს კანონმდებლობა შეიცავს პრედიკატული დანაშაულების კონკრეტულ ჩამონათვალს, ასეთ შემთხვევაში ამგვარ ჩამონათვალში შეტანილი უნდა იქნეს იმ დანაშაულთა ამომწურავი ნუსხა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობასთანაა დაკავშირებული;
c) (b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პრედიკატულ დანაშაულებში იგულისხმება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის, ასევე მის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულები. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაული პრედიკატულ დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ მოცემული ქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადია იმ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, რომელშიც ის იქნა ჩადენილი და სისხლისამართლებრივად დასჯადი იქნებოდა ამ მუხლის შემფარდებული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ეს ქმედება რომ ამ წევრ სახელმწიფოში ყოფილიყო ჩადენილი;
d) თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის დებულებათა რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონების ტექსტები, აგრეთვე მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებების ტექსტები ან მათი აღწერა;
e) თუ ამას მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული დანაშაულები არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთაც ჩაიდინეს პრედიკატული დანაშაული;
f) წინასწარი შეცნობა, განზრახვა და მიზანი, როგორც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულის ელემენტები, შეიძლება დადგინდეს საქმის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზ