1. თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დანაშაულებად იქნეს აღიარებული, როდესაც ჩადენილია განზრახ:

a) ქონების კონვერსია ან გადაცემა, იმის შეგნებით, რომ ასეთი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს, იმ მიზნით, რომ დაფაროს ან შენიღბოს ამ ქონების უკანონო წარმოშობა ან ნებიმიერი პირისათვის დახმარების აღმოჩენა, რომელიც ჩართულია პრედიკატული დანაშაულის ჩადენაში, თავი აარიდოს მისი მოქმედებების სამართლებრივ შედეგს;

b)   ქონების ნამდვილი ბუნების, წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის,  გადაადგილების, ქონების კუთვნილების ან მის ფლობასთან დაკავშირებული უფლებების დაფარვა ან შენიღბვა იმის შეცნობით, რომ ამგვარი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივ შემოსავალს;

და მონაწილის კონსტიტუციური პრინციპების და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფიცების დაცვის პირობით

c)  ქონების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, იმის შეცნობით, რომ ქონების მიღების დროს, ასეთი ქონება წარმოადგენდა დანაშაულებრივ შემოსავალს;

d)  ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა, გაერთიანება ან შეთქმულება დანაშაულის ჩასადენად, ჩადენის მცდელობა და დახმარების აღმოჩენა, წაქეზება, ხელშეწყობა და რჩევის მიცემა;

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის განხორციელების ან გამოყენების მიზნებისათვის:

a)  მნიშვნელობა არ აქვს იმას ექვემდებარებოდა თუ არა პრედიკატული დანაშაული მონაწილის სისხლის სამართლის იურისდიქციას;

b) შეიძლება გათავალისწინებული იქნეს, რომ 1-ლ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულებები არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს პრედიკატული დანაშაული;

c)  ცოდნა, განზრახვა ან მიზანი, რომლებიც საჭიროა როგორც 1-ლ პუნქტში მოცემული ერთ-ერთი დანაშაულის შემადგენელი ელემენტი, შეიძლება დადგენილი იქნას ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებებიდან.

3. თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმისათვის, რომ მისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულად იქნეს აღიარებული ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ყველა ან რამდენიმე აქტი, რომელიმე ან ორივე შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე:

a)  ეჭვმიტანილი იყო, რომ ქონება იყო დანაშაულებრივი შემოსავალი;

b)  ვალდებული იყო, ევარაუდა, რომ ქონება წარმოადგენდა დანაშაულებრივ შემოსავალს.

4. იმ პირობით, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემულ პრედიკატულ დანაშაულებთან დაკავშირებით, თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას  კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტი გამოიყენება:

a)  მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ერთ წელზე მეტი ვადით, ან იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც აქვთ დანაშაულებისათვის მინიმალური ზღვარი მათი სამართლის სისტემაში, იმდენად, რამდენადაც ეს დანაშაული დასჯადია თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებით ექვს თვეზე მეტი ვადით; და/ან

b)  მხოლოდ მითითებული პრედიკატული დანაშაულების ჩამონათვალის მიმართ;

c)  მონაწილის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მძიმე დანაშაულებების კატეგორიის მიმართ.

5. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ პრედიკატული დანაშაულისათვის ნასამართლობის ან ერთდროული პრედიკატული დანაშაულებისათვის მსჯავრდება არ არის ფულის გათეთრებისათვის მსჯავრდების წინაპირობა.

6. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრებისათვის მსჯავრდება ამ მუხლის შესაბამისად შესაძლებელია, თუ დამტკიცებულია, რომ ქონება, ამ მუხლის 1.a ან b პუნქტის ობიექტი, წარმოშობილია პრედიკატული დანაშაულისაგან, იმის დადგენის საჭიროების გარეშე თუ ზუსტად რომელი დანაშაულისაგან.

7. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ფულის გათეთრების პრედიკატული დანაშაულები ვრცელდება იმ ქმედებაზე, რომელიც მოხდა სხვა სახელმწიფოში, რომელიც ამ სახელმწიფოში წარმოადგენს დანაშაულს და რომელიც პრედიკატული დანაშაული იქნებოდა იმ შემთხევაში, თუ იგი მოხდებოდა ქვეყნის შიგნით. თითოეულ მონაწილეს შეუძლია უზრუნველყოს, რომ ერთადერთი წინაპირობა არის ის, რომ ქმედება ჩაითვლებოდა ძირითად დანაშაულად იმ შემთხვევეაში, თუ იგი მოხდებოდა ქვეყნის შიგნი