1.თითოეული მხარე მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა აუცილებელ ზომებს,რათა უზრუნველყოს, რომ მისი შიდა სამართლით დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭებოდეს საერთაშორისო მასშტაბით ჩადენილ ქმედებებს:

a)ქონების კონვერსია ან გადაცემა, როდესაც პირმა იცის,რომ ასეთი ქონება არის შემოსავალი,იმ მიზნით,რომ დაფაროს ან შეინიღბოს ქონების არაკანონიერი წარმომავლობა ან დახმარება გაეწიოს ძირითადი დანაშაულის ჩადენაში ჩარეულ ნებისმიერ პირს,მისი ქმედების იურიდიული შედეგების თავიდან აცილებაში;

b)ქონების ნამდვილი ბუნების, წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების,მასზე ან მის ფლობაზე უფლებების დამალვა,როდესაც შესაბამისმა პირმა იცის,რომ ასეთი ქონება არის შემოსავალი;

და მხარის კონსტიტუციური პრინციპების და მისი სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების მხედველობაში მიღებით

c)ქონების შეძენა, ფლობა და გამოყენება, როდესაც პირმა ქონების მიღების დროს იცის,რომ ასეთი ქონება წარმოადგენს შემოსავალს;

d) ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის მიღება, ჩადენისათვის ჯგუფის გაერთიანება ან კონსპირაცია,ჩადენის მცდელობა ან ჩადენაში დახმარება,წაქეზება,ხელის შეწყობა და რჩევების მიცემა.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების ან გამოყენების მიზნით:

a) მნიშვნელობა არ აქვს იმას, ძირითადი დანაშაული შედის თუ არა მხარის სისხლის სამართლის იურისდიქციაში;

b) შეიძლება დადგინდეს,რომ ამ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულები არ გამოიყენება იმ პირების მიმართ,რომლებმაც ჩაიდინეს ძირითადი დანაშაული;

c) ცოდნა,განზრახვა ან მიზანი,რომელიც წარმოადგენს ამ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს,შეიძლება დადგენილ იქნეს ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებებიდან;

3. თითოეულ მხარეს შეუძლია მიიღოს ისეთი ზომები,რომლებსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს,რათა მისმა შიდა სამართალმა დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭოს ამ მუხლის 1–ლ პუნქტში მითითებულ ყველა ან რამდენიმე ქმედებას,რომელიმე ან ყველა შემდეგ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე:

a) ვალდებული იყო ევარაუდა,რომ ქონება წარმოადგენს შემოსავალს;

b) მოქმედებდა მოგების მიზნით;

c) მოქმედებდა შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით.

4. თითოეულ მხარეს,ხელმოწერის,მისი სარატიფიკაციო, მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით,შეუძლია განაცხადოს,რომ ამ მუხლის 1–ლი პუნქტი გამოიყენება ამ დეკლარაციაში განსაზღვრული მხოლოდ ძირითადი ან ამგვარი დანაშაულების კატეგორიის მიმართ.

თავი ΙΙΙ

საერთაშორისო თანამშრომლობა

ნაწილი 1– საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპე