მხარეები ითანამშრომლებენ, რათა არ დაუშვან მათი ფინანსური და შესაბამისი არაფინანსური სისტემების გამოყენება ზოგადად, კრიმინალური საქმიანობების და კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულების შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრებისა და აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების მიზნით.

ეს თანამშრომლობა ასევე ვრცელდება დანაშაულის შედეგად მიღებული აქტივების ან ფულადი სახსრების დაბრუნებაზე.

აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა საშუალებას იძლევა გაიცვალოს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და მიღებულ იქნას შესატყვისი სტანდარტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ფულის გათეთრებაზე ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და მისი მსგავსი   საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებ