მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის და სხვა სახის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით, კერძოდ, ისეთ ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ ან სხვა სახის ქმედებებთან მიმართებაში, როგორიცაა:
(a) საზღვარზე ადამიანთა უკანონო გადაყვანა და ტრეფიკინგი, ასევე მცირე შეიარაღებითა და ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა;
(b) კონტრაბანდა და საქონლით უკანონო ვაჭრობა;
(c) უკანონო ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა, როგორიცაა გაყალბება, ფისკალური თაღლითობა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში თაღლითობა;
(d) საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების თანხების გაფლანგვა;
(e) აქტიური და პასიური კორუფცია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში;
(f) დოკუმენტების გაყალბება, ყალბი ამონაწერების წარდგენა; და
(g) კიბერ დანაშაული.
მხარეები გააძლიერებენ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ევროპოლსა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების ჩათვლით. მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, და განსაკუთრებით ის სტანდარტები, რომლებიც განმტკიცებულია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის კონვენციასა (UNTOC) და მის სამ ოქმში, ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის კონვენციაშ