შეიარაღების ექსპორტის კონტროლი
მხარეები აღიარებენ, რომ მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და, მათ შორის, საბრძოლო მასალების უკანონო წარმოება, გადატანა და გავრცელება, და მათი დიდი რაოდენობით დაგროვება, ცუდი მართვა, არასათანადოდ დაცული მარაგები და უკონტროლო გავრცელება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთოხოებას.
მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ და სრულად შეასრულებენ მათ შესაბამის ვალდებულებებს, რათა აღმოფხვრან მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში მათი ვალდებულებების თანახმად, როგორიცაა „მცირე და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა, მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით.
მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ითანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ კოორდინაციას, ქმედებათა ურთიერთშევსებადობასა და ერთობლივ ძალისხმევას მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დიდი რაოდენობით მარაგების განადგურების კუთხით, გლობალურ, რეგიონულ, ქვე-რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.
გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში, საბჭოს 2008 წლის 8 დეკემბრის, 2008/944/CFSP ერთიანი პოზიციის ჭრილში, რომელიც განსაზღვრავს ერთიან წესებს „სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ“
მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ თავიანთი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშ