მხარეები გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ ეტაპობრივ დაახლოებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით, განსაკუთრებით შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კრიზისების მართვა, რეგიონული სტაბილურობა, განიარაღება, იარაღის გაუვრცელებლობა, იარაღისა და ექსპორტის კონტროლი.  თანამშრომლობა დაეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს და მიმართული იქნება  პოლიტიკის დაახლოებისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონული ფორმატების გამოყენებით.

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ, როგორც ეს დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნითი აქტით, ასევე, ვალდებულებას, გაავრცელონ აღნიშნული პრინციპები მათ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. მხარეები ასევე ხაზს უსვამენ მათ სრულ მხარდაჭერას მასპინძელი სახელმწიფოს თანხმობის პრინციპის მიმართ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მათ  ტერიტორიებზე განლაგების თაობაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების  მათ ტერიტორიაზე განლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისა