პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრივი რეფორმის ჩათვლით, მხარეებს შორის კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აღნიშნული გაზრდის პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას ამბიციური და ინოვაციური გზით.
პოლიტიკური დიალოგის მიზნებია:
(a) გააღრმაოს პოლიტიკური ასოცირება და გაზარდოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოება და ეფექტიანობა;
(b) ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტში;
(c) ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას;
(d) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების საფუძველზე;
(e) გააძლიეროს მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსა და მთავარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით;
(f) გააძლიეროს თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბძროლის სფეროში, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ პროგრამებში ადრე დასაქმებულ მეცნიერთათვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების ჩათვლით;
(g) ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შედეგზე ორიენტირებულ და პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად;
(h) გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და იმ პირების უფლებების პატივისცემა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, ასევე წვლილი შეიტანოს შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციაში;
(i) განავითაროს დიალოგი და გააღრმაოს მხარეთა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;
(j) იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით;
(k) უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების შედეგად მიღებული ყველა სარგებელი, გაზრდილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოების ჩათვლით, გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშ