სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და აგრეთვე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმის ჩათვლით, მხარეებს შორის კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აღნიშნული გაზრდის პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას, ურთიერთობების გაძლიერებას ამბიციური და ინოვაციური გზებით.
სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის მიზნებია:
(a)
გააღრმავოს პარტნიორობა და გაზარდოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა და ეფექტიანობა;
(b)
ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტში;
(c)
ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
(d)
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ყველა სარგებელი განავრცოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მჭიდრო კოორდინაციით;
(e)
ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების საფუძველზე;
(f)
გააძლიეროს მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსა და მთავარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით;
(g)
გააძლიეროს თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ პროგრამებში ადრე დასაქმებულ მეცნიერთათვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების ჩათვლით;
(h)
ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შედეგზე ორიენტირებულ და პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად;
(i)
გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და იმ პირების უფლებების პატივისცემა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, ასევე წვლილი შეიტანოს შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციაში;
(j)
განავითაროს დიალოგი და გააღრმავოს მხარეთა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;
(k)
იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით;
(l)
გააღრმავოს თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და მართვის საკითხებში; და
(m)
განიხილოს თანამშრომლობის გაძლიერება და გახშირება ჰიბრიდულ საფრთხეებთან შესაწინააღმდეგებლად და საბრძოლველა