მხარეები განამტკიცებენ თავიანთ ნაკისრ ვალდებულებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. კონფლიქტის მდგრად გადაწყვეტამდე  და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხების მოსაგვარებლად არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარება იქნება მხარეთა სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, ისევე როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან დიალოგისას.

მხარეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მტკიცე ნაკისრ ვალდებულებას მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი, და მის ძალისხმევას აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების ამომწურავი პოლიტიკის თანმიმდევრულად.

ამ მხრივ მხარეები აღიარებენ ევროკავშირის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის; ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის; საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის თავიანთი წარმომავლობის ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები მიზნების მიღწევის; მტკიცე არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისა; და კონფლიქტების შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის და მათთან შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობას.

მხარეები ადასტურებენ თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ყველა სარგებელი განავრცოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით და მათ შორის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მჭიდრო კოორდინაციით;

მხარეები ხაზს უსვამენ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საჭიროებას და ამ მხრივ სხვა საერთაშორისო აქტორებსა და ორგანიზაციებთან მიმართ ძალისხმევის კოორდინაციის ვალდებულებას კისრულობენ, რათა ხელი შეეწყოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას საქართველოში, მათ შორის კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით.

ყველა ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის 1975 წლის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებშ