ამრიგად, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, გაერთიანებულ სამეფოს შორის  მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა.

აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებია:

(a)
ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ პარტნიორობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებზე, საერთო ინტერესებსა და მჭიდრო კავშირებზე;

(b)
უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგისთვის, რომელსაც ამჟამად ეწოდება უორდროპის სტრატეგიული დიალოგი
, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

(c)
ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას, ჩვენი საერთო ღირებულებების საფუძველზე;

(d)
ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, დაძაბულობის კერების აღმოფხვრის, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების; და აგრეთვე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანების გზით;

(e)
ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

(f)
გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა;

(g)  მ
ხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და მათთან დაკავშირებულ საკითხებში დიალოგისა და თანამშრომლობის წახალისებას;

(h)
მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მისი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით;

(i)
შექმნას პირობები გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის გზით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები);

(j)
ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, ხალხთაშორისი და ამ სფეროებში მოქმედ მათ ინსტიტუტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით; და

(k)
შექმნას პირობები საერთო ინტერესთა სხვა სფეროებში ზრდადი მჭიდრო თანამშრომლობისთვის;

კარი
I

ზოგადი პრინციპე