მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ერთად იმუშავებენ, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოახდინონ ტერორიზმის პრევენცია და იბრძოლონ ტერორიზმის ყველანაირი ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ.

მხარეები თანხმდებიან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემითა და საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩათვლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად.

მხარეები ხაზს უსვამენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაეროს ყველა კონვენციისა და ოქმის უნივერსალური რატიფიკაციისა და მათი სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამისი რეზოლუციისა და ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო კონსენსუსს ტერორიზმის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

კარი III

თავისუფლება,  უსაფრთხოება და მართლმსაჯულე