მხარეები, მათი შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში დაბალანსებული და ერთიანი, და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ქმედებები მიზნად ისახავს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურების გაძლიერებას, უკანონო ნარკოტიკული საშუალებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირებას, ნარკოტიკული საშუალებების არაჯეროვან მოხმარებასთან  დაკავშირებულ  ჯანმრთელობისა და სოციალურ შედეგების მოგვარებას ზიანის შემცირების მიზნით, ისევე როგორც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებისათვის გამოყენებული ქიმიური პრეკურსორების  გავრცელების უფრო ეფექტიან პრევენციას.

ხსენებული მიზნების მისაღწევად მხარეები შეთანხმდებიან თანამშრომლობის აუცილებელ მეთოდებზე. ქმედებები დაეფუძნება ერთობლივად შეთანხმებულ პრინციპებს, შესაბამის საერთაშორისო კონვენციების დებულებებს და 2009 წლის „მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების პრობლემასთან ბრძოლის ინტეგრირებული და დაბალანსებული სტრატეგიის პოლიტიკური დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის“, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2016 წლის ოცდამეათე სპეციალური სესიის მიერ „ჩვენი საერთო ნაკისრი ვალდებულება, ეფექტურად მოვაგვაროთ და ვებრძოლოთ მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების პრობლემას“ სახელწოდებით დამტკიცებული დასკვნითი დოკუმენტის  გათვალისწინები