მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე.
რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობას, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას ორმხრივი სამართლებრივი დახმარების კუთხით შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ეს, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს გაეროს, ევროპის საბჭოსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებთან მიერთებასა და მათ იმპლემენტაციას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ასევე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (EUROJUST) მჭიდრო თანამშრომლობას.
კარი IV
ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები
ეროვნული რეჟიმი და საქონლისათვის ბაზრის ხელმისაწვდომობა
ნაწილი 1
ზოგადი დებულებე