ამ თავის მიზნებისთვის, „საბაჟო გადასახადი“ მოიცავს ყველა სახის გადასახადს ან ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია საქონლის ექსპორტსა ან იმპორტთან, ყველა სახის ქვეგადასახადის ან ქვემოსაკრებელის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია ასეთ იმპორტსა ან ექსპორტთან. „საბაჟო გადასახადი“ არ მოიცავს არცერთი სახის:
(a)
მოსაკრებელს, რომელიც ამ შეთანხმების 30-ე მუხლის თანახმად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია;
(b)
გადასახადს, რომელიც დაწესებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-2 თავის (სავაჭრო ზომები) შესაბამისად;
(c)
გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების 29-ე მუხლის შესაბამისა