წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში, რომლებიც საფუძვლად უდევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის პრევენციისა და მის აღსაკვეთად შემდეგი საშუალებებით:
(a)
ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ;
(b)
ტერორისტული დაჯგუფებებისა და ინდივიდების და მათი მხარდამჭერი ქსელების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა დაცვასთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან მიმართებით;
(c)
ტერორიზმის პრევენციისა და აღმოფხვრის, მისი მეთოდებისა და საშუალებების და მათი ტექნიკური ასპექტების, ასევე წვრთნების თაობაზე გამოცდილების გაცვლა, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების თანახმად;
(d)
რადიკალიზაციისა და რეკრუტირების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების შესახებ და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე ინფორმაციის გაცვლა;
(e)
მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ტრანს-სასაზღვრო გადაადგილებასა და მოგზაურობასთან, ასევე ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
(f)
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივ პროცედურებთან მიმართებაში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
(g)
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მიღება და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მასალების ტერორისტული მიზნებისათვის შეძენის, გადატანისა და გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე მაღალი რისკის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საშუალებების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების პრევენცია.
თანამშრომლობა დაეფუძნება შესაბამის არსებულ შეფასებებს, როგორიცაა გაეროს და ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოთა შეფასებები და განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების მეშვეობი