წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, რომლებიც საფუძვლად უდევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის პრევენციისა და მის აღსაკვეთად შემდეგი საშუალებებით:
(a) ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის უზრუნველყოფა, საბჭოს 2008 წლის 28 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილებაში 2008/919/JHA, რომელმაც შეცვალა ჩარჩო გადაწყვეტილება 2002/475/JHA, მოცემული განმარტებების შესაბამისად;
(b) ტერორისტული დაჯგუფებებისა და ინდივიდების და მათი მხარდამჭერი ქსელების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა დაცვასთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან მიმართებით;
(c) ტერორიზმის პრევენციისა და აღმოფხვრის, მისი მეთოდებისა და საშუალებების და მათი ტექნიკური ასპექტების, ასევე წვრთნების თაობაზე გამოცდილების გაცვლა, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების თანახმად;
(d) რადიკალიზაციისა და რეკრუტირების წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
(e) მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ტრანს-სასაზღვრო გადაადგილებასა და მოგზაურობასთან, ასევე ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით;
(f) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, სისხლის სამართლებრივ პროცედურებთან მიმართებაში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
(g) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მიღება და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მასალების ტერორისტული მიზნებისათვის შეძენის, გადატანისა და გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე მაღალი რისკის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საშუალებების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების პრევენცია.
თანამშრომლობა დაეფუძნება შესაბამის არსებულ შეფასებებს, როგორიცაა გაეროს და ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოთა შეფასებები და განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების მეშვეობი