ამ თავის მიზნებისთვის, „საბაჟო გადასახადი“ მოიცავს ყველა სახის გადასახადს ან ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია საქონლის ექსპორტსა ან იმპორტთან, ყველა სახის ქვე-გადასახადის ან ქვე-მოსაკრებელის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია ასეთ იმპორტსა ან ექსპორტთან. „საბაჟო გადასახადი“ არ მოიცავს არცერთი სახის:

(a)  მოსაკრებელს, რომელიც ამ შეთანხმების 31-ე მუხლის თანახმად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია;

(b) გადასახადს, რომელიც დაწესებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-2 თავის (სავაჭრო ზომები) შესაბამისად;

(c) გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების 30-ე მუხლის შესაბამისა