1. წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მოცემული პროდუქტები ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს. ამ პროდუქტების თითოეული კატეგორიის საქართველოდან ევროკავშირში იმპორტის საშუალო წლიური მოცულობა მოცემულია ამ შეთანხმების II-C დანართში.
2. როდესაც ნებისმიერი წლის განმავლობაში, დაწყებული 1 იანვრიდან, პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტის მოცულობა მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული მოცულობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის იმპორტის მოცულობის შესახებ. ამ შეტყობინების შემდეგ და 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 80%-ს, საქართველო წარუდგენს ევროკავშირს საფუძვლიან დასაბუთებას იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისათვის ამ დანართში მითითებული მოცულობის ზემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 100%-ს და იმავდროულად არ არსებობს საქართველოს მხრიდან წარდგენილი საფუძვლიანი დასაბუთება, ევროკავშირს შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი შესაბამის პროდუქტებზე.
აღნიშნული შეჩერება გამოიყენება 6 თვის განმავლობაში და ძალაში შედის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან.
3. მე-2 პუნქტის თანახმად მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას დროებითი შეჩერების შესახებ ევროკავშირი დაუყოვნებლოვ აცნობებს საქართველოს.
4. ევროკავშირის მიერ დროებითი შეჩერება მოიხსნება მისი ძალაში შესვლიდან ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შექმნილ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შესაბამისი იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის რაოდენობის სიჭარბე ამ შეთანხმების II-C დანართში მითითებულ რაოდენობაზე, გამოიწვია საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილებამ ამ კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.
5. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტში საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ამ შეთანხმების II-C დანართის ცვლილება და მოცულობის მოდიფიკაცია, რათა აისახოს საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებში განხორციელებული ცვლილება კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაშ