არცერთ მხარეს არ შეუძლია დააწესოს ახალი საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ საქონელზე ან გაზარდოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული საბაჟო გადასახადები. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავს რომელიმე მხარის შესაძლებლობას, ვმო-ს დავების განხილვის ორგანოს (DSB) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეინარჩუნოს ან გაზარდოს საბაჟო გადასახად